სოზარ სუბარი: 2012 წელს, როდესაც სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტი ჩავიბარე, ციხეებში ჩატარებული სრული სკრინინგით დადასტურდა, რომ საპატიმროებში პატიმართა 49,5% C ჰეპატიტით იყო დაავადებული - ეს იყო რეალური გენოციდი
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს საპატიმრო დაწესებულებებში პატიმართა სიკვდილიანობის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი C ჰეპატიტი და ტუბერკულოზი იყო“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.
დეპუტატის განცხადებით, 2012 წელს, როდესაც სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობა დაიკავა, საპატიმრო დაწესებულებებში ჩატარებული სრული სკრინინგის შედეგად დადასტურდა, რომ პატიმართა 49,5% C ჰეპატიტით იყო დაავადებული.
როგორც სოზარ სუბარმა განმარტა, სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მან და მისმა მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, ციხეებში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დაიწყეს, რომელიც მოგვიანებით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მთელ საქართველოზე გავრცელდა.
„როდესაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ციხეებში არსებულ ვითარებაზე ვსაუბრობთ, სტატისტიკა ბევრ რამეზე მეტყველებს. 2004-2009 წლების სტატისტიკას რომ გადავხედოთ, როდესაც სახალხო დამცველი ვიყავი და ციხეებში პატიმართა გარდაცვალების მიზეზებს ვსწავლობდი, ნათლად ჩანდა, რომ პატიმრებში სიკვდილიანობის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი C ჰეპატიტი იყო. სახალხო დამცველის 2008 წლის მოხსენებაში ვწერდი, რომ პატიმრების დაახლოებით 30% სავარაუდოდ C ჰეპატიტით იყო დაავადებული. იმ ფონზე, როცა ციხეებში ამ დაავადების სკრინინგი იყო აკრძალული, ამის დამტკიცება ძალიან ძნელი იყო, მაგრამ ჩვენს მიერ ჩატარებული ემპირიული დაკვირვება გვაძლევდა ამის თქმის საფუძველს. ამაზე მაშინ სასტიკი დაცინვა და თავდასხმები მივიღე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან. მეუბნებოდნენ: როგორ წარმოგიდგენია, რომ ყოველ მესამე პატიმარს C ჰეპატიტი ჰქონდესო? მომდევნო წელს, უფრო ჩაღრმავებული კვლევის შედეგად, კიდევ უფრო გაზრდილი რაოდენობა ვივარაუდეთ - დაახლოებით 40%-დან 60%-მდე C ჰეპატიტით დაავადებული პატიმარი და შესაბამისი ჩანაწერი მოხსენებაშიც ავსახეთ. მართლაც, ძნელად დასაჯერებელი რიცხვები იყო, მაგრამ ემპირიული დაკვირვებით ეს დასტურდებოდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - მაშინდელი ხელისუფლების მიერ საპატიმრო დაწესებულებებში C ჰეპატიტის სკრინინგი აკრძალული იყო. ეს აკრძალვა მოჰყვა სამი პატიმრის სარჩელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ეს საქმეები იყო „პოღოსიანი საქართველოს წინააღმდეგ“, „ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ“ და „მინდაძე საქართველოს წინააღმდეგ“. მას შემდეგ, რაც ამ სამმა ადამიანმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო მოიგო და სტრასბურგმა საქართველოს ხელისუფლებას ამ პატიმრების მკურნალობა დაავალა, მაშინდელმა ხელისუფლებამ პასუხად აკრძალა C ჰეპატიტის სკრინინგი საპატიმრო დაწესებულებებში. ანუ უკვე ვეღარ გაიგებდი, დაავადებული იყო თუ არა პატიმარი. 2012 წელს, როდესაც სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტი ჩავიბარე, ციხეებში ჩავატარეთ სრული სკრინინგი და აღმოჩნდა, რომ საპატიმრო დაწესებულებაში პატიმართა რაოდენობის 49,5% C ჰეპატიტით იყო დაავადებული. ანუ ყოველი მეორე პატიმარი. ეს იყო რეალური გენოციდი - ადამიანების სიკვდილისთვის გამეტება. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ჩვენ დავიწყეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ჯერ ციხეებში - მე და არჩილ თალაკვაძემ, რომელიც ჩემი მოადგილე იყო მაშინ. და მას შემდეგ, რაც მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვუთხარით, რომ ეს პროგრამა დავიწყეთ, მან დაგვავალა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გაგვეფართოებინა პროგრამა, მთელ საქართველოზე გაგვევრცელებინა და ხელმისაწვდომი გაგვეხადა მოსახლეობის ყველა ფენისთვის. შედეგად, დღეს საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც C ჰეპატიტის ელიმინაცია წარმატებით მუშაობს. იგივე შემიძლია ვთქვა ტუბერკულოზთან დაკავშირებით. 2004-2012 წლებში ციხეებში ყოველწლიურად ტუბერკულოზის 500-დან 1 000-მდე ახალი შემთხვევის გამოვლენა ხდებოდა, ზოგჯერ კი ეს რიცხვი 1 000-ზე მეტიც იყო. იყო შემთხვევები, როდესაც ტუბერკულოზის მულტირეზისტენტული ფორმით დაავადებულ პატიმარს სვამდნენ საკანში, სადაც 60, 70 და ზოგჯერ მეტი პატიმარიც იყო. ამ უჰაერო სივრცეში, გადატვირთულ საკანში, ეს ადამიანი განწირული იყო, ისევე როგორც მისი თანამესაკნეები. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, რომ შევადაროთ, დღეს სასჯელაღსრულების სისტემაში სულ 12 ადამიანი მკურნალობს ციხეებში, საიდანაც 5 არის ახალი გამოვლენილი შემთხვევა. ამ 5 ბრალდებულს დაკავების დროს აღმოაჩნდათ ეს დაავადება - ანუ დაკავებისთანავე ხდება პატიმრების სკრინინგი. სწორედ ასეთი მიდგომების შედეგია, რომ თუ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს ყოველწლიურად 100-დან 150-მდე პატიმარი კვდებოდა ციხეებში, დღეს ეს რიცხვი 2 ათეულზე ნაკლებია. C ჰეპატიტზე უკვე აღარც ვლაპარაკობ, რადგან სწორედ ელიმინაციის პროგრამის საშუალებით სასჯელაღსრულების სისტემაში 6 000-მდე პატიმარი უკვე განიკურნა ამ სენისგან“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
1793707890
ახალი ამბებიკახა კალაძემ ხონისა და სამტრედიის ეპარქიას განახლების 30 წლისთავი მიულოცა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მღვდელმთავრებსა და მრევლს ეპარქიის განახლების 30 წლისთავი და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღე მიულოცა. აღნიშ...
1793706941
ახალი ამბები4 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება
კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით 4 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება კონცერტი, რომელიც ეძღვნება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქა...
1793706834
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არაფერი აღარ ეშველება
„გინდ, შეიტანეთ და გინდ, გამოიტანეთ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არაფერი აღარ ეშველება“, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზ...
1793706616
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს...
1793705785
ახალი ამბებიპროკურატურამ 11 წლის არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, არასრულწლოვანის დედას და მის მეგობარს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 11 წლის არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, არასრულწლოვანის დედას და მის მეგობარს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პრ...






























