ლევან ჭოტორლიშვილი - მადურო - სააკაშვილი სარკული გეოპოლიტიკური სიმეტრიაა, განსხვავება იმაშია, რომ ქართველ ხალხს ეყო ძალა რეჟიმის თავიდან მოშორებისთვის და დემოკრატიის გზაზე გადაწყობისთვის, ვენესუელელებმა ეგ ვერ მოახერხეს

 „ვხედავ მსგავსებას მადუროს რეჟიმს და სააკაშვილის რეჟიმს შორის. ორივემ დემაგოგიით მოიგეს არჩევნები და არცერთს აღარ უნდოდა ძალაუფლებიდან წასვლა“,- წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი.

ჭოტორლიშვილის თქმით, ორივემ დემაგოგიით მოიგეს არჩევნები და არცერთს აღარ უნდოდა ძალაუფლებიდან წასვლა.

ის პარალელს ავლებს მიხეილ სააკაშვილთან და ამბობს, რომ მადურო-სააკაშვილი სარკული გეოპოლიტიკური სიმეტრიაა, რომლებიც ღიად მტრობდნენ მათ რეგიონებში არსებულ ძლიერ ძალებს.

„მადურო ვენესუელელი სააკაშვილი. გეოპოლიტიკური სარკული სიმეტრია. არ ვამართლებ ამერიკის მოქმედებას (მერე რომ არ დამწამონ) მაგრამ, ვხედავ მსგავსებას მადუროს რეჟიმს და სააკაშვილის რეჟიმს შორის. ორივემ დემაგოგიით მოიგეს არჩევნები და არცერთს აღარ უნდოდა ძალაუფლებიდან წასვლა. ჩამოაყალიბეს კრიმინალური, კორუმპირებული მოძალადე რეჟიმები. თუმცა, მთავარი მსგავსება მადუროს და სააკაშვილის რეჟიმებს შორის არის გეოპოლიტიკაში.

მადურო ისევე როგორც სააკაშვილი, ანგარიშს არ უწევდა გეოპოლიტიკის პრინციპებს. ორივე ღიად მტრობდნენ მათ რეგიონებში არსებულ ძლიერ ძალებს, ორივეს იმედი ჰქონდათ ოკეანეს გაღმიდან სხვა ძლიერი ძალების მხარდაჭერის. მადურო -სააკაშვილი სარკული გეოპოლიტიკური სიმეტრიაა, ოღონდ ერთისთვის ოკეანეს გაღმა ჩინეთი იყო, მეორისთვის ამერიკა. ერთისთვის რეგიონში დომინანტი ძალა ამერიკა იყო, მეორისთვის რუსეთი. ორივე ციხეში ზის ამჟამად. განსხვავება არის იმაში, რომ ქართველ ხალხს ეყო ძალა რეჟიმის თავიდან მოშორებისთვის და რაციონალური გეოპოლიტიკის და დემოკრატიის გზაზე გადაწყობისთვის, ვენესუელელებმა ეგ ვერ მოახერხეს”, - წერს ჭოტორლიშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767539967

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცა

 საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრე...

ყაველაშვილი

1767537872

ახალი ამბები

სროლა მარნეულში - დაშავდა ორი ადამიანი

 მარნეულში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1767535834

მსოფლიო

The New York Times-ი: ვენესუელაში ტრამპის სპეცოპერაციის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა

 ვენესუელაზე აშშ-ის მთავრობის ხელმძღვანელობით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები, - აღნიშნულის შესახებ The New York Tim...

დონალდ ტრამპი -

1767534447

საზოგადოება

სანდრო მამუკელაშვილმა წელი მოგებით დაიწყო

 ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში წლის შესანიშნავი დასაწყისი გამოუვიდა სანდრო მამუკელაშვილს. „ტორონტო რეპტორსმა“, სადაც ქართველი კალათბურთელი თამაშობს „ატლანტა ჰოუქსი“ 17-ქულიანი სხვაობით - 134:117...

სანდრო მამუკელაშვილი

1767530464

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერი: მადუროს რეჟიმის დასასრულს არ ვგლოვობთ, მაგრამ საერთაშორისო სამართალი მნიშვნელოვანია

 დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, ბრიტანეთი დიდი ხანია ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს არალეგიტიმურად მიიჩნევს და არ გლოვოს მის რეჟიმს, თუმცა ამავდროულად სტარმერი ხაზ...

კირ სტარმერი