კახა კალაძე ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე: საქართველოსთვის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და ეკონომიკური თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოსთვის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და ეკონომიკური თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, ხოლო აგენტურა, რომელიც გარედან იმართება, ქვეყნის მტრები არიან, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ საქართველო ჩინეთთან და აშშ-ის სხვა მეტოქეებთან ურთიერთობებს აღრმავებს.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ყველა მეზობელი სახელმწიფო ცდილობს ჩინეთთან დაახლოებას.

„ჩვენთვის, ზოგადად, ჩინეთთან პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ დააკვირდებით, ყველა მეზობელი ქვეყანა მიისწრაფვის იმისკენ, რომ ჩინეთთან ჰქონდეს კარგი ურთიერთობები ყველა მიმართულებით.

შესაბამისად, ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, ეკონომიკური თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ხოლო აგენტურას რა სურვილი აქვს და რა არის მათი მთავარი მამოძრავებელი, ეს უკვე ყველამ ძალიან კარგად ვიცით.

ისინი ჩვეულებრივად ქვეყნის მტრები არიან, იმართებიან გარედან, გარე ძალების ინტერესების გათვალისწინებით ასრულებენ ყველა მითითებას, რასაც ეუბნებიან და ავალებენ. მზად არიან წავიდნენ თუნდაც ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ. აი, ამას წარმოადგენენ ეს ადამიანები, რომელთაც ქვეყნის მოსახლეობა ყოველთვის გასცემს პასუხს.

ვინც ემსახურება გარე ძალებს და მზად არის წავიდეს ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ასეთი პოლიტიკოსებისა და პარტიების ადგილი ჩვენს ქვეყანაში არ არის“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757501171

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ბატონი ფიშერი იქცა რადიკალურ აქტივისტად

ბატონი ფიშერი იქცა რადიკალურ აქტივისტად, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუ...

ლევან მაჭავარიანი

1757501089

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: გერმანიის ელჩი დგას იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც გამორჩეულები არიან ფაშისტური და ნაცისტური განცხადებებითა და ქმედებებით

ეს არის ადამიანი, რომელიც ერთი ჩვეულებრივი, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული წევრი გახდა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საქართველოში გერმანი...

არჩილ გორდულაძე:

1757501038

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: „დიფ სთეითის“ მართულმა ჰელსინკის კომისიამ დაიბარა „დიფ სთეითის“ აგენტები ზურაბიშვილი და ხიდაშელი. ეს ადამიანები უნდა წარდგნენ მათ წინაშე და შემდეგ ყველანაირად შეეცადონ, რომ საქართველოზე ისაუბრონ საშინელებები

„დიფ სთეითის“ მართულმა ჰელსინკის კომისიამ დაიბარა „დიფ სთეითის“ აგენტები ზურაბიშვილი და ხიდაშელი. ეს ადამიანები უნდა წარდგნენ მათ წინაშე და შემდეგ ყველანაირად შეეცადონ, რომ საქართველოზე ისაუბრონ საშინ...

არჩილ გორდულაძე

1757500993

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი პიტერ ფიშერზე: სამწუხაროა, რომ გერმანიას საქართველოში ჰყავს ისეთი წარმომადგენელი, რომელიც დიპლომატიის ნაცვლად, პოლარიზაციის აღტყინებით არის დაკავებული

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა გერმანიის ელჩის მიერ საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადებები „ქრონიკასთან“ შეაფასა. მისი შეფასებით, გ...

 რატი იონათამიშვილი

1757500727

საზოგადოება

ნინო წილოსანი: უკვე მეორე დღეა თვალყურს ვადევნებთ ეს პატარა ფაშისტური დაჯგუფება როგორ მიდის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბში და პროვოცირებს იმისთვის, რომ დაიდგას სცენები და შემდგომ დეზინფორმაციული კამპანიით გაიტანონ გარეთ

უკვე მეორე დღეა თვალყურს ვადევნებთ ეს პატარა ფაშისტური დაჯგუფება როგორ მიდის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბში და პროვოცირებს იმისთვის, რომ დაიდგას კონკრეტული სცენები და შემდგომ ეს სცენები ცალმხრი...

ნინო წილოსანი