დავით მათიკაშვილი: ბურთი არის ახლა აშშ-ს მხარეს. ვართ მუდმივად მზად, რომ ურთიერთსასარგებლო პირობებით ეს ურთიერთობები გავაგრძელოთ. მე ვფიქრობ, რომ ჯო უილსონის მსგავსი ფიგურები ამ ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლიან

ჯო უილსონი არის ჩვეულებრივი დაქირავებული კლერკი, რომელიც ვინც გადაუხდის ფულს იმას ემსახურება. არაერთგზის გამოჩნდა ეს FARA-ს ჩანაწერებითაც შეერთებულ შტატებში. აბსოლუტურად ხელმოცარულია იმ მიზნებთან მიმართებით რაშიც ჯო უილსონს ფულს უხდიან, ახლა უნდა საკუთარი ღვაწლი რაღაცნაირად „გააპრაოს“. ერთი „ღირებული დოკუმენტი“ შექმნა მეგობარი აქტის“ სახელით, რომ იყო ცნობილი და მეგობრობის გარდა ყველაფერი ეწერა ქართველ ხალხთან. ის ჩაუვარდა, ხელი მოეცარა და ახლა თითიდან გამოწოვილ რაღაცებს იგონებს იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი დააზიანოს. მაგრამ მას არაფერი არ გამოსდის, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა, ჯო უილსონის განცხადებასთან დაკავშირებით.
საუბარია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც უილსონი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში შეიტანა შესწორება, რომელიც ეხება „ქართული ოცნების“ მთავრობის არაღიარებას.
დავით მათიკაშვილის თქმით, ჯო უილსონის მსგავსი ფიგურები ვერასდროს მოახდენენ გავლენას საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე.
მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა მზად არის ურთიერთსასარგებლო პირობებით აღადგინოს აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობა.
„გადატვირთვას, რაც შეეხება ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. დღესაც, საქართველოს სახელმწიფო არის სრულ მზაობაში იმ ქვეყანასთან, ვისთანაც გააჩნდა სტრატეგიული პარტნიორობა და და საქართველოს ბრალეულობით ეს პარტნიორობა არ შეწყვეტილა. შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ უკვე მაშინ, როდესაც ჯო ბაიდენი აღარ იყო პრეზიდენტი მაშინ გააუქმა ეს პარტნიორობა ჩვენს ქვეყანასთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს პარტნიორობა მარტო ქაღალდზე იყო, მაინც არსებობდა. რა მიზეზი იყო ამ პარტნიორობის გაუქმების თვითონაც ჩამოყალიბებულად ამას საზოგადოებას ვერ ეუბნებიან. იმიტომ, რომ მიზეზი არ არის და იყო ტყუილები. მოსამართლეთა დასანქცირებები და სრული ნონსენსი, რაც იკადრე მაშინ თეთრ სახლში.
დღეს, როდესაც შეიცვალა სიტუაცია, როდესაც ჩვენი და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკური და იდეოლოგიური ხედვა არის ძალიან ბევრ საკითხში თანხვედრაში, როდესაც ჩვენ გვაქვს სრული მზაობა შეერთებულ შტატებთან ურთიერთსასარგებლო პარტნიორობაზე თავიდან, სუფთა ფურცლით დავიწყოთ ეს პოლიტიკა, ბურთი არის ახლა შეერთებული შტატების მხარეს და ვართ მუდმივად მზად, რომ ურთიერთსასარგებლო პირობებით ეს ურთიერთობები გავაგრძელოთ. მე ვფიქრობ, რომ ჯო უილსონის მსგავსი ფიგურები ამ ურთი
1758290002
საზოგადოებაარაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი: ძვირფასო მეგობარო, ბატონო პრემიერო ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში ჩემი ვიზიტით, ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობის მიმართულებით
ძვირფასო მეგობარო, ბატონო პრემიერ-მინისტრო ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში ჩემი ვიზიტით, ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობის მიმართულებით, - განა...
1758289937
საზოგადოებასარფის მებაჟე ოფიცრებმა 16 665 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქ...
1758288894
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი საქართველოში ყირგიზეთის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის არარეზიდენტ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრი...
1758288783
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7405 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7356 ლარი იყო. შესაბამისად, დოლ...
1758287558
სპორტისაბა ბაღდავაძე პარაძიუდოში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია
თბილისში პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საბა ბაღდავაძემ (J1 კატეგორია - 81 კგ). ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ის მიშიკო შიობრიშვილს შეხვდა. მიმდინარე ევროპის...