კახა კალაძე ოპოზიციაზე: ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ამომრჩევლებს, ისინი მხოლოდ ერთმანეთს ხვდებიან - რამდენიმე აკაცუკი შეიკრიბება და აგინებენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ არის

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, იმ მოქალაქეების მიზანი, რომლებიც ყოველდღიურად აქციებს აანონსებენ, ძალიან მარტივია - როგორმე დაძაბულობა შემოიტანონ და ხელი შეუშალონ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას.
როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, მმართველი გუნდი ამომრჩეველს ყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას დასრულებული თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ, ოპოზიცია კი მხოლოდ და მხოლოდ იმ მოქალაქეების კრიტიკითაა დაკავებული, რომლებიც მათ მხარს არ უჭერს.
„საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. მიზანი ძალიან მარტივია - როგორმე შემოიტანონ დაძაბულობა. მათ ყურადღებას არავინ აქცევს. ხომ ხედავთ გაუბედურებული, 30 აკაცუკი რა მდგომარეობაშია - „გაფარჩაკებულები“ არიან, არანაირი მხარდაჭერა და თანადგომა არ აქვთ. ჩვენ ყოველდღიურად ვაანონსებთ გზების პროექტების დასრულებას, სიახლეებს, ისინი აანონსებენ აქციებს; ჩვენ ყოველდღიურად საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას ახალ პარკებთან, დასრულებულ სკვერებთან, რეაბილიტირებულ რეკრეაციულ არეალებთან დაკავშირებით, ისინი კეტავენ ქუჩებს და უდიდეს დისკომფორტს უქმნიან ადამიანებს; ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ამომრჩევლებს, ვესაუბრებით ქვეყნის მომავალზე, თბილისთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე, ისინი მხოლოდ ერთმანეთს ხვდებიან - რამდენიმე აკაცუკი შეიკრიბება, აგინებენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ არის და მერე უკვირთ, „ქართულ ოცნებას“ და პირადად მე, რატომ გვაქვს ამხელა მხარდაჭერა და თანადგომა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1757501171
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბატონი ფიშერი იქცა რადიკალურ აქტივისტად
ბატონი ფიშერი იქცა რადიკალურ აქტივისტად, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუ...
1757501089
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: გერმანიის ელჩი დგას იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც გამორჩეულები არიან ფაშისტური და ნაცისტური განცხადებებითა და ქმედებებით
ეს არის ადამიანი, რომელიც ერთი ჩვეულებრივი, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული წევრი გახდა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საქართველოში გერმანი...
1757501038
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: „დიფ სთეითის“ მართულმა ჰელსინკის კომისიამ დაიბარა „დიფ სთეითის“ აგენტები ზურაბიშვილი და ხიდაშელი. ეს ადამიანები უნდა წარდგნენ მათ წინაშე და შემდეგ ყველანაირად შეეცადონ, რომ საქართველოზე ისაუბრონ საშინელებები
„დიფ სთეითის“ მართულმა ჰელსინკის კომისიამ დაიბარა „დიფ სთეითის“ აგენტები ზურაბიშვილი და ხიდაშელი. ეს ადამიანები უნდა წარდგნენ მათ წინაშე და შემდეგ ყველანაირად შეეცადონ, რომ საქართველოზე ისაუბრონ საშინ...
1757500993
საზოგადოებარატი იონათამიშვილი პიტერ ფიშერზე: სამწუხაროა, რომ გერმანიას საქართველოში ჰყავს ისეთი წარმომადგენელი, რომელიც დიპლომატიის ნაცვლად, პოლარიზაციის აღტყინებით არის დაკავებული
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა გერმანიის ელჩის მიერ საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადებები „ქრონიკასთან“ შეაფასა. მისი შეფასებით, გ...
1757500727
საზოგადოებანინო წილოსანი: უკვე მეორე დღეა თვალყურს ვადევნებთ ეს პატარა ფაშისტური დაჯგუფება როგორ მიდის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბში და პროვოცირებს იმისთვის, რომ დაიდგას სცენები და შემდგომ დეზინფორმაციული კამპანიით გაიტანონ გარეთ
უკვე მეორე დღეა თვალყურს ვადევნებთ ეს პატარა ფაშისტური დაჯგუფება როგორ მიდის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბში და პროვოცირებს იმისთვის, რომ დაიდგას კონკრეტული სცენები და შემდგომ ეს სცენები ცალმხრი...