„ხდება შოკირება ხალხის რუსული კალკით. ჩვენთან ეს იყო ქვევრში ჩამხრჩვალი რაფალიანცი. სლოვიანსკში ვითომ ჯვარზე გაკრული 3 წლის ბიჭი“ - მიხეილ სააკაშვილი
„ხდება შოკირება ხალხის რუსული კალკით. ჩვენთან ეს იყო ქვევრში ჩამხრჩვალი რაფალიანცი. სლოვიანსკში ვითომ ჯვარზე გაკრული 3 წლის ბიჭი“, - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს.
როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, დღეს მოქალაქეებს შთააგონებენ, რომ ქუჩაში გასვლას აზრი არ აქვს და ვინც მიტინგზე გადის, უსამშობლო და უღმერთოა.
„როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს ჰიბრიდული ომი, უნდა გვესმოდეს თუ რას ნიშნავს ეს.
1 ) მოქალაქეებს შთააგონებ, რომ მათზე არაფერი არაა დამოკიდებული. აბა მე რა ვქნა? ჩემზე რა არის დამოკიდებული? რა აზრი აქვს ქუჩაში გასვლას?
2 ) ჩვენი ბედი არ წყდება აქ მაინც. არსებობს სხვა მსოფლიო ცენტრები და იქ მზადდება შეთქმულებები საქართველოს წინააღმდეგ.
3 ) ხდება შოკირება ხალხის რუსული კალკით. ჩვენთან ეს იყო ქვევრში ჩამხრჩვალი რაფალიანცი. სლოვიანსკში ვითომ ჯვარზე გაკრული 3 წლის ბიჭი.
4 ) ყოველდღე ჩაგვაგონებენ, რომ დემოკრატია ეწინააღმდეგება ჩვენს ტრადიციულ, კონსერვატიულ ღირებულებებს. (ვინც მიტინგზე გადის ის არის უსამშობლო, უღმერთო და აშ.)
5 ) სრულიად შეგნებულად ხორციელდება შეტევა კულტურაზე, ვინაიდან სატელევიზიო ახალ ამბებზე მეტად, კულტურა აყალიბებს მენტალიტეტს.
6 ) დღევანდელობის ნაცვლად არის მცდელობა აქცენტი გადაიტანონ სულ სხვა ამბებზე ერეკლეზე, გარეჯზე და აშ.
ახლა ორიოდე სიტყვა საქართველოში შემოსულ რუსებზე.
1 ) ამ რუსების უმეტესობასაც მიაჩნია, რომ მათზე არაფერი არ არის დამოკიდებული, ისინი არაფერ შუაში არ არიან და სინდისი არ უნდა აწუხებდეთ, მაგალითად აფხაზეთზე ან ცხინვალზე.
2 ) მათ ქართველები მიჩნიათ მეორეხარისხოვან არსებებად, მომსახურე პერსონალად, განუვითარებლად და არაანგარიშგასაწევად.
რა უნდა ვქნათ ჩვენ. მთავარი - შევწყვიტოთ ქვეყნის შიგნით ცივი ომი და ბრაზი მივმართოთ არა ერთმანეთზე, არამედ დამპყრობელზე. მუდმივად შევახსენოთ შემოსულებს, რომ მათ ინდივიდუალურად მიუძღვით პასუხისმგებლობა ოკუპაციაზე, ქართველების ჩაგვრაზე.
და რაც მთავარია ვიაზროვნოთ, ნუ გვეშინია ჩვენი აზრის ხმამაღლა გამოხატვის - ესაა ჩვენი მთავარი გადარჩენა.“ - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 მამამ შვილთან კამათისას სანადირო თოფიდან გაისროლა და შემთხვევით მეორე შვილი დაჭრა
1773909495
საზოგადოებათბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი - ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21-22 მარტს უფასოდ მოემსახურება
თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი – ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21-22 მარტს უფასოდ მოემსახურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნე...
1773908511
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ჩეხეთში გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, პრაღაში რელოკაციის გზით გადასული ჩვენი ენჯეოშნიკების „შემდეგი სადგური“ დიდი ალბათობით ესტონეთი იქნება, მის იქეთ კი უკვე ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანეა
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ჩეხეთი უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებას გეგმავს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება. მისი თქმით, ევრო...
1773907904
საზოგადოებასაგარეო უწყება განმარტავს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზებისთვის საგარანტიო თანხის დაწესებაზე, აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზებისთვის საგარანტიო თანხის დაწესებაზე, უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების...
1773906742
მსოფლიოდონალდ ტრამპი: BBC-მ წარმოუდგენელი რამ გააკეთა - ეს აღარ არის უბრალოდ „ფეიკი“, ბევრად უარესია, ეს არის კორუმპირებული, თაღლითური მედია, დანაშაულებრივიც კი
„BBC-მ მართლაც წარმოუდგენელი რამ გააკეთა. მათ ისე წარმომაჩინეს, რომ თითქოს მე ისეთი რამ ვთქვი, რაც არასდროს მითქვამს. მსგავსი რამ არასდროს მინახავს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურ...
1773906509
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა ილია II-ის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადასვენების სამგლოვიარო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს და ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადასვენების სამგლოვიარო მსვლ...


























