ჯემალ ლეონიძე: „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა მითხრა, რომ 29 მლნ 600 ათასი დოლარის ქონება 11 მლნ დოლარად აგვესახა, მეტწილად მოქმედებდა ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე ერთხელ, ორჯერ ვნახე

„თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა მითხრა, რომ 29 მლნ 600 ათასი დოლარის ქონება აგვესახა 11 მლნ დოლარად, ასე თქვეს ჩემებმაო, მეტწილად მოქმედებდა ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე ერთხელ თუ ორჯერ მყავს ნანახი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომპანია „მაგნატის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ განაცხადა.
„ახალი კომპანია გავაკეთეთ, ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია. დირექტორად დაინიშნა მათი კაცი, გიორგი ასლანიკაშვილი. ნოდარ ხადურზე უკვე უარი მითხრეს თანამშრომლობაზე, ფინანსური დირექტორი ის უნდა ყოფილიყო. მეორედ გატეხეს პირობა. მე ყველაფერზე ვთანხმდები, ნოდარი უმუშევარი არ დარჩებოდა, მე სხვა საქმეც მქონდა. ყოველგვარი გართულების გარეშე მიიღო ნოდარმაც და შევთანხმდით მე და ნოდარ ხადური შევთანხმდით, რომ ფინანსური დირექტორიც, გენერალური დირექტორი არის „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელი. ვაცნობ ყველანაირ დოკუმენტაციას. ამ ქონების გადაცემას მოვუნდით ოთხ თვეზე მეტია ამ ახალ კომპანიაში.
ანუ აქ რა მოხდა. რა თქმა უნდა, მონაწილე ვარ იმ დანაშაულის. 29 მლნ 600 ათასი დოლარის ქონება, 52 მოქმედი ავტოგასამართი სადგური მქონდა მაგ დროს და ოთხი ნავთობბაზა. ეს ყველაფერი დაფიქსირებულია და ამას დრო უნდა, რომ ქონება გადაიტანო კომპანიებში. ჩემი დანაშაული რა არის, რომ 29 მლნ 600 ათას დოლარიანი შეთანხმება ქაღალდზე ავსახოთ 11 მლნ დოლარადო. მივყვები ყველაფერზე. რატომ? წარმომადგენელი გიორგი ასლანიკაშვილი ამბობს, ასე თქვეს ჩემებმაო, ჩემებმა – ჯაფარიძე იყო. მეტწილად მოქმედებდა ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე სულ ერთხელ თუ ორჯერ მყავს ნანახი. ასე თქვეს, რომ ფული უნდა გადავიხადოთ ამ ყიდვა-გაყიდვის დროს, დიდი თანხა უწევდა, რატომ დავკარგოთო. მიბმულია ის თემები, რაც დანაშაულად ითვლება მაშინდელი და დღევანდელი კანონმდებლობით, მაგრამ ინიციატორი იყო, წავყევი და მეც ვარ მონაწილე ამ დანაშაულის.
გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, 11 მლნ დოლარად. ჩემს კომპანია „მაგნატს“ და ახლად შექმნილ კომპანია „ენესკას“ ნათვობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიას შორის ამ თანხაში. აქ თავიდანვე აქციონერებად 25 პროცენტი იყო „თიბისი“ და დანარჩენ ბანკებთან მე რომ მქონოდა ზედმეტი დამაჯერებლობა, ყველა მაფრთხილებდა. მე შემიძლია, დავასახელო გვარები: კაცია – „ვითიბი ბანკში“, ალავიძე „რესპუბლიკა ბანკში“, რომ მაგათი ნდობა არ შეიძლება, ჩვენ ვერ ვენდობით და მოდი, ისე გავაკეთოთ, გინდათ სესხს მოგცემთ.„რესპუბლიკა ბანკი“ მეუბნებოდა, მოგცემთ „თიბისი ბანკის“ გადასაფარ თანხას, ოღონდ მაგათ დაანებე თავი. შეყოფილი მქონდა თავი და ვერაფერს ვიზამდი.
ზედმეტი დამაჯერებლობისთვის თუ გარანტიისთვის, გავაკეთეთ, რომ ამ ახალ კომპანიაში აქციები ამათ სახელზე გავაფორმეთ. ანუ ჩემი იყო, მაგრამ 10 პროცენტი იყო „რესპუბლიკა ბანკზე“, 10 პროცენტი „ვითიბი ბანკზე“, იყო სამხარაძეზე, იყო ერთ კრედიტორზე კიდევ, მე დამრჩა 25 პროცენტი, ისიც ჩემს ახლობელზე მქონდა გაფორმებული. ბოლო ქონების გადაცემას მოვაწერე ხელი, ამ 52 ავტოგასამართი სადგურიდან და ოთხი ნავთობბაზიდან, ერთი ყველაზე დიდი ობიექტი იყო თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე, ლეონიძის ბაზას ეძახდნენ, დღეს „გალფი“ აწერია. ამ ქონების გადაცემაზე რომ მოვაწერე ხელი ნოტარიუსში, იმ დღეს დამაკავეს“, - განაცხადა ჯემალ ლეონიძემ.
1743095077
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: აგენტურული ძალები ჯერ კიდევ ლაპარაკობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, სინამდვილეში კი, განა არ მიიღებენ, ვერ მიიღებენ
უკანასკნელ პერიოდში ხშირად ისმის კითხვა, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები. აგენტურული ძალები ყოველთვის ისე მოიქცევიან, როგორც დამფინანსებელი უ...
1743093574
ახალი ამბებიმდინარაძე: აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით
შეგახსენებთ, რომ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პარლა...
1743093102
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: საგამოძიებო კომისიის პირველივე სხდომებიდანვე კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები და მათი თანამზრახველები
საგამოძიებო კომისიის პირველივე სხდომებიდანვე კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები და მათი თანამზრახველები - ქვეყნის წინაშე საერთო, მტრული მიზნით მოქმედი პოლიტიკური პ...
1743092466
მსოფლიოთურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: პროტესტის დაწყების შემდეგ სამართალდამცველებმა 1 879 ადამიანი დააკავეს
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ პროტესტის დაწყების შემდეგ სამართალდამცველებმა 1 879 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ალი იერ...
1743087496
საზოგადოებაზაზა გოგავა - არ ვეთანხმები ევროსაბჭოს რეზოლუციის მუხლს სამხედროებთან მიმართებით
მე არ ვეთანხმები რეზოლუციის მუხლს სამხედროებთან მიმართებით, თქვენ მხარეს ვარ მაგაზე, – ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გე...