მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, მაკსატ მამიტკანოვთან (რეზიდენციით ქ. ბაქო). ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრისას, განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის, თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის და ტურიზმის სფეროებში. აღინიშნა, რომ ყირგიზეთი ექსპორტის მიხედვით საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და იმედი გამოითქვა, რომ არსებული დინამიკა შენარჩუნდება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სხვადასხვა დარგში ერთობლივი პროექტების განვითარების და გამოცდილების ურთიერთგაცვლის შესახებ.
ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, ხაზი გაესვა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.
ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს გადასცა ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟეენბეკ კულუბაევის მოწვევა.
მაკა ბოჭორიშვილმა ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა და მასთან შემდგომი თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.
1758206606
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მოხარულები ვართ, რომ ფიქსირდება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ მალე დავუახლოვდეთ საშუალო ევროპულ სტანდარტებს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით
„ძალიან მიხარია, რომ ჩვენ წელსაც შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, გასული 4 წლის განმავლობაში, საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.4 % და წლევანდელი საშუალო ზრდა შეადგენს 8 %-ს“, - ამის შ...
1758206547
საზოგადოებაირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიაზე: თვითდაზიანება არის პოლიტიკაში ისევე, როგორც ციხეში, მიღებული პრაქტიკა, მათ შორის შიმშილობის სახით, სხვადასხვა ფორმით და მათ აირჩიეს კიდევ ერთი ფორმა თვითდაზიანების, ეს არის თვითდაპატიმრება
„თვითდაზიანება არის პოლიტიკაში ისევე, როგორც ციხეში, მიღებული პრაქტიკა, მათ შორის შიმშილობის სახით, სხვადასხვა ფორმით და მათ აირჩიეს კიდევ ერთი ფორმა თვითდაზიანების, ეს არის თვითდაპატიმრება“, - განაცხ...
1758206468
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მთავარი მიზეზი, რატომაც ოპოზიცია ვერც არჩევნებში აღწევს წარმატებას და ვერც ქუჩაში, ეს არის ხალხის მხარდაჭერის დეფიციტი
„ოპოზიცია ვერც არჩევნებს იგებს, ვერც რევოლუციებს აწყობს ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალხი არ უჭერს მხარს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....
1758206235
საზოგადოებაპრემიერი: ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას, ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, საზოგადოებისა და ქვეყნის დამშვიდება, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა
„რადიკალური ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას, ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, საბოლოოდ, საზოგადოებისა და ქ...
1758205528
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, არამედ რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება
„ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, არამედ რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება“, - გ...