კახა კალაძე „მეგობარ აქტზე“: რეალურად მტრული აქტი იყო და მეგობრობის იქ არაფერი ეწერა

„მეგობარი აქტი“ რეალურად მტრული იყო და მეგობრობის იქ არაფერი ეწერა“, - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ დემოკრატი კონგრესმენის, სტივ კოენის მიერ ჰელსინკის კომისიაში გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებული შტატების სენატი „მეგობარი აქტის“ მიღებას არ აპირებს.

კახა კალაძის შეფასებით, საქართველოსთან დაკავშირებული კანონპროექტი სიცრუით იყო გაჯერებული.

„რეალურად მტრული აქტი იყო და მეგობრობის იქ არაფერი ეწერა. მხოლოდ და მხოლოდ იყო მტრული, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. ყველაზე მძიმე და მთავარი რაც არის, დოკუმენტი გაჯერებული იყო ტყუილებით, ცილისწამებაზე იყო დაფუძნებული. მაშინ, როდესაც გამოვდივართ და ვამბობთ, რომ მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, გადაიტვირთოს, რომ მეგობრობა, პარტნიორობა მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის აქტის მიღება ძალიან მძიმე იქნება - აქტის, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილებზეა დაფუძნებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757596447

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6939 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6920 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1757596365

ახალი ამბები

სუსმა მურთაზ ზოდელავა დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან ხაბეიშვილთან ერთად, ოპოზიციონერი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი მურთაზ ზოდელავა დააკავა. როგორც უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, დაკავებისა...

 მურთაზ ზოდელავა

1757595961

ახალი ამბები

სუსმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა

სუსმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ საგანგებო ბრიფინგიდან გახდა ცნობილ, გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსი...

ჯუანშერ ბურჭულაძე

1757594337

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან ხაბეიშვილი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი დააკავა. ლევან ხაბეიშვილი სუსმა ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტზე დააკავა. „კერძოდ...

ლევან ხაბეიშვილი - პოლიტიკოსი

1757593072

ახალი ამბები

მაია ბითაძე: ჰელსინკის კომისიაში ვიხილეთ სამშობლოს მოღალატეების და იმ ადამიანების თავყრილობა, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ლობიზმისთვის გასამრჯელოს იღებენ, ხიდაშელმა და ზურაბიშვილმა ჩაიდინეს საჯარო ღალატი სამშობლოს წინააღმდეგ

„თინა ხიდაშელი და სალომე ზურაბიშვილი უცხო სახელმწიფოში ცდილობდნენ, საქართველოსთვის ძირი გამოეთხარათ,“ – განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ. მაია ბითაძე ჰელსინკის...

მაია ბითაძე