კახა კალაძე: საპატიოა ყველა მოქალაქე, ვინც ზრუნავს ქალაქზე, დახმარების ხელს უწვდის გაჭირვებაში მყოფებს, ვინც კეთილსინდისიერი შრომით ემსახურება ქალაქს და ქვეყანას - მადლობა თითოეულ მათგანს გაწეული შრომისთვის

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 30 მოქალაქეს მიანიჭა.
კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს „თბილისობა“ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყოველდღიურად შეაქვს საკუთარი წვლილი ქალაქის განვითარებაში.
„მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ზურაბ აბაშიძეს, დამსწრე საზოგადოებას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ჩვენს უცხოელ სწტუმრებს, მივესალმები უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, მივესალმები ჩვენს საყვარელ თბილისსა და თბილისელებს
თბილისობის“ დღესასწაულს გილოცავთ ყველას. თბილისი თავად არის სასწაული - ქალაქი, რომელმაც საუკუნეების მანძილზე გაუძლო უამრავ განსაცდელს, ფერფლიდანაც ბევრჯერ აღდგა და მუდამ სიცოცხლით სავსე, მუდამ ახალგაზრდული სულით აგრძელებს სვლას. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თბილისის გულში, ზემოდან გადმოგვყურებს ნარიყალა, ბუმბერაზი ქართველების სამყოფელი - მთაწმინდა, ქვემოთ სოლოლაკი და ხმაურიანი აბანოთუბანია, აქვეა მეტეხი, ავლაბარი, ჩუღურეთი. აქ ყველა ადგილი, ყველა ქუჩა უდიდეს ისტორიას ინახავს, თუმცა, თბილისი მხოლოდ ღირსშესანიშნავი ადგილები და უძველესი არქიტექტურა არ არის. ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზია, როდესაც ქმნის, ფეხს უწყობს თანამედროვეობას, ყოველდღიურად ვითარდება, ინარჩუნებს თავის ისტორიას და საფუძველს უყრის მომავალს.
ყველაფერი, რაც ღირებულია თბილისისთვის, რასაკვირველია, შექმნილია ამ ქალაქის მცხოვრებთა შრომით, მათი პროფესიონალიზმით, ზრუნვით, სიყვარულით და ერთგულებით დედაქალაქის მიმართ. თბილისს ქმნით თქვენ, თბილისელები და იგი ზუსტად ისეთია, როგორიც არის ჩვენი ყოველდღიურობა, ჩვენი დამოკიდებულება მის მიმართ. სწორედ აქ და ახლა ჩვენ ვქმნით თბილისის დღევანდელობას და მე, როგორც ამ ქალაქის მერი, ვარ ბედნიერი ადამიანი, რადგან თბილისს ჰყავს გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც თავიანთი კვალი დაატყვეს ქალაქს.
საპატიოა ყველა მოქალაქე, ვინც ზრუნავს ქალაქზე, დახმარების ხელს უწვდის გაჭირვებაში მყოფებს, ვინც კეთილსინდისიერი შრომით ემსახურება ქალაქს და ქვეყანას. მინდა, თითოეულ მათგანს, მთელი გულით, მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის და საქმიანობისთის. ტრადიციას არც წელს დავარღვევთ და თბილისის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ თბილისის საპატიო მოქალაქეობა მხოლოდ წოდება არ არის, ეს, პირველ რიგში, არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, უდიდესი პასუხისმგებლობა თბილისისა და თბილისელების წინაშე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 30 ადამიანს მიენიჭა.
1758383998
სპორტიხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებშია
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებშია – „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი თავდამსხმელი Whoscored-მა გამოარჩია. ხვიჩამ „ატალანტას“ ეფექტური გოლი გაუტანა, ანგარიში 2:0 გახადა და...
1758382376
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჯო უილსონის განცხადებები, „ნაცსექტის“ წარმომადგენელთა წინ და უკან სირბილი, ყელის მოღერება იქ და სელფების გადაღება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის
დარწმუნებული ვარ, ჯო უილსონის განცხადებები, „ნაცსექტის“ წარმომადგენელთა წინ და უკან სირბილი, ყელის მოღერება იქ და სელფების გადაღება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის, - განაცხადა გადაცემა...
1758380696
საზოგადოებალევან მაჭავარიანი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტზე: სრულიად გაიფანტა ოპოზიციის ჭორაობა, რომ თითქოს 6-მილიარდიანი ინვესტიცია „ქართული ოცნების“ მითი იყო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტი მედიასთან შეაფასა. „სრულიად გაიფანტა ოპოზიციის ჭორაობა იმასთან დაკავშირ...
1758380439
ახალი ამბებიქვემო ქართლის პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 199...
1758376395
მსოფლიოტრამპმა სამუშაო ვიზისთვის წლიური მოსაკრებლის $100 ათასამდე გაზრდის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
დონალდ ტრამპმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში, აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც სამუშაო ვიზისთვის წლიური მოსაკრებლის 100 ათას დოლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. „მთავარი პრობლემ...