კახა კალაძე: აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი ულამაზესი ქალაქის განვითარება, გაგრძელდება ზრუნვა თითოეულ თბილისელზე, მზად ვართ ვიყოთ თქვენ სამსახურში 24 საათის განმავლობაში!
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე განაგრძობს წინასაარჩევნო კამპანიას, რომლის ფარგლებში დღეს ვაზისუბნის დასახლებას სტუმრობდა.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე კახა კალაძემ სამომავლო გეგმებზე, დაგეგმილ პროექტებზე, დედაქალაქში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
თბილისის მერის თქმით, გარდა მსხვილი პროექტებისა, ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს „ამხანაგობის თანადაფინანსების პროგრამა“, რაც მისი საარჩევნო დაპირება იყო და წლებია წარმატებით ხორციელდება. კახა კალაძის განმარტებით, აღნიშნული პროგრამა მომდევნო 4 წლის განმავლობაში 250 მილიონი ლარით დაფინანსდება.
„პირველ რიგში, მადლობას გიხდით თქვენ, თბილისელებს, წლების მანძილზე გამოცხადებული დიდი ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. დღეს აქ ვიმყოფები ჩემს გუნდთან ერთად, თქვენს მომავალ მაჟორიტართან ერთად და მზად ვართ, მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები, მივიღოთ ყველა ინფორმაცია იმ საჭიროებებზე, რაც ამ დასახლებას გააჩნია. იცით, რამდენი რამ გაკეთდა, არა მხოლოდ ისნის რაიონში, მთელ თბილისში იმისთვის, რომ თქვენი, მოსახლეობის ცხოვრების პირობები გაუმჯობესებულიყო, საცხოვრებელი გარემო გამხდარიყო უფრო კომფორტული და რაც შეიძლება მეტი სიკეთე მიგეღოთ მუნიციპალიტეტისგან სხვადასხვა სერვისის სახით. გაძლევთ პირობას, აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი ულამაზესი ქალაქის განვითარება, გაგრძელდება ზრუნვა თითოეულ თბილისელზე, მზად ვართ ვიყოთ თქვენ სამსახურში 24 საათის განმავლობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ვაზისუბნის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები დაესწრნენ.
1776422281
ახალი ამბებისაქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს
საქართველოს ეროვნული ნაკრები ზაფხულის სანაკრებო პაუზის მეორე შეხვედრას ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 5 ივნისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ბ...
1776421864
ახალი ამბებიეთერ ლიპარტელიანი ოქროსთვის იჭიდავებს
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის პირველობაზე ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ფინალშია. მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა ნახევარფინალში სერბ მარიცა პერიშიჩს დამატებით დროში სუფთა გდებით მოუგო. ეთერ ლიპარტელიანი...
1776421188
ახალი ამბებიროგორი ამინდია უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი?
გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამი...
1776420173
ახალი ამბები„ტკივილი და სიცარიელე“ - ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებაზე პირველი კომენტარი გააკეთა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებაზე პირველი კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ „ტკივილსა და სიცარიელეს“ გრძნობს. ამის შესახებ ორბანმა Patriót...
1776420095
ახალი ამბებილაშა შავდათუაშვილმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იპონით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალშია!
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი ფინალში იასპარეზებს. მან ნახევარფინალში ფრანგი გაბა დამატებით დროში დაამარცხა.





























