„მექსიკიდან შემოსული მამაკაცი, რომელმაც ბინა დააგირავა, ოჯახი ქირით გაიყვანა და ამ თანხით წამოვიდა ამერიკაში ბედის საძიებლად... შემოიყვანეს მიოკარდიუმის ინფარქტით...“ - ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი

მოგმართავთ თქვენ, უსიცოცხლო, ბოროტო და გაუტანელო არსებებო! ვინც ასე ატყუებთ ხალხს, ვისაც გაჭირვების გამო თავგზა ისედაც აბნეული აქვს! სასწორზე დებენ საკუთარი და მათი ოჯახის წევრების ცხოვრებას. რისკავენ ყოვლად წარმოუდგენელს, საკუთარი სიცოცხლის ფასად გადიან ჯოჯოხეთს და აქ რომ ჩამოდიან, თქვენ უგზო-უკვლოდ იკარგებით! სირცხვილი, ნამუსი და ადამიანობა არ გაქვთ საერთოდ? , - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ ზურაბიშვილი წერს.
 
„მეგობრებო, დაღლილი ვარ 14-საათიანი სამუშაო დღის შემდეგ, მაგრამ ეს დიდი ჯგუფია და ბევრი კითხულობს აქაც და საქართველოშიც და იმედია, ბევრი ამოიცნობს საკუთარ თავს!

ძალიან სამწუხარო ამბების მომსწრე გავხდი დღეს საღამოს. Emergency Room -დან ჩემს განყოფილებაში შემოვიდა STEMI alert სავარაუდო მიოკარდიუმის ინფარქტით(Ml). პაციენტი 46 წლის მამაკაცი, უსახლკარო. უგონო მდგომარეობაში გამვლელმა შეამჩნია Bryant Park-ში და 911 გამოიძახა.
 
ეს ამბავი არაფრით განსხვავებული იქნებოდა ჩემი რიგითი სამუშაო დღისგან, რომ არა პაციენტის ქართული გვარი. არ იყო ჩემი კეისი, მაგრამ ენის ცოდნის გამო რა თქმა უნდა, ჩამრთეს დაუყოვნებლივ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და პაციენტი გადარჩა და სტაბილურია ამჟამად, მაგრამ ის, რაც პაციენტისგან მოვისმინე recovery room-ში მოგვიანებით, სრულიად გამაოგნებელია!
 
ისტორია ბანალურია! მექსიკიდან შემოსული მამაკაცი, რომელმაც ბინა დააგირავა, ოჯახი ქირით გაიყვანა და ამ თანხით წამოვიდა ამერიკაში ბედის საძიებლად. ძალიან ერიდებოდა ამბის მოყოლა, იმდენად შეშინებული და დათრგუნული იყო, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მიხვდა, რომ მხოლოდ კეთილად ვიყავი მის მიმართ განწყობილი და მომიყვა თავისი ამბავი.

სამწუხაროდ, მასაც, როგორც ბევრ სხვა ახალ ჩამოსულს უთხრეს, „აქამდე ჩამოდი, კაცო და მერე ყველაფერს მოგიგვარებთო“, მაგრამ საემიგრაციო ციხიდან გამოსული დარჩა მარტო სრულიად ბედის ანაბარა, რადგან ვინც რამე დახმარებას დაჰპირდა გარშემო, ყველა აორთქლდა.

ჰქონდა ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი, სპონსორი, გირაო და ა.შ. ბოლოს კი ისე მოხდა, რომ დღიური ოთახის ქირის თანხაც აღარ ჰქონდა და ბოლო რამდენიმე დღე სკვერებში ათევდა ღამეს. ამ გაუთავებელმა სტრესმა და იმის შიშმა, რომ ოჯახს ბინის ქირის თანხას ვერ გაუგზავნიდა საქართველოში, თავისი შედეგი გამოიღო და ამის გამო დღეს ეს ადამიანი ჰოსპიტალში წევს დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობით.
 
მოგმართავთ თქვენ, უსიცოცხლო, ბოროტო და გაუტანელო არსებებო! ვინც ასე ატყუებთ ხალხს, ვისაც გაჭირვების გამო თავგზა ისედაც აბნეული აქვს! სასწორზე დებენ საკუთარი და მათი ოჯახის წევრების ცხოვრებას. რისკავენ ყოვლად წარმოუდგენელს, საკუთარი სიცოცხლის ფასად გადიან ჯოჯოხეთს და აქ რომ ჩამოდიან, თქვენ უგზო-უკვლოდ იკარგებით! სირცხვილი, ნამუსი და ადამიანობა არ გაქვთ საერთოდ?
 
თქვენ კი, ვინც ახლა აპირებთ, იგივე გზა გაიაროთ, იყავით ფრთხილად და კარგად დაფიქრდით, ვიდრე მსგავს ნაბიჯს გადადგამთ. ნუ ენდობით და ნუ დაიჯერებთ ყველაფერს რასაც აქიდან გიყვებიან. ნუ დატოვებთ ოჯახებს უსახლკაროდ და არ მიიღოთ მსგავსი გადაწყვეტილება, თუ აქ ერთგული და სანდო ადამიანი არ გეგულებათ. ბედის ანაბარა აქ ძალიან გაგიჭირდებათ!
 
გრძელი პოსტია უკაცრავად, მაგრამ არაფრით შეიძლება მსგავს ამბავზე თვალის დახუჭვა!“, - წერს ექიმი ზურაბ ზურაბიშვილი ჯგუფში „ჩვენ ამერიკაში“.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ლავასოღლის დაჯგუფების წევრები დააკავეს ვარშავაში ე.წ. ქურდული შეკრებაზე

🔵 „იმედი, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას კიდევ ერთხელ დაუდგება გვერდში“ - ღარიბაშვილი

🔵 ჩემო ძვირფასებო, არავითარი ვულკანი არ ამოიფრქვევა ჯავახეთზე - რას წერს თეა გოდოლაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794409593

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს

„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულის...

თამარ იოსელიანი

1794409444

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით

„საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოს...

ირაკლი კობახიძე

1794405675

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და 76 მომხრე და 0 წინააღმდეგი ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ შესახებ, რომე...

ნათია თურნავა

1794404929

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: გახარიას მიერ ჩორჩანასთან საგუშაგოს დამოუკიდებლად განთავსების გადაწყვეტილებას ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე საქართველოს ხელისუფლების ეფექტური კონტროლის დაკარგვა მოჰყვა, თავად კი ამ გადაწყვეტილებით ამაყობს

„ჩორჩანას ეპიზოდი ერთ-ერთია იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს შორის, რომლებიც პარტია „საქართველოსთვის“ და გიორგი გახარიას შეერაცხება“, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის იურიდიულ საკითხთ...

არჩილ გორდულაძე

1794403572

საზოგადოება

პაატა კვიჟინაძე: სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებული სახსრების 70% სოციალურ მიმართულებებზე იხარჯება

სახელმწიფო ბიუჯეტის დამატებული სახსრების 70% სოციალურ მიმართულებებზე იხარჯება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ პლენარულ სხდომაზე გან...

პაატა კვიჟინაძე