ლაშა დარსალია: საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა დგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების განუხრელად დაცვა

საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა დგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების განუხრელად დაცვა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, სადაც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს.
როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიდგომა და ერთგულება, მტკიცედ დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, უცვლელი რჩება და უზრუნველყოფს, რომ ეს ღირებულებები გარანტირებული იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
„მსურს, გავაკეთო ეროვნული გზავნილები 36 ქვეყნის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების საპასუხოდ, რომელიც ეხება ადამიანის უფლებების მდგომარეობას ჩემს ქვეყანაში. საქართველო სრულად ერთგული რჩება, შეასრულოს ეუთო-ს ადამიანური განზომილებით ნაკისრი ვალდებულებები მას შემდეგ, რაც შეუერთდა ამ ორგანიზაციას, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ჰელსინკის დასკვნით აქტშია გაწერილი. საქართველოს მთავრობის მიდგომა და ერთგულება, მტკიცედ დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, უცვლელი რჩება და უზრუნველყოფს, რომ ეს ღირებულებები გარანტირებული იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
ამავე დროს, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა დგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების განუხრელად დაცვა. იმ ქმედებებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის სუვერენიტეტს, რეაგირება ხდება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.
2025 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, გასულ კვირაში, ეუთოს წევრი 36 ქვეყნის მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას უპასუხა, სადაც აღნიშნული ქვეყნები საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას აკრიტიკებდნენ.
1758287558
სპორტისაბა ბაღდავაძე პარაძიუდოში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია
თბილისში პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საბა ბაღდავაძემ (J1 კატეგორია - 81 კგ). ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ის მიშიკო შიობრიშვილს შეხვდა. მიმდინარე ევროპის...
1758287475
ახალი ამბებიგია ვოლსკი: საქართველოში ექსტრემიზმის განვითარებას აკრედიტებული დიპლომატები ხელს არ უნდა უწყობდნენ, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ყველამ უნდა იფიქროს
„საქართველოში ექსტრემიზმის განვითარებას აკრედიტებული დიპლომატები ხელს არ უნდა უწყობდნენ, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ყველამ უნდა იფიქროს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გი...
1758286916
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის ელჩს ოლივიე კურტოს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩთან, ოლივიე კურტოსთან. შეხვედრის დროს მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობებ...
1758285637
საზოგადოებასაქართველოს იუსტიციის მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მალტაში, ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს. სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრმა ხე...
1758285529
საზოგადოებასაქართველოს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი ეწვია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. არაბთა...