კახა კალაძე სპორტსმენების ბულინგზე: ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს

„ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან სპორტსმენების, მათ შორის ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ გამოხატული ბულინგის თემაზე კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მსგავსი თავდასხმების სამიზნე ყველა ის ადამიანი ხდება, ვისაც ქვეყნის მიმართ პატრიოტული პოზიცია აქვს.

„ლაშა არის გმირი სულით და ღირსეული კაცია, ნამდვილი ქართველი მამულიშვილი, რომელსაც მართლა უყვარს თავისი სამშობლო და ნუ გაგიკვირდებათ, თუ უსამშობლო ადამიანებს ლაშა ბექაური არ მოსწონთ. მსგავსი დამოკიდებულება არა მხოლოდ ლაშას მიმართ აქვთ.

თუ დავაკვირდებით, ეზიზღებათ ყველა წარმატებული ადამიანი, რომელსაც სწორი პოზიცია უჭირავს, ქვეყანა უყვარს და ვისთვისაც საქართველო მხოლოდ ტერიტორიები არ არის. ისინი ყველა ასეთ ადამიანს აბულინგებენ და შეურაცხყოფას აყენებენ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ გაიხსენა ქართველი ფეხბურთელების შემთხვევაც და აღნიშნა, რომ განსხვავებული აზრის გამო შეურაცხყოფას მათაც აყენებდნენ.

„გავიხსენოთ თუნდაც ფეხბურთელები. როგორ შეურაცხყოფდნენ მათ, რადგან მათ პოზიციას არ იკავებდნენ. ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანები გარედან იმართებიან, საერთოდ სამშობლო არ გააჩნიათ და არავის არ ეკუთვნიან - არც საკუთარ თავს, არც საკუთარ ოჯახს, არც საკუთარ ქვეყანას. ისინი ჩვეულებრივ დავალებებს იღებენ გარედან, თავიანთი პატრონები ჰყავთ, მათგან ფინანსდებიან და იმიტომ არიან ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იმყოფებიან დღეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791793758

ახალი ამბები

🎥 ხანძარი ბათუმში - მიმდინარეობს ლიკვიდაციის სამუშაოები

ბათუმში, თამარის დასახლებაში მაღალსართულიან მშენებარე კორპუსში ხანძარია გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტს გაუჩნდა.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დრ...

ხანძარი ბათუმში

1791792836

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ლაშა ბექაურის კრიტიკაზე: მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის

„მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ლაშა ბექაუ...

თენგიზ შარმანაშვილი

1791791295

საზოგადოება

12 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში 252 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

კახეთში მიმდინარე წლის საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. ყურძნის მოსავალი 16 500-მდე მევენახემ დააბინავა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. კახეთში გადამუშავებული 252 091 ტ...

რთველი, ყურძენი

1791790659

ახალი ამბები

ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი - ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივა...

განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

1791789581

ახალი ამბები

ძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა - დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი

ძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ქართლის ამბები“ ავრცელებს.  ავტოსაგზაო შემთხვევა გვერძინეთი-ტყემლოვანის მონ...

ძამას ხეობა ძამას ხეობა