ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოში ევროპისთვისაც შესაშური ტელევიზიების დაფუძნება-რეგისტრაციის სისტემაა, როდესაც არანაირი სამთავრობო ნებართვა არ არის საჭირო, რომ ტელევიზია დააფუძნო
სამწუხაროდ, რიგმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ის ფუნქცია მთლიანად დაკარგეს, რაც თავის დროზე მათი დაარსებისთვის იყო მინიჭებული, რომ ობიექტური და დამოუკიდებელი შემფასებლები ყოფილიყვნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი ორგანიზაციები თვითდისკრედიტაციის რეჟიმში არიან გადასულები, როდესაც იყენებენ და თავად გადაქცეული არიან კონკრეტული პოლიტიკური ბრძოლის იარაღად.
„აქედან გამომდინარეა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჰყავთ შეყვანილი სიაში, როგორც მედიის მიმტაცებელი. მათთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ის ფაქტორი, რომ 2011 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, საქართველოში ეროვნულ დონეზე არც ერთი მაუწყებელი ტელევიზია არ არსებობდა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ქვეშ არ იყო. სლოგანი გვახსოვს, „ახალი ამბები კეთდება აქ“. მაშინ, ბიძინა ივანიშვილმა დამოუკიდებელი ტელევიზიის შექმნა დაიწყო და „დემოკრატიის შუქურისათვის“ სანაქებო ხელისუფლებას უხერხული ალტერნატივა შეუქმნა. შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მის მიერვე შექმნილი ტელევიზია და „ინფო 9“ გააუქმა. ჩვენ დავინახეთ, როგორ დაიწყო ბრუტალურად მიტაცებული ტელევიზიების დაბრუნების პროცესი. როგორ დაუბრუნდა „იმედი“ თავის კანონიერ მფლობელებს და ასევე „რუსთავი 2“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ევროპისთვისაც შესაშური ტელევიზიების დაფუძნება-რეგისტრაციის სისტემაა, როდესაც არანაირი სამთავრობო ნებართვა არ არის საჭირო, რომ ტელევიზია დააფუძნო.
„ვხედავთ იმასაც, რომ საქართველოში მედიის მრავალფეროვნებაა. საქართველოში ოპოზიციურ მედიას შეუძლია, არა მარტო კრიტიკული გადაცემები აკეთოს, არამედ ჯერ ყოვლად დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური განცხადებებიც აკეთოს. არცერთი მედიის თანამშრომელი სასჯელს არ იხდის ჟურნალისტური, ან სარედაქციო პოლიტიკის გამო. ასეთი შემთხვევა არ არსებობს. ვინმე თუ პასუხისმგებლობაშია მიცემული, სხვა საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ჟურნალისტურ, ან სარედაქციო საქმიანობასთან. ქართველი ხალხი ხედავს, რამდენად თვითდისკრედიტაციის, თვითლიკვიდაციის, თვითმორალური დაკნინების პოზიციაში არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც მხოლოდ შეკვეთილი კვლევების, თუ შეკვეთილი ბანერების გამოცხობით არიან დაკავებულები. ზოგადად, ეს დემოკრატიის ფასეულობას ეროზიას უკეთებს, რაც მათივე საქმიანობის დამსახურებაა და იმის, რომ დღეს საქართველოში მედიაპლურალიზმი არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
1793711218
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5973 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1793709666
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციას საქართველოში დასაყრდენი არ აქვს, ერთადერთი, რაზეც ისინი ჩამოკიდებული არიან, უცხოეთიაბ
„ოპოზიციას საქართველოში დასაყრდენი არ აქვს. ერთადერთი, რაზეც ისინი ჩამოკიდებული არიან, უცხოეთია - ხელოვნურ სუნთქვაზე რომ ამყოფონ, ეს არის მათთან შეხვედრის მთელი შინაარსი“, - ამის შესახებ საქართველოს პ...
1793707890
ახალი ამბებიკახა კალაძემ ხონისა და სამტრედიის ეპარქიას განახლების 30 წლისთავი მიულოცა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მღვდელმთავრებსა და მრევლს ეპარქიის განახლების 30 წლისთავი და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღე მიულოცა. აღნიშ...
1793706941
ახალი ამბები4 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება
კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით 4 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება კონცერტი, რომელიც ეძღვნება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქა...
1793706834
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არაფერი აღარ ეშველება
„გინდ, შეიტანეთ და გინდ, გამოიტანეთ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არაფერი აღარ ეშველება“, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზ...





























