არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი: ძვირფასო მეგობარო, ბატონო პრემიერო ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში ჩემი ვიზიტით, ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობის მიმართულებით

ძვირფასო მეგობარო, ბატონო პრემიერ-მინისტრო ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში ჩემი ვიზიტით, ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობის მიმართულებით, - განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.
მისი თქმით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს და შემდგომში ამას კიდევ დაამტკიცებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მრავალი პროექტის განხორციელება.
„ძვირფასო მეგობარო, ბატონო პრემიერ-მინისტრო ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში ჩემი ვიზიტით. თქვენთან კიდევ ერთხელ შეხვედრა აბუ-დაბიში შეხვედრის შემდეგ, დადასტურება ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების. ვისარგებლებ შემთხვევით და მოგილოცავთ დაბადების დღეს. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერ ცხოვრებას, ჯანმრთელობას. საქართველოსა და საამიროებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. შემდგომში ამას კიდევ დაამტკიცებს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება და კიდევ მრავალი პროექტის განხორციელება. განსაკუთრებით, ვაჭრობის, ბიზნესის, ეკონომიკის, მრეწველობის და ენერგეტიკის სფეროში და ისეთ სექტორებში, რომელიც არის პრიორიტეტული ორ ქვეყანას შორის. მინდა აღვნიშნო სავაჭრო ურთიერთობების გაზრდა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელიც მილიონობით დოლარს აღწევს. ეს თანამშრომლობა დიდ მოცულობებზე გადის და ეჭვგარეშეა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება, განსაკუთრებით სატრანსპორტო მიმართულებით. საამიროები ხელს შეუწყობს ხელშეკრულებების მიხედვით პარტნიორობის განვითარებას, რომელსაც სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიები ახორციელებენ. ეს აძლიერებს საქართველოსა და საამიროებს შორის ურთიერთობას. ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობის მიმართულებით. ასევე ორივე ქვეყანა მონაწილეობას იღებს კულტურულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში, მდიდარი მემკვიდრეობის გაზიარებაში, რაც წარმოადგენს საფუძველს ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის. მინდა დაგიდასტუროთ, რომ საამიროები გააძლიერებს პარტნიორობას ზოგადად კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის და ხელს შეუწყობს სტაბილურობას მშვიდობას და საერთო ინტერესებს. მშვიდობა არის ძირითადი ღერძი ეკონომიკის განვითარებისა და გაძლიერებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით და ვუსურვებ საქართველოს და ქართველ ერს სტაბილურობას, განვითარებას და წარმატებას“, - განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა.
1758289937
საზოგადოებასარფის მებაჟე ოფიცრებმა 16 665 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქ...
1758288894
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი საქართველოში ყირგიზეთის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის არარეზიდენტ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრი...
1758288783
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7405 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7356 ლარი იყო. შესაბამისად, დოლ...
1758287558
სპორტისაბა ბაღდავაძე პარაძიუდოში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია
თბილისში პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საბა ბაღდავაძემ (J1 კატეგორია - 81 კგ). ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ის მიშიკო შიობრიშვილს შეხვდა. მიმდინარე ევროპის...
1758287475
ახალი ამბებიგია ვოლსკი: საქართველოში ექსტრემიზმის განვითარებას აკრედიტებული დიპლომატები ხელს არ უნდა უწყობდნენ, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ყველამ უნდა იფიქროს
„საქართველოში ექსტრემიზმის განვითარებას აკრედიტებული დიპლომატები ხელს არ უნდა უწყობდნენ, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ყველამ უნდა იფიქროს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გი...