კახა კალაძე: გეთანხმებით, რომ ზოგიერთი პოლიციელის მხრიდან იყო გადაცდომა, თუმცა, რატომ უწოდებთ „სინდისის პატიმრებს“ მათ, ვინც სამართალდამცველებს მძიმე საგნებსა და ქვებს ესროდნენ?

ჩვენ რომ მაშინ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეხსნა, სანქციებს მივერთებოდით, დღეს ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა გვექნებოდა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კომენტირებისას.
კახა კალაძის თქმით, დღეს, ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის საკითხით აშანტაჟებენ.
„სამწუხაროდ, შანტაჟი გრძელდება, რაც ძალიან ცუდია და გუშინ არ დაწყებულა. საქართველო არის ზეწოლის ქვეშ და ამას აქვს თავისი ახსნა, თუ რა დგას ამ ყველაფრის უკან. დღეს, ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის საკითხით აშანტაჟებენ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი იქნება. პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ მზადაა ჩავიდეს ბრიუსელში და არგუმენტები მოისმინოს, თუ რატომ წარმოადგენს აღნიშნული კანონები პრობლემას. ჩვენ ამ დრომდე ერთი არგუმენტიც არ მოგვისმენია. გამჭვირვალობის კანონები მოქმედებს ამერიკაში, ევროპაში. ევროპარლამენტიც მუშაობს ამ ტიპის კანონის მიღებაზე. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია.
დღეს, ჩვენ ქვეყანას ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს იცავს. როცა ჩვენ პირდაპირ კაბინეტებში გვემუქრებოდნენ, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეხსნა, სანქციებს მივერთებოდით, ჩვენ რომ მაშინ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, დღეს ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა გვექნებოდა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ იმიტომ აგვირჩია, რომ, პირველ რიგში, დავიცვათ საქართველოს ინტერესი და არა გარედან ნაკარნახევი ბრძანებები ვასრულოთ“, -აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეხება ჟურნალისტის კითხვას ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია.
„ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია, განურჩევლად რელიგიური, პოლიტიკური და სექსუალური შეხედულებებისა. გეთანხმებით, რომ ზოგიერთი პოლიციელის თუ სპეცრაზმელის მხრიდან იყო გადაცდომა და ძალიან მძიმე კონკრეტული ფაქტები, თუნდაც კონკრეტული ჟურნალისტის მიმართ. მაგრამ მომიტინგეები, რომლებიც პოლიციელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებსა და მძიმე საგნებს ესროდნენ, ამ ფაქტს როგორ შეაფასებდით? მათ დღემდე „სინდისის პატიმრებს“ უწოდებთ. არადა არსებობს შესაბამისი კადრები, როცა დანაშაული ჩაიდინეს. ადამიანი, რომელიც პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილს“ ესროდა, შეიწყალეთ და გმირად გამოიყვანეთ. ეს არის პრობლემა, რომ ძალადობას პირდაპირ ახალისებთ, ხელს უწყობთ პოლარიზაციას, საზოგადოების გახლეჩას. ამას გარედან გეუბნებიან, გაფინანსებებ, გაძლევენ მითითებებს. ქართველი ხალხი ამ ყველაფერს ხედავს, აფასებს და შესაბამისი დამოკიდებულება აქვს თქვენს მიმართ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
1753204872
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას
ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯ...
1753202343
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში
ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ...
1753200389
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ს...
1753197950
ახალი ამბები„სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მეტროში ერთ-ერთი მგზავრი ჩახტა და გვირაბში გაიქცა
მეტროს საბურთალოს ხაზზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მოძრაობა შეფერხებული იყო. არსებული ცნობით, ერთ-ერთი მგზავრი ლიანდაგებში ჩახტა და „ვაჟა-ფშაველას“ მიმართულებით გვირაბში გაიქცა. სატრანსპორტო კომ...
1753197006
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საუკეთესო ორმხრივი თანამშრომლობის შედეგია განხორციელებული რეგიონული პროექტები, რომელთა მნიშვნელობა იზრდება შუა დერეფნის კონტექსტში
„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სწორედ საუკეთესო ორმხრივი თანამშრომლობის შედეგია უმნიშვნელოვანესი რეგიონული პროექტები, რომლის განხორციელებაც ჩვენ ბოლო ათწლეულების მანძილზე შევძელით და დღეს მათი მნი...