მაია ბითაძე: ჰელსინკის კომისიაში ვიხილეთ სამშობლოს მოღალატეების და იმ ადამიანების თავყრილობა, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ლობიზმისთვის გასამრჯელოს იღებენ, ხიდაშელმა და ზურაბიშვილმა ჩაიდინეს საჯარო ღალატი სამშობლოს წინააღმდეგ

„თინა ხიდაშელი და სალომე ზურაბიშვილი უცხო სახელმწიფოში ცდილობდნენ, საქართველოსთვის ძირი გამოეთხარათ,“ – განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

მაია ბითაძე ჰელსინკის კომისიაში საქართველოს საკითხზე გამართულ მოსმენას გამოეხმაურა, სადაც სხდომაზე მოწმის სტატუსით წარდგნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი.

ბითაძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა და თინა ხიდაშელმა ჩაიდინეს საჯარო ღალატი საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ.

„გარდა იმისა, რომ ჰელსინკის კომისიაზე მოსმენა დრომოჭმული პოლიტიკური პროცესია, რომელიც დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მოსახლეობაში მხოლოდ ნეგატივს თესავს, ჩვენ თავყრილობა ვიხილეთ სამშობლოს მოღალატეებისა და იმ ადამიანების, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ლობიზმისთვის გასამრჯელოს იღებენ. საქართველოს მოსახლეობა კარგად იცნობს, ჯო უილსონის თამადობით, იმ ამერიკელ პოლიტიკოსებს, რომლებიც წლებია, დაკავებული არიან საქართველოსთვის ძირგამომთხრელი საქმიანობით. სამწუხაროდ, საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და ყოფილმა პრეზიდენტმა ჩაიდინეს საჯარო ღალატი საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ. ეს ადამიანები წარმოდგენილი იყვნენ უცხო სახელმწიფოში და ცდილობდნენ, საქართველოსთვის, ქართველი ერისთვის ძირი გამოეთხარათ. მთავარი აქცენტი, რაზეც საუბარი იყო, ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობებია.

სრულიად პარადოქსულია, როდესაც საქართველოს ვაიმოქალაქეები და ამერიკელი საქართველოს ანტილობისტები ქვეყანას კიცხავენ საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, მაშინ როცა ტრამპის ადმინისტრაცია და ევროკავშირის სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა ცდილობს, სწორედ ჩინეთთან გააძლიეროს კავშირები. გარდა იმისა, რომ არასამართლიანია საქართველოს მიმართ ჰელსინკის კომისიაზე განხილული საკითხი ჩინეთთან მიმართებით, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ტრამპის ადმინისტრაციის გაცხადებულ პოლიტიკას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757599528

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა საქართველოში თვიდან თვემდე იზრდება. ჩვენი საზოგადოება ძალიან სწორად აფასებს, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი ეროვნული და პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური გუნდია

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა GORBI-ს ბოლო კვლევის შედეგები შეაფასა. ამ თემაზე მან „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. „ფაქტია, რომ „ქართული ოცნ...

რატი იონათამიშვილი

1757598901

ახალი ამბები

„სიმდაბლის არ უნდა გვეშინოდეს, არამედ უნდა გვახსოვდეს, რა სიკეთეები მოაქვს მას ჩვენთვის“ - მეუფე შიოს ქადაგება

„სიმდაბლის არ უნდა გვეშინოდეს, არამედ უნდა გვახსოვდეს, რა სიკეთეები მოაქვს მას ჩვენთვის. ის აღგვამაღლებს აღგვამაღლებს წუთისოფლის მწუხარებებზე, ყოველგვარ მწუხარებაზე, ჩვენს პირად მწუხარებებზე და მოაქვს...

მეუფე შიო

1757597988

საზოგადოება

უსკოსთან ცესკოს თავმჯდომარის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორ...

ცესკოს თავმჯდომარე

1757596447

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6939 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6920 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1757596365

ახალი ამბები

სუსმა მურთაზ ზოდელავა დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან ხაბეიშვილთან ერთად, ოპოზიციონერი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი მურთაზ ზოდელავა დააკავა. როგორც უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, დაკავებისა...

 მურთაზ ზოდელავა