შალვა პაპუაშვილი: ღმერთმა შეარგოს ევროკავშირის ელჩს ცეკვა და მოლხენა, მადლობას არ ვითხოვთ, უბრალოდ გვინდა, გაიაზროს, მისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს საქართველოში საცეკვაოდ საქმე არავის ექნებოდა

„ჩვენ ვიხილეთ მოცეკვავე ევროკავშირის ელჩი, ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის ელჩს აქვს შესაძლებლობა, იცეკვოს საქართველოში და კარგია, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს იმისი განწყობაც და შესაძლებლობაც, რომ იმხიარულოს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს ჟურნალისტებმა „ევროპის დღე 2026“-ზე ჰკითხეს, რომელიც კახეთში აღინიშნა.

„იმედია, ევროკავშირის ელჩიც გააცნობიერებდა და გაიაზრებდა მეორე დღეს მაინც, ჩვენ მისთვის და მისი ხელმძღვანელობისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს საცეკვაოდ საქმე არავის ექნებოდა. საქართველო დღეს იქნებოდა ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა.

საქართველო დღეს იქნებოდა ომისგან დანგრეული ქვეყანა, რომ დაგვეჯერებინა პირადად ჰერჩინსკისთვის და მისი ხელმძღვანელობისთვის. მისგან მადლობას არ ველოდებით, არ გვინდა, მაგრამ იმედია, იმას იაზრებს, რომ მას ცეკვის და მხიარულების შესაძლებლობა რომ ჰქონდა, იმის დამსახურებაა, რომ საქართველოს მთავრობამ მას და მის უფროსებს არ დაუჯერა და იმოქმედა ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.

ასე რომ, ღმერთმა შეარგოს ცეკვა და მოლხენა. მადლობას არ ვითხოვთ, უბრალოდ გვინდა, გაიაზროს, რომ მისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს საცეკვაოდ საქმე საქართველოში არავის ექნებოდა, და ალბათ, ევროკავშირის ელჩიც არ იქნებოდა საქართველოში.

ევაკუირებული იქნებოდა, ისევე როგორც კიევიდან გაიყვანეს ყველა საელჩო, მიატოვეს კიევი ელჩებმა. ერთადერთი საქართველოს ელჩი დარჩა ბოლომდე, რომელიც შემდეგ ზელენსკიმ გამოაძევა თავისი ქვეყნისგან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩმა ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია.

„ჩვეულებრივი პოლიტიკური აქციაა ის, რასაც ვხედავ ე.წ. ევროპის დღეების სერიებით, რომელიც ბოლო ორი-სამი წელია, მიმდინარეობს. ვხედავთ, რომ ევროკავშირის საელჩო საქართველოს ხელისუფლების ჩართულობის გარეშე აორგანიზებს ამ დღეებს. არც კი იწვევს ხელისუფლებას, თითქოს იმყოფებოდნენ ხელისუფლების არმქონე ტერიტორიაზე. რეალურად, ეს იქცა ევროპული სიძულვილის დღეებად.

პირველ შემთხვევაში გახსოვთ, ევროპის დღეებზე ჟურნალისტებზე თავდასხმა ვნახეთ 2024 წლის მაისში, შემდეგ ვიხილეთ, რომ ქართველი ხალხის მაგინებელი კორძაია ჰყავდათ მიწვეული გამომსვლელად. ახლაც ვიხილეთ, რომ ქართველი ხალხის მაგინებელი, მიხეილ სააკაშვილის მრევლი ჰყავდათ მიწვეული მუსიკალურ წარმომადგენლად.

ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ რეალურად, იქამდე დაიყვანა ევროკავშირის საელჩომ ეს ყველაფერი რომ, ევროპის დღეები აქციეს ევროპული სიძულვილის დღეებად, რომელიც ყოველ ჯერზე არის სიძულვილის გამოხატვის. ასევე, ევროკავშირის ელჩის გამოსვლებიც არის პოლიტიკური აქცია, რომელიც მიმართულია ხელისუფლების წინააღმდეგ და ამის მიზანი არის საზოგადოებრივი განწყობა ხელისუფლების წინააღმდეგ. ამას ბონუსად ემატება სიძულვილი, რომელსაც ამ ღონისძიებებით თესავენ. ასე რომ, „ვულოცავ“ ევროკავშირის ელჩს, რომ ევროპის დღეები მან აქცია ევროპული სიძულვილის დღეებად.

არ ვიცი, აპირებს თუ არა ევროპული სიძულვილის დღეების გაგრძელებას, მაგრამ ისე ჯიუტად იქცევა, დარწმუნებული ვარ, რაღაც ასეთებს მოიფიქრებს. უტიფრად ცდილობს, საქართველოს მოსახლეობას ცხვირწინ უტრიალოს ის ხალხი, ვინც მათ აგინებს და ვინც სიძულვილს თესავს.

სამწუხაროდ, ეს აჩვენებს იმას, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ აქტორთან და აღარ გვაქვს საქმე დიპლომატიურ მისიასთან. ეს არის სწორედ ვენის კონვენციის დარღვევა, რაც ჰეჩინსკიმ არაერთხელ ჩაიდინა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791794633

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს

„პასუხებში კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც საერთო ჯამში, პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავ...

შალვა პაპუაშვილ

1791793758

ახალი ამბები

🎥 ხანძარი ბათუმში - მიმდინარეობს ლიკვიდაციის სამუშაოები

ბათუმში, თამარის დასახლებაში მაღალსართულიან მშენებარე კორპუსში ხანძარია გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტს გაუჩნდა.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დრ...

ხანძარი ბათუმში

1791792836

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ლაშა ბექაურის კრიტიკაზე: მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის

„მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ლაშა ბექაუ...

თენგიზ შარმანაშვილი

1791791295

საზოგადოება

12 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში 252 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

კახეთში მიმდინარე წლის საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. ყურძნის მოსავალი 16 500-მდე მევენახემ დააბინავა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. კახეთში გადამუშავებული 252 091 ტ...

რთველი, ყურძენი

1791790659

ახალი ამბები

ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი - ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივა...

განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი