ლაშა ქოიავა: ვეტერანების ტოტალური გაშვება მოხდა ოქრუაშვილის დანიშვნისას, მან ერთი ბრძანებით 2000-ზე მეტი ოფიცერი გაუშვა

„ბარამიძის დროს ვეტერანების ტოტალური გაშვება არ მოხდა, ტოტალური გაშვება უკვე მოხდა ოქრუაშვილის დანიშვნისას, რომელმაც ერთი ბრძანებით გაუშვა 2000-ზე მეტი ოფიცერი“, - ამის შესახებ სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც ქოიავამ განმარტა, გაშვებულ ვეტერანებს შორის იყვნენ არა მარტო საბჭოეთის ჯარში განათლება მიღებული პირები, არამედ ისეთებიც, რომლებსაც განათლება ჰქონდათ მიღებული შტატებში, ბრიტანეთში, გერმანიაში, თურქეთში და რამდენიმე ქვეყანაში ერთადაც კი.

„მათ განათლება ჰქონდათ მიღებული არა მარტო საბჭოეთის დროს რუსის ჯარში, არამედ, ისეთებიც იყვნენ, რომლებსაც განათლება ჰქონდათ მიღებული შტატებში, გერმანიაში, თურქეთში, ბრიტანეთში და რამდენიმე ქვეყანაში ერთადაც. იმიტომ, რომ იქ იყო არა მარტო საუნივერსიტეტო განათლება, არამედ, იქ იყო კურსებიც, რაც ძალიან დიდ ცოდნას და გამოცდილებას აძლევდა ადამიანს.“ - აღნიშნა ლაშა ქოიავამ. მისივე თქმით, პრობლემური საკითხი იყო ისიც, რომ უფროსი ოფიცრებისგან გათავისუფლებული ადგილები უმცროს ოფიცერთა შემადგენლობას დააკავებინეს და წოდებებიც რიგგარეშე მიანიჭეს. ჯარში მიმდინარე ამ პროცესებმა, ქოიავას განცხადებით, გამოიწვია ჯარისკაცების ფსიქოლოგიური დეფორმაცია და დემორალიზება. „აქ იყო პრობლემური კიდევ ის, რომ ის ადგილები,რომლებიც გამოთავისუფლდა უფროსი ოფიცრებისგან, დააკავებინეს უმცროს ოფიცერთა შემადგენლობას ანუ ხალხს, რომელმაც უნდა ისწავლოს, მიანიჭეს უფროსი ოფიცრების წოდებები და დანიშნეს პოზიციებზე, საიდანაც მათ უნდა ასწავლონ უმცროს ოფიცრებს. ეს ოქრუაშვილის დროს მოხდა. წოდების რიგგარეშე მინიჭება შეიძლება ცხოვრებაში ალბათ ერთხელ, ყველაზე დიდი საბრძოლო მოქმედებების დროს, შეიძლება ორჯერაც მოხდეს. ამან, რასაკვირველია, გამოიწვია გარკვეული დეფორმაცია და დემორალიზაცია ჯარში. დეფორმაცია ოფიცრების, ჯარისკაცების ფსიქიკაში, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც ამდენ ხანს მსახურობდა, უცებ იყო გაშვებული და რასაკვირველია ყველას გაუჩნდა ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად განცდა, რომ ისიც შეიძლება სამშობლოს სამსახურში დააფასონ იმით, რომ გააგდონ ჯარიდან, როგორც გადამუშავებული მასალა.“ - განაცხადა ლაშა ქოიავამ.

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, გუშინ მოუსმინა პაატა დავითაიას, მიხეილ ქარელს, გრიგოლ ვაშაძეს, თამაზ ბესტაევსა და ზურაბ ნოღაიდელს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743335673

მსოფლიო

Bloomberg: უკრაინა დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას, მათ შორის, ამერიკის მხრიდან მეტი ინვესტიციის დაპირებას მოითხოვს

 უკრაინა დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას, მათ შორის, ამერიკის მხრიდან მეტი ინვესტიციის დაპირებას მოითხოვს. ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს. გამოცემის ცნობით, 28...

ტრამპი და ზელენსკი

1743334738

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი არ დაუშვებს სირიის ტერიტორიული მთლიანობის საბოტაჟს ან არასტაბილურობის გაღვივებას თურქეთის სამხრეთ საზღვარზე

 თურქეთი არ დაუშვებს სირიის ტერიტორიული მთლიანობის საბოტაჟს ან არასტაბილურობის გაღვივებას თურქეთის სამხრეთ საზღვარზე, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანის თქმ...

გგჰ

1743333180

სპორტი

ილია თოფურიას განცხადებით, UFC მსუბუქ დივიზიონში საჩემპიონო ბრძოლას დაჰპირდა

 UFC-ს ქვემსუბუქი წონის (65კგ) ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას განცხადებით, მას ორგანიზაცია მსუბუქ დივიზიონში (70კგ) საჩემპიონო ბრძოლას დაჰპირდა და მან დაბალი წონის ქამარი სწორედ ამიტომ დათმო. 28 წლ...

ილია თოფურია

1743332665

ახალი ამბები

31 მარტის ამინდის პროგნოზი

 გარემოს ეროვნული სააგენტო 31 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 31 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია...

ამინდიამინდი

1743330480

მსოფლიო

ჰამასი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეგვიპტისა და კატარის შეთავაზებას დათანხმდა

ჰამასი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეგვიპტისა და კატარის შეთავაზებას დათანხმდა. ამის შესახებ დაჯგუფების წარმომადგენელმა ხალილ ალ ჰაიამ განაცხადა. შეთავაზება ღაზაში 50 დღით ცეცხლის შეწყვეტას და მძევლებისა...

ბავშვი