ჯანდაცვის სამინისტრო: რეგიონებში მცხოვრები, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტები, ძვირად ღირებულ სამკურნალო მედიკამენტებს მიიღებენ, ასევე, დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევები

იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა - რეგიონებში მცხოვრები, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტები, ძვირად ღირებულ სამკურნალო მედიკამენტებს მიიღებენ. ბენეფიციარებს, ასევე, დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრი გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა - სახელმწიფო დაფინანსებასა და ახალ სერვისებზე მიხეილ სარჯველაძემ მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სიახლის შედეგად, ყველა პაციენტს საჭირო მკურნალობაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ექნება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს, ამასთან, ბენეფიციარებსა და მათ ოჯახებს მნიშვნელოვანი ფინანსური წნეხისგან გაათავისუფლებს.

პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ, წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებული, უმაღლესი ხარისხის მამოდიფიცირებელი მედიკამენტები „ოკრევუსი“ (ხსნარი) და „გილენია“ (აბები) უკვე შეიძინა. პაციენტებს, უფინანსდებათ აღნიშნული მედიკამენტები, რომლებიც ინდივიდუალურად, დიაგნოზის სპეციფიკის გათვალისწინებით ენიშნებათ. ასევე, „ოკრევუსის“ ხსნარის შემთხვევაში, ფინანსდება მისი გადასხმა ან კანქვეშა ინიექცია, რომელიც დღის სტაციონარში ტარდება.

ბენეფიციართა ფინანსური მხარდაჭერისთვის, მკურნალობის მონიტორინგისა და მისი ეფექტურობის გაზრდის მიზნით, პაციენტებს, საჭიროების მიხედვით, უფასოდ ჩაუტარდებათ თავის ტვინისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევები.

პროგრამა, ასევე, მოიცავს დღის სტაციონარის პირობებში, მედიკამენტ „მეთილპრედნიზოლონით“ მკურნალობის კომპონენტს, რომელიც დაავადების გამწვავების შემთხვევაში დაინიშნება და სრულად დაფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქსა და აჭარაში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის, პროგრამას ადგილობრივი მთავრობა ახორციელებს.

პროგრამაში ჩასართავად, პაციენტმა ან მისმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, წარმოადგინოს ფორმა #100 და პროგრამაში რეგისტრაციის შემდეგ, ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება, აფთიაქიდან გაიტანოს კუთვნილი მედიკამენტი, სამედიცინო სერვისებისთვის კი მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას.

გაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკულ, პროგრესირებად დაავადებას წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა ფუნქციის შეზღუდვას იწვევს, მკურნალობა კი, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტების ცხოვრების ხარისხს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751479505

საზოგადოება

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსებასთან, 2004-2012 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან და აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...

საგამოძიებო კომისია

1751479144

ახალი ამბები

თბილისში კაცმა მეზობელი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, ისანში კაცმა მეზობელი პარკინგის ადგილის გამო დაწყებული კონფლიქტის შედეგად მოკლა. არსებული ინფორმაც...

დაკავება, პოლიცია

1751478250

საზოგადოება

გახარია თეა წულუკიანის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას: დიახ, ვადასტურებ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიი...

გახარია თეა წულუკიანი

1751478217

საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ დავითაშვილი: საემიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან საერთო ჯამში გაძევებულია 525 პირი, რაც 280%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს

საემიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან საერთო ჯამში გაძევებულია 525 პირი, რაც 280 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - განუცხადა „ქრონიკას...

 გურამ დავითაშვილი

1751476342

საზოგადოება

საგარეო უწყება: სამინისტრო 13 ივნისს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას, ჩვენ განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად

ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-მ ირანის საელჩოს სამძიმრის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. კერძოდ, საუბარია 20...

ვბჰ