ლაშა ქოიავა 2008 წლის ომზე: როცა კეზერაშვილმა თათბირი გახსნა, დაუძახეს „ვისაც არ გეზარებათ მოდით აქ სამხედრო გეგმა განიხილებაო“ და შემოვიდა არნახული რაოდენობის ხალხი, მახსოვს ზურაბ ადეიშვილი

მას შემდეგ რაც გეგმა დაიგლიჯა, ფაქტობრივი მართვა საბრძოლო მოქმედების გადავიდა პოლიტიკოსებთან, - ამის შესახებ სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს განიხილავენ.

მანვე კეზერაშვილის თათბირი გაიხსენა, რომელსაც ასევე ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა.

მისივე თქმით, მეთაურებთან მიმაგრებული იყო მმართველი პარტიის პოლიტიკური მოღვაწე.

„როცა კეზერაშვილმა თათბირი გახსნა, მოხდა ის, რაც სამხედრო თათბირებზე არ ხდება, ვიღაცას იქ დაუძახეს შემოდითო, „ვისაც არ გეზარებათ მოდით აქ სამხედრო გეგმა განიხილებაო“ და შემოვიდა არნახული რაოდენობის ხალხი, მახსოვს ზურაბ ადეიშვილი. უმეტესობას არც ვიცნობდი მაშინ, სავარაუდოდ პოლიტიკური სპექტრი და კომისრები იყვნენ. მეთაურებთან მიმაგრებული იყო მმართველი პარტიის პოლიტიკური მოღვაწე, მმართველი პარტიის გარკვეული ფენიდან“, - განაცხადა ლაშა ქოიავამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743333180

სპორტი

ილია თოფურიას განცხადებით, UFC მსუბუქ დივიზიონში საჩემპიონო ბრძოლას დაჰპირდა

 UFC-ს ქვემსუბუქი წონის (65კგ) ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას განცხადებით, მას ორგანიზაცია მსუბუქ დივიზიონში (70კგ) საჩემპიონო ბრძოლას დაჰპირდა და მან დაბალი წონის ქამარი სწორედ ამიტომ დათმო. 28 წლ...

ილია თოფურია

1743332665

ახალი ამბები

31 მარტის ამინდის პროგნოზი

 გარემოს ეროვნული სააგენტო 31 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 31 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია...

ამინდიამინდი

1743330480

მსოფლიო

ჰამასი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეგვიპტისა და კატარის შეთავაზებას დათანხმდა

ჰამასი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეგვიპტისა და კატარის შეთავაზებას დათანხმდა. ამის შესახებ დაჯგუფების წარმომადგენელმა ხალილ ალ ჰაიამ განაცხადა. შეთავაზება ღაზაში 50 დღით ცეცხლის შეწყვეტას და მძევლებისა...

ბავშვი

1743329268

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე თურქმენეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე თურქმენეთში იმყოფება, სადაც საერთაშორისო კონფერენციაში – „მშვიდობისა და ნდობის წ...

მიხეილ სარჯველაძე

1743326499

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში გააფართოვეს

 ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში გააფართოვეს. ისრაელის შეიარაღებული ძალები შევიდნენ რაფაჰის ალ-ჯნეინას რაიონში. ისრაელის თავდაცვის ძალებში ა...

ისრაელი