კახა კალაძე ძალადობრივ ჯგუფებზე: აუცილებელია ეს ყველანაირად დავასრულოთ

საქართველოში სახეზეა ყველაფერი, ყოველ საღამოს აქ არის „აკაცუკების“ დაჯგუფება, მოძალადეები, რომლებიც ყოველდღიურად შეურაცხყოფას აყენებენ ამ ქვეყნის მოქალაქეებს. გადაიღეთ და აჩვენეთ ყოველდღიურად მათი ქმედებები და პარალელიც ძალიან მარტივია.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დონალდ ტრამპის მიერ მემარცხენე მოძრაობა ANTIFA-ს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების გადაწყვეტილების შესაძლო პარალელებზე საუბრისას.

ჟურნალისტის შეკითხვაზე მსგავსი გადაწყვეტილების საქართველოში შესაძლო მიღების თაობაზე, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მას 110-150%-იანი დარწმუნებით შეუძლია განაცხადოს, რომ ეს ძალადობრივი ჯგუფები წახალისებულნი არიან გარედან.

„არ ვიცი, ვნახოთ. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და განცხადება გაგვიკეთებია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც არიან ქვეყანაში, იკვებებიან გარედან, ფინანსდებიან გარედან. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, 110-150%-იანი დარწმუნებით ვამბობ ამას, წახალისებული არიან გარედან. ამ ყველაფერში ჩართულნი არიან უცხოელი დიპლომატები, შესაძლოა, ელჩების სახითაც, იცით მათი განცხადებები და ქმედებები. ამიტომ, აუცილებელია, რომ ეს ყველანაირად დავასრულოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ეს არის დიდი შეურაცხყოფა, როდესაც დიპლომატები ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში უხეშად ერევიან.

„ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. დიპლომატს, რომელსაც აქვს განსაზღვრული მოქმედებების შესაძლებლობა, არანაირი უფლება არ აქვს ჩაერიოს სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში და, უფრო მეტი უბედურებაა წაახალისო ექსტრემიზმი, სიძულვილი, წაახალისო თუკი რაიმე ბოროტება არსებობს. რასაც ვხედავთ, ამ სიძულვილს, ამ მოძალადე ჯგუფებს, ყველაფერია გარედან დაფინანსებული“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758206235

საზოგადოება

პრემიერი: ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას, ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, საზოგადოებისა და ქვეყნის დამშვიდება, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა

„რადიკალური ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას, ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, საბოლოოდ, საზოგადოებისა და ქ...

ირაკლი კობახიძე

1758205528

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, არამედ რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება

„ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, არამედ რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება“, - გ...

ირაკლი კობახიძე

1758205463

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: გეკა გელაძის ჩინეთში ვიზიტი არის ოფიციალური, ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩინეთთან, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება

„გეკა გელაძის ჩინეთში ვიზიტი არის ოფიციალური“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „აქ დასამალი ა...

ირაკლი კობახიძე

1758205122

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონი, „ნაცმოძრაობა“ ორივე ერთი ხაზია, ისინი არიან „დიფ სთეითის“ აგენტები, მათი ერთმანეთთან შეხვედრა არის შიდაპარტიული შეხვედრა და ჩვენთვის ეს ვერ იქნება საინტერესო

ჯო უილსონი, „ნაცმოძრაობა“ ორივე ერთი ხაზია, ისინი არიან „დიფ სთეითის“ აგენტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,...

ირაკლი კობახიძე

1758204088

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, მაკსატ მამიტკანოვთან (რეზიდენციით ქ. ბაქო). ინფორმაციას საქართველოს...

მაკა ბოჭორიშვილ