კონსტანტინე ჟღენტი: საქართველოს არასდროს უთქვამს უარი დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებაზე. პირიქით, გამოგვისწორებია და ყოველი არჩევნები გაცილებით უკეთესია, ვიდრე წინა იყო

„საქართველოს არასდროს უთქვამს უარი დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებაზე, პირიქით, გამოგვისწორებია და ყოველი არჩევნები გაცილებით უკეთესია, ვიდრე წინა იყო“, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ დიპლომატმა კონსტანტინე ჟღენტმა.

მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს გზას, რომ ყველა შემდეგი არჩევნები იყოს უკეთესი.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა რეკომენდაციული ხასიათისაა. ეს არ არის ისეთი რამე, რომ გინდა თუ არა, აუცილებლად უნდა შეასრულო. ის აფასებს არჩევნებს და გაძლევს რეკომენდაციებს, რომ აი, ეს არის გამოსასწორებელი, ეს და ეს. საქართველოს არასდროს უთქვამს უარი დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებაზე. პირიქით, გამოგვისწორებია და ყოველი არჩევნები გაცილებით უკეთესია, ვიდრე წინა იყო - ესეც ეწერა, სხვათა შორის, დასკვნებში. ჩვენ ჩვენს გზას გავაგრძელებთ, რომ ყველა შემდეგი არჩევნები იყოს უკეთესი.

არასდროს დამავიწყდება ამერიკის წინა ელჩმა რა წინსწრებით განაცხადა, რომ ელექტრონული არჩევნებიც არ არის გარანტია იმის, რომ საქართველოში არჩევნები პატიოსნად ჩატარდებაო. მახსოვს, ექვსი თვით ადრე განაცხადა და წასვლამდე გაიმეორა, რომ ელექტრონული არჩევნები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ 100 პროცენტით სამართლიანი იქნებაო. რა საჭიროა ამის თქმა არჩევნების წინ? მაშინ, საფუძველი უნდა დაასახელო, რა ეჭვი გაქვს იმის, რომ არჩევნები არ ჩატარდება ობიექტურად. ხომ უნდა თქვა ერთი სიტყვა მაინც“, - აღნიშნა კონსტანტინე ჟღენტმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758389535

ახალი ამბები

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 30 ადამიანს მიენიჭა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს შეემატნენ: ზურაბ თურმანიძე - ექიმი; თინათინ მღვდლიაშვილი - პოეტი, მხატ...

პატიო მოქალაქ

1758386608

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძე: ჩვენთვის, აფხაზეთიდან დევნილებისთვის, თბილისი ორმაგად ძვირფასია, ქალაქი - რომელმაც გახსნა თავისი კარი ათასობით დევნილისთვის

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მოქალაქეებს „თბილისობას“ ულოცავს. როგორც ის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს, აფხაზეთიდან დევნილებისთვის, თბილისი ორმაგად ძვირ...

გიორგი ჯინჭარაძე

1758383998

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებშია

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებშია – „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი თავდამსხმელი Whoscored-მა გამოარჩია. ხვიჩამ „ატალანტას“ ეფექტური გოლი გაუტანა, ანგარიში 2:0 გახადა და...

ხვიჩა კვარაცხელია

1758382376

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჯო უილსონის განცხადებები, „ნაცსექტის“ წარმომადგენელთა წინ და უკან სირბილი, ყელის მოღერება იქ და სელფების გადაღება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის

 დარწმუნებული ვარ, ჯო უილსონის განცხადებები, „ნაცსექტის“ წარმომადგენელთა წინ და უკან სირბილი, ყელის მოღერება იქ და სელფების გადაღება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის, - განაცხადა გადაცემა...

გიორგი სოსიაშვილი

1758380696

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტზე: სრულიად გაიფანტა ოპოზიციის ჭორაობა, რომ თითქოს 6-მილიარდიანი ინვესტიცია „ქართული ოცნების“ მითი იყო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტი მედიასთან შეაფასა. „სრულიად გაიფანტა ოპოზიციის ჭორაობა იმასთან დაკავშირ...

ლევან მაჭავარიანი