არჩილ გორდულაძე: ევროპაში 150 პარტიის აკრძალვა დემოკრატიას ძირს არ უთხრის და საქართველოში ოთხი პარტიის აკრძალვა რატომ არის პრობლემა?!
ევროპაში 150 პარტიის აკრძალვა დემოკრატიას ძირს არ უთხრის და საქართველოში ოთხი პარტიის აკრძალვა რატომ არის პრობლემა?! - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მუქარა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ, პრობლემას არ წარმოადგენს და მათ შეუძლიათ გაასაჩივრონ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს, რადგან რადიკალურ ოპოზიციას საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში არაერთი საქმე აქვს წაგებული.
„ევროპის მასშტაბით 150 პარტიის აკრძალვა შესაძლებელია და დემოკრატიას ძირს არ უთხრის. 22 პარტიის აკრძალვა უკრაინაში შესაძლებელია, 8 პარტიის აკრძალვა მოლდოვაშიც დემოკრატიულია და რა, გაუქმებულია ევროპის ქვეყნებში არჩევნები?! თუ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ევროპის ქვეყნებში ამ პარტიებს უჭერდნენ მხარს, საარჩევნო უფლება აქვთ ჩამორთმეული?! ასე არ არის, რა თქმა უნდა, ხომ?! ზუსტად იგივე შემთხვევაა ჩვენთანაც. რა იცვლება? შემთხვევით, ის ხომ არ იცვლება, რომ ვიღაცას უნდა საქართველო დაბალ ღობედ იყოს დანახული და შეიძლება ქართველ ხალხს მიუთითო, ვის დაუჭირონ მხარი?! ისინი ეუბნებიან ქართველ ხალხს, რომ თქვენ არ იცით, ვის უნდა დაუჭიროთ მხარი და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი აგენტურის მხარდაჭერა მიგიყვანთ ევროკავშირში, ხოლო „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ევროკავშირი შორს დაგრჩებათო.
ამ ყველაფერს ჩვენ ხომ ვხედავთ და ვიცით. აღარ არის 2003 წელი, რომ რაღაც დეზინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებაზე ზემოქმედება მოახდინო. ინტერნეტი და ელექტროენერგია არის ამ ქვეყანაში. არსებობენ თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები და, რაც მთავარია, საზოგადოებას ინფორმაციაზე წვდომა აქვს და ყველა ყველაფერს კარგად ხედავს.
რაც შეეხება სტრასბურგში გასაჩივრებას, რა პრობლემაა? რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს, წავიდნენ და გაასაჩივრონ. მათ ყველა საქმე — სისხლის სამართლის თუ ადმინისტრაციული — 10:0 ხომ წააგეს საქართველოს წინააღმდეგ?! წააგეს!
დღესაც, რაც გააკეთეს, დიპლომატებთან მისვლა და გასაუბრება, რა არის ეს, თუ არა ჩვენი სარჩელის დადასტურება, რომ ამ პარტიებს ქართველ ხალხთან სალაპარაკო არაფერი აქვთ?! ზუსტად ისე, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჰქონდათ ბრიუსელში, ზუსტად იმავეს აკეთებენ ახლაც.
ერთი განსხვავებით: ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ მიიწვიეს. იცით, რატომ გააკეთეს ეს? იმიტომ, რომ ძალიან კარგად ხედავენ, საკონსტიტუციო სასამართლოში მათი თავის გამართლების მცდელობები რამდენად უსუსურია. ეს არის გამიჯვნის პროცესი, მათი პატრონების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომ ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც კეთროვანს, აუცილებლად უნდა გაემიჯნონ, თორემ მათ ვერაფერი გადაარჩენთ საკონსტიტუციო სასამართლოში.
ამისთვის უკვე ძალიან გვიანია. ამისთვის არსებობდა 14 წელი, მაგრამ როდესაც 14 წლის განმავლობაში ერთ სინერგიაში არიან და ერთ ორგანიზმად მოქმედებდნენ, ახლა, სხდომების მიმდინარეობისას ამის მცდელობით ვერავის მოატყუებენ“, - აღნიშნა გორდულაძემ.
1793711712
ახალი ამბებისოზარ სუბარი: 2012 წელს, როდესაც სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტი ჩავიბარე, ციხეებში ჩატარებული სრული სკრინინგით დადასტურდა, რომ საპატიმროებში პატიმართა 49,5% C ჰეპატიტით იყო დაავადებული - ეს იყო რეალური გენოციდი
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს საპატიმრო დაწესებულებებში პატიმართა სიკვდილიანობის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი C ჰეპატიტი და ტუბერკულოზი იყო“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის...
1793711460
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: ის, რაც ახლა პოლონეთში ხდება, პირდაპირი გაგებით სასამართლო ხელისუფლების ჩვეულებრივი უზურპაციაა - „დიფ სთეითმა“ უარყო ყველა ის ღირებულება, რის საფუძველზეც შეიქმნა ევროკავშირი
ევროკავშირის და ზოგადად ევროპის ქვეყნებში შექმნილ კრიზისზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის, რაც ევროპაში...
1793711218
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5973 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1793709666
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციას საქართველოში დასაყრდენი არ აქვს, ერთადერთი, რაზეც ისინი ჩამოკიდებული არიან, უცხოეთიაბ
„ოპოზიციას საქართველოში დასაყრდენი არ აქვს. ერთადერთი, რაზეც ისინი ჩამოკიდებული არიან, უცხოეთია - ხელოვნურ სუნთქვაზე რომ ამყოფონ, ეს არის მათთან შეხვედრის მთელი შინაარსი“, - ამის შესახებ საქართველოს პ...
1793707890
ახალი ამბებიკახა კალაძემ ხონისა და სამტრედიის ეპარქიას განახლების 30 წლისთავი მიულოცა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მღვდელმთავრებსა და მრევლს ეპარქიის განახლების 30 წლისთავი და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღე მიულოცა. აღნიშ...





























