კახა კალაძე: „პარაგრაფ თაბორი“ გამორჩეული არქიტექტურით და უნიკალური მდებარეობით მალე ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება

დედაქალაქში სასტუმრო კომპლექსი „პარაგრაფ თაბორი“ გაიხსნა, რომელიც ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია. გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად დაესწრო.
„მოხარული ვარ, რომ თბილისს შეემატა სივრცე, რომელიც თავისი გამორჩეული არქიტექტურით და უნიკალური მდებარეობით, მალე ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება. „პარაგრაფ თაბორი“ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია. სასტუმროს, გოლფის მოედნებისა და საბაგიროს ინვესტიცია ჯამში 500 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. როგორც თბილისის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, მეამაყება, რომ თანამონაწილე გავხდი ამ მნიშვნელოვანი მოვლენის და დღეს მაქვს პატივი, მივულოცო თბილისელებს „პარაგრაფ თაბორის” გახსნა. სასტუმრო მდებარეობს თაბორის მთაზე, რომელიც საბაგირო გზით არის დაკავშირებული თავისუფლების მოედანთან. როგორც ხედავთ, აქედან საუცხოო ხედი იშლება, ხელისგულივით მოჩანს მთელი თბილისი. აქვეა ეროვნული ბოტანიკური ბაღი, დედაქალაქის კიდევ ერთი სიამაყე და მშვენება, რომლის განვითარებაშიც დიდი წვლილი აქვს შეტანილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე ახალი ტურისტული მნიშვნელობის ობიექტის შექმნისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს“.
„მინდა, მადლობა გადავუხადო „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს“ იმისთვის, რომ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე მოინიშნა ასეთი მასშტაბის და მნიშვნელობის მქონე ადგილი, “პარაგრაფ თაბორის” სახით. რასაკვირველია, უდიდესი მადლობა ეკუთვნის ადამიანს, ვინც სული ჩაუდგა ამ პროექტს და კიდევ ერთი უნიკალური ადგილი შემატა თბილისს - მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის განვითარების მიზნით, მუნიციპალიტეტის მერია მსგავსი პროექტების მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს.
„ჩვენ, მუნიციპალიტეტი, რა თქმა უნდა, მომავალშიც ხელს შევუწყობთ ქალაქში მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას - პროექტების, რომელთაც მოაქვთ პრესტიჟი დედაქალაქისთვის, ზრდიან ტურისტულ პოტენციალს, ხელს უწყობენ მოქალაქეების დასაქმებას და კიდევ უფრო ალამაზებენ თბილისს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1759252943
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვჭირდება ახალი სინდისის მოძალადეები ციხეში, შესაბამისად, ყველა კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ითვალისწინებს კანონისმიერ მკაცრს პასუხს
ჩვენ არ გვჭირდება ახალი სინდისის მოძალადეები ციხეში, შესაბამისად, ყველა კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ითვალისწინებს კანონისმიერ მკაცრს პასუხს, - განუცხად...
1759251053
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი Responsible Statecraft-თან: საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესებს წარმოადგენს
დღეს საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესებს წარმოადგენს... იგივე მედიასაშუალებები, რომლებიც ჩვენ რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნას გვდებენ ბრალად, იდენტურ ტყუილს ავრცელებდნენ პრეზიდენ...
1759250986
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი Responsible Statecraft-თან: იგივე მედიასაშუალებები, რომლებიც ჩვენ რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნას გვაბრალებენ, იდენტურ ტყუილს ავრცელებდნენ პრეზიდენტ ტრამპზე
იგივე მედიასაშუალებები, რომლებიც ჩვენ რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნას გვდებენ ბრალად, იდენტურ ტყუილს ავრცელებდნენ პრეზიდენტ ტრამპზე, - ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუში, რომელიც მან გავლენია...
1759250919
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: 13 წლის წინ ქვეყანა განთავისუფლდა ქართულის მოძულე რეჟიმისგან - შიდა თუ გარე წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენი შრომით, ქვეყნის სიყვარულით და საქმის ერთგულებით ვცდილობთ სახელმწიფოს შენებას. ხალხი ამას ხედავს
ხვალ 1 ოქტომბერია. 13 წლის წინ ჩვენი ქვეყანა განთავისუფლდა ყველაფერი ქართულის მოძულე რეჟიმისგან და სხვათა თამაშებში საქართველოს პაიკად გამოყენების როლისგან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდ...
1759250606
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ყველა წამოწყება ყინულმჭრელია, რომელიც თავის თავზე იღებს მთავარ ტვირთს - სწორედ ამგვარი ყინულმჭრელი იყო აბასთუმანი, ქუთაისი და ასეთია თაბორის ეს მშვენიერი კომპლექსი თბილისისთვის
მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ამ საუცხოო კომპლექსის გახსნაზე, რომელიც, შეიძლება ითქვას, წარმოადგენს ქართული ტრადიციული და თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის მწვერვალს, - განაცხადა საქართველოს პარლამე...