შალვა პაპუაშვილი: 13 წლის წინ ქვეყანა განთავისუფლდა ქართულის მოძულე რეჟიმისგან - შიდა თუ გარე წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენი შრომით, ქვეყნის სიყვარულით და საქმის ერთგულებით ვცდილობთ სახელმწიფოს შენებას. ხალხი ამას ხედავს

 ხვალ 1 ოქტომბერია. 13 წლის წინ ჩვენი ქვეყანა განთავისუფლდა ყველაფერი ქართულის მოძულე რეჟიმისგან და სხვათა თამაშებში საქართველოს პაიკად გამოყენების როლისგან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სასტუმრო „პარაგრაფ თაბორის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, მაშინაც, ბიძინა ივანიშვილმა ყინულმჭრელის როლი იტვირთა და გზა გაუხსნა ეროვნულ ინტერესებზე მდგომი და ადამიანზე მზრუნველი სახელმწიფოს მშენებლობას.

„13 წელია, ყველა შიდა თუ გარე წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენი შრომით, ქვეყნის სიყვარულით და საქმის ერთგულებით, ვცდილობთ ასეთი სახელმწიფოს შენებას. ჩვენ ეს გამოგვდის, ხალხი ამას ხედავს და აფასებს.

ჩვენ ვდგავართ ისტორიულ ადგილას, რომელიც მოწმეა ქართველთა მრავალი ბრძოლისა და საგმირო საქმისა. ჩვენი ბრძოლა დღეს გადის მშვიდობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაზე, რასაც ქვეყნის აღმშენებლობა ჰქვია. ეს უნდა გახდეს საქართველოს გამთლიანებისა და ძლიერების საფუძველი. ეს საუცხოო კომპლექსი კი, როგორც დასახული პოლიტიკის ნამდვილი სიმბოლო, საქართველოს გამარჯვებისა და ფერიცვალების მომასწავებელი იქნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759252943

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვჭირდება ახალი სინდისის მოძალადეები ციხეში, შესაბამისად, ყველა კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ითვალისწინებს კანონისმიერ მკაცრს პასუხს

 ჩვენ არ გვჭირდება ახალი სინდისის მოძალადეები ციხეში, შესაბამისად, ყველა კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ითვალისწინებს კანონისმიერ მკაცრს პასუხს, - განუცხად...

ირაკლი კობახიძე

1759251053

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი Responsible Statecraft-თან: საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესებს წარმოადგენს

 დღეს საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესებს წარმოადგენს... იგივე მედიასაშუალებები, რომლებიც ჩვენ რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნას გვდებენ ბრალად, იდენტურ ტყუილს ავრცელებდნენ პრეზიდენ...

მიხეილ ყაველაშვილი

1759250986

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი Responsible Statecraft-თან: იგივე მედიასაშუალებები, რომლებიც ჩვენ რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნას გვაბრალებენ, იდენტურ ტყუილს ავრცელებდნენ პრეზიდენტ ტრამპზე

 იგივე მედიასაშუალებები, რომლებიც ჩვენ რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნას გვდებენ ბრალად, იდენტურ ტყუილს ავრცელებდნენ პრეზიდენტ ტრამპზე, - ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუში, რომელიც მან გავლენია...

მიხეილ ყაველაშვილი

1759250735

საზოგადოება

კახა კალაძე: „პარაგრაფ თაბორი“ გამორჩეული არქიტექტურით და უნიკალური მდებარეობით მალე ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება

 დედაქალაქში სასტუმრო კომპლექსი „პარაგრაფ თაბორი“ გაიხსნა, რომელიც ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია. გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პა...

კახა კალაძე

1759250606

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ყველა წამოწყება ყინულმჭრელია, რომელიც თავის თავზე იღებს მთავარ ტვირთს - სწორედ ამგვარი ყინულმჭრელი იყო აბასთუმანი, ქუთაისი და ასეთია თაბორის ეს მშვენიერი კომპლექსი თბილისისთვის

 მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ამ საუცხოო კომპლექსის გახსნაზე, რომელიც, შეიძლება ითქვას, წარმოადგენს ქართული ტრადიციული და თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის მწვერვალს, - განაცხადა საქართველოს პარლამე...

შალვა პაპუაშვილი