პრემიერი „ფარას“ მიერ გამოქვეყნებულ „ნაცმოძრაობის“ კონტრაქტზე: ამდენი ფული რომ დაეხარჯათ ქართველი ხალხის ყურადღების მიპყრობაზე, ცოტა უკეთესი შედეგი ექნებოდათ არჩევნებშიც და ქუჩაშიც

„ჩვენი ოპონენტები მუშაობენ არა ხალხთან, არამედ მუშაობენ გარე სუბიექტებთან, ჩინოვნიკებთან, მათ ახარჯებენ ფულს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ფარას“ მიერ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ამერიკული იურიდიული კომპანიის კონტრაქტის გამოქვეყნებას ეხებოდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციას ამდენი ფული რომ დაეხარჯა ქართველი ხალხის ყურადღების მიპყრობაზე, ცოტა უკეთესი შედეგი ექნებოდათ არჩევნებშიც და ქუჩაშიც.
„თუმცა, ამის ნაცვლად, ისინი ფულს ხარჯავენ გარე ლობისტებთან, იმისათვის, რომ ვიღაც უცხოელი ჩინოვნიკის გული მოიგონ. ასეთი სახით სახალხო პოლიტიკა არ კეთდება. ჩვენ ვმუშაობთ და კომუნიკაცია გვაქვს ხალხთან, ჩვენ ვაკეთებთ საქმეებს ხალხისთვის, საზოგადოებისთვის და შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება ხალხის მხარდაჭერაზეც, მათ შორის, არჩევნებზე. იგივე დროს, ჩვენი ოპონენტები მუშაობენ არა ხალხთან, არამედ მუშაობენ გარე სუბიექტებთან, ჩინოვნიკებთან, მათ ახარჯებენ ფულს. ასე ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1758206692
საზოგადოებაპრემიერი ოპოზიციაზე: არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა, ამ დროს, ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელშია, ზოგი ბერლინშია, როდესაც ორიენტირებული ხარ არა საკუთარ ხალხზე, არამედ ვიღაც ჩინოვნიკებზე, ყველა არჩევნებს და ყველანაირ ქუჩას წააგებ
„არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა, ამ დროს, ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელშია, ზოგი ბერლინშია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციის წარმომადგენლების საზღვ...
1758206606
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მოხარულები ვართ, რომ ფიქსირდება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ მალე დავუახლოვდეთ საშუალო ევროპულ სტანდარტებს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით
„ძალიან მიხარია, რომ ჩვენ წელსაც შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, გასული 4 წლის განმავლობაში, საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.4 % და წლევანდელი საშუალო ზრდა შეადგენს 8 %-ს“, - ამის შ...
1758206547
საზოგადოებაირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიაზე: თვითდაზიანება არის პოლიტიკაში ისევე, როგორც ციხეში, მიღებული პრაქტიკა, მათ შორის შიმშილობის სახით, სხვადასხვა ფორმით და მათ აირჩიეს კიდევ ერთი ფორმა თვითდაზიანების, ეს არის თვითდაპატიმრება
„თვითდაზიანება არის პოლიტიკაში ისევე, როგორც ციხეში, მიღებული პრაქტიკა, მათ შორის შიმშილობის სახით, სხვადასხვა ფორმით და მათ აირჩიეს კიდევ ერთი ფორმა თვითდაზიანების, ეს არის თვითდაპატიმრება“, - განაცხ...
1758206468
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მთავარი მიზეზი, რატომაც ოპოზიცია ვერც არჩევნებში აღწევს წარმატებას და ვერც ქუჩაში, ეს არის ხალხის მხარდაჭერის დეფიციტი
„ოპოზიცია ვერც არჩევნებს იგებს, ვერც რევოლუციებს აწყობს ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალხი არ უჭერს მხარს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....
1758206235
საზოგადოებაპრემიერი: ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას, ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, საზოგადოებისა და ქვეყნის დამშვიდება, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა
„რადიკალური ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას, ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, საბოლოოდ, საზოგადოებისა და ქ...