ლაშა დარსალია: საქართველოს მთავრობა, ტრადიციულად, ადასტურებს მტკიცე ვალდებულებას, ჩაატაროს თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში, საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად

საქართველოს მთავრობა, ტრადიციულად, ადასტურებს მტკიცე ვალდებულებას, ჩაატაროს თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში, საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, სადაც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს.
როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად მოიწვია ეუთო/ოდირი მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე მონიტორინგის განსახორციელებლად.
„მიგვაჩნია, რომ წინასწარი უსაფუძვლო შეფასებები და ვარაუდი, რომლებიც ასახულია განცხადებაში, ნეგატიურ გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე. ამ მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის ანგარიში ზოგიერთი პოლიტიკური აქტორის მხრიდან, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე, თავდასხმებისა და სპეკულაციების სამიზნე გახდა, საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად მოიწვია ეუთო/ოდირი მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე მონიტორინგის განსახორციელებლად. შიდა საარჩევნო პროცედურების ვადების გათვალისწინებით, პარტიული სიების წარდგენის დასრულებიდან მეორე დღეს, 2025 წლის 5 სექტემბერს, ეუთო/ოდირს გაეგზავნა ოფიციალური მოწვევა, რომელიც ადასტურებდა სრულ მზადყოფნას, მისი მანდატის ეფექტურად განხორციელებისთვის შეექმნა ყველა საჭირო პირობა. სამწუხაროდ, მოწვევაზე უარი მივიღეთ. ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, აკრედიტაციისა და რეგისტრაციის პროცესი ღიაა და როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი დამკვირვებლები, გადიან რეგისტრაციას“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.
2025 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, გასულ კვირაში, ეუთოს წევრი 36 ქვეყნის მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას უპასუხა, სადაც აღნიშნული ქვეყნები საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას აკრიტიკებდნენ.
1758287558
სპორტისაბა ბაღდავაძე პარაძიუდოში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია
თბილისში პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საბა ბაღდავაძემ (J1 კატეგორია - 81 კგ). ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ის მიშიკო შიობრიშვილს შეხვდა. მიმდინარე ევროპის...
1758287475
ახალი ამბებიგია ვოლსკი: საქართველოში ექსტრემიზმის განვითარებას აკრედიტებული დიპლომატები ხელს არ უნდა უწყობდნენ, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ყველამ უნდა იფიქროს
„საქართველოში ექსტრემიზმის განვითარებას აკრედიტებული დიპლომატები ხელს არ უნდა უწყობდნენ, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ყველამ უნდა იფიქროს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გი...
1758286916
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის ელჩს ოლივიე კურტოს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩთან, ოლივიე კურტოსთან. შეხვედრის დროს მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობებ...
1758285637
საზოგადოებასაქართველოს იუსტიციის მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია მალტაში, ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს. სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრმა ხე...
1758285529
საზოგადოებასაქართველოს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი ეწვია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. არაბთა...