კახეთში, "სიღნაღის სახვითი ხელოვნების ფესტივალი" გაიმართა

კახეთში, სიღნაღის სახვითი ხელოვნების ფესტივალი გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

2022 წლის 21-26 აგვისტოს სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა უმასპინძლა სიღნაღის სახვითი ხელოვნების ყოველწლიურ ფესტივალს, რომლის მიზანი მხატვრებისა და მოქანდაკეებისთვის შემოქმედებითი სივრცის შექმნა და სახვითი ხელოვნების ამ დარგების განვითარების ხელშეწყობა იყო.

წელს საკონკურსო პროგრამა ფერწერითა (აკრილი) და მცირე ქანდაკებით (ხე, ლითონი, თაბაშირი)  განისაზღვრა. 
 ფესტივალში პროფესიონალი მხატვრები და მოქანდაკეები მონაწილეობდნენ.

კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ მხატვარი ყარამან ქუთათელაძე, მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია და ფილოსოფოსი დავით ანდრიაძე.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხრიდან პროექტს კურატორობდა ხელოვნებათმცოდნე ნანა შერვაშიძე, საორგანიზაციო მხარდაჭერას უწევდა სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის გუნდი.

ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით, მონაწილეთათვის  განკუთვნილი ფულადი ჯილდო ყველას თანაბრად გადაუნაწილდა.

კონკურსის მონაწილეებს სერთიფიკატები პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილემ თეონა ჯაყელმა გადასცეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍რუსეთმა ევროპას გაზის მიწოდება ისევ შეუწყვიტა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792329712

სპორტი

ძალოსანი მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია

ალბანეთის ქალაქ დურესში 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ძალოსანმა მარიამ მურღვლიანმა (86 კგ) ატაცში 112 კილოგრამი დაძლია, ევროპის ჩემპიონ...

 მარიამ მურღვლიანი

1792329556

სპორტი

სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიო თასის ჩემპიონია

სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიო თასის ჩემპიონია. ალჟირში გამართული პრესტიჟული ტურნირის ფინალში ქართველმა სპორტსმენმა უნგრელი კრისტიან რაბი 15-12 დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრამდე კი ბაზაძემ ფრანგ, რ...

სანდრო ბაზაძე

1792327462

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: დღეს, როდესაც ევროპა პრაქტიკულად ცეცხლშია გახვეული, საფრანგეთის ქუჩებში, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რევოლუციური პროცესები მიმდინარეობს, დუმს ევრობიუროკრატია, ხმას არ იღებენ და წყალი აქვს პირში ჩაგუბებული ყველას

​​დავით მათიკაშვილი ევროპაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევრობიუროკრატიის დუმილზე საუბრობს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე იხსენებს ევროპელი მაღალჩინოსნების რეაქციას თბილ...

დავით მათიკაშვილი

1792325947

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I ჯგუფის დევნილი ვეტერანები 500-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I ჯგუფის ვეტერანებს 500-ლარიანი ერთჯერადი ფინა...

გიორგი ჯინჭარაძ

1792324150

საზოგადოება

ცოტნე ანანიძე: საფრანგეთში სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები რომ დადგნენ ახლა ანტისამთავრობო აქციაზე, ევრობიუროკრატია „დემოკრატიის მხარდაჭერად“ შეაფასებს?

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის რიტორიკულ კითხვას სვამს - საფრანგეთში სხვა ქვეყნის საგარეო...

ცოტნე ანანიძე