კობა კობალაძე: 2009 წლის 5 მაისს რუსთავი2-ის და სხვა ჟურნალისტებისგან ზარი შემომივიდა, დამიბარეს, მივედი, გზაზე არ გადაადგილდება ტრანსპორტი, ვერტმფრენი ამოიწია, მარცხნიდან ადამიანები გადმორბიან, განცდა მაქვს, ფილმს იღებენ, თურმე მე მიჭერენ

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე, საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომსა და 2009 წელს აღძრული, მუხროვანის ამბოხის სახელით ცნობილ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული საკითხები განიხილება, გენერალი კობა კობალაძე მისი დაკავების დეტალებს იხსენებს და აცხადებს, რომ „ჟურნალისტებს გამოაყვანინეს ჩემი თავი“.

„სახლში მოსულს იმ პერიოდის რუსთავი2-ის და კიდევ სხვა, ჟურნალისტებისგან ზარი შემომივიდა. არ უთქვამთ რა თემა [აინტერესებდათ], თქვენთან გვინდა ჩაწერაო. 2009 წლის 5 მაისია, ზუსტად მახსოვს. სახლში დავპატიჟე და უარი თქვეს სახლში ამოსვლაზე. კინო საქართველოსთან ვცხოვრობ, ნაძალადევში. კარგი, მაშინ აქ [კინო საქართველოსთან] ვართ და იქნებ მობრძანდეთო. კარგი მეთქი, მოვალ, მოსარიდებელი რა მქონდა.

მივედი, დამხვდნენ ჟურნალისტები, დამისვეს კითხვა და მეც ვაკვირდები ვითარებას იმიტომ, რომ არასტანდარტული ვითარებაა. გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ აქტიური მოძრაობა არის ყოველდღიურად, არ გადაადგილდება ტრანსპორტი ამ ქუჩაზე. ვდგავარ კომენტარზე, თან ფლანგზე ვიყურები, თან ჟურნალისტებს ვესაუბრები, წინა მხრიდან ვერტმფრენი ამოიწია, მარცხნიდან, თვალის კიდეთი დავინახე, რომ მანქანები გაჩერდნენ და ხიდან ხემდე ადამიანები გადმორბიან, განცდა მაქვს ისეთი, რომ ფილმს იღებენ, რაღაცას. თურმე, რა ფილმს იღებენ, თურმე მე მიჭერენ. ჟურნალისტებს გამოაყვანინეს ჩემი თავი“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772956641

ახალი ამბები

„ბორჯღალოსნები“ დღეს რუმინეთს დაუპირისპირდებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. რაგბი ევროპის ნახევარფინალური მატჩი ავჭალის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია. პირდაპირი რეპ...

„ბორჯღალოსნები“

1772955954

ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძე: დღეს მინდა ნაწილობრივ მაინც დაგიბრუნოთ ის სითბო, რომელსაც თქვენ ასე უხვად უზიარებთ საზოგადოებას

თბილისის საკრებულოში „თბილისის საპატიო მოქალაქის“ ჯილდოს მფლობელ ქალბატონებს უმასპინძლეს, რომლებმაც ეს წოდება 2025 წელს მიიღეს. ქართული ესტრადის, კინოსა და თეატრის, ტელევიზიის, ლიტერატურის და მეცნიერე...

ზურაბ აბაშიძე

1772953430

ახალი ამბები

საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებითაზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1999 წელს დაბადებული შ.ჰ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნ...

დაკავებადაკავება

1772953316

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 36 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...

სამეგრელოს პოლიცია

1772953151

ახალი ამბები

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა დ...

არასრულწლოვანი დააკავა