შალვა პაპუაშვილი საქართველოში ყირგიზეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის არარეზიდენტ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებზე.

დადებითად შეფასდა საპარლამენტო კავშირები, მათ შორის, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის ხშირი გაცვლები.

მხარეებმა, აგრეთვე, აღნიშნეს ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობასა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტების განხორციელების მიმართულებით თანამშრომლობაზე. ყირგიზეთის ელჩის თქმით, საქართველოსა და ყირგიზეთს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა აქვთ, რაც შუა დერეფნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პერსპექტივებს ქმნის.

შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, ყირგიზეთს გაუზიაროს რეფორმების კუთხით საქართველოს საუკეთესო გამოცდილება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ახლად დანიშნულ ელჩს წარმატება უსურვა საქართველო-ყირგიზეთის ურთიერთობების განვითარებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758290002

საზოგადოება

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი: ძვირფასო მეგობარო, ბატონო პრემიერო ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში ჩემი ვიზიტით, ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობის მიმართულებით

ძვირფასო მეგობარო, ბატონო პრემიერ-მინისტრო ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში ჩემი ვიზიტით, ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობის მიმართულებით, - განა...

მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიან

1758289937

საზოგადოება

სარფის მებაჟე ოფიცრებმა 16 665 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქ...

მებაჟე ოფიცრებ

1758288783

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7405 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7356 ლარი იყო. შესაბამისად, დოლ...

ვალუტის კურსი

1758287558

სპორტი

საბა ბაღდავაძე პარაძიუდოში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია

თბილისში პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საბა ბაღდავაძემ (J1 კატეგორია - 81 კგ). ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ის მიშიკო შიობრიშვილს შეხვდა. მიმდინარე ევროპის...

საბა ბაღდავაძე

1758287475

ახალი ამბები

გია ვოლსკი: საქართველოში ექსტრემიზმის განვითარებას აკრედიტებული დიპლომატები ხელს არ უნდა უწყობდნენ, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ყველამ უნდა იფიქროს

„საქართველოში ექსტრემიზმის განვითარებას აკრედიტებული დიპლომატები ხელს არ უნდა უწყობდნენ, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ყველამ უნდა იფიქროს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გი...

გია ვოლსკი