ლევან მაჭავარიანი ანტი-ლგბტ პროპაგანდის კანონზე გახარიას პარტიის წარმომადგენლებს: კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბაბებით თავი დააღწიეთ იმას, რომ პარლამენტში არ მსხდარიყავით, რადგან გარე უფროსებისგან საყვედური არ მიგეღოთ

ანტი-ლგბტ პროპაგანდა კანონს მინდა შევეხო, სადაც მთლიანად „კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბაბებით თავი დააღწიეთ იმას, რომ ამ დარბაზში არ მსხდარიყავით, ვითომ ბოიკოტში იყავით და რატომ?- იმიტომ, რომ გარე უფროსებისგან საყვედური არ მიგეღოთ, - ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გახარიას პარტიის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, ისინი ვერაფერს დაუჭერდნენ მხარს, რადგან იმავეე ვერტიკალით იმართებიან და სერიოზულ საყვედურს მიიღებდნენ მათი გარე უფროსებისგან.

„თქვენი პარტია მესამე მოსმენაზე არ შემოსულა ამ დარბაზში და შემდეგ, მოსახლეობის გაბითურებას ცდილობდით ბრიფინგებით, რომ რაღაც კანონებს ვეთანხმებოდით იმ პაკეტშიო, რაღაცას არ ვეთანხმებოდითო და „ქართულმა ოცნებამ“ უფლება არ მოგვცაო. რაღაც ტყუილებს იძახდით. თქვენ, მესამე მოსმენაზე უფლება გქონდათ. ცალ-ცალკე ვუყრიდით ჩვენ კანონებს კენჭს და მხარი დაგეჭირათ იმ კანონისთვის, რომელსაც ეთანხმებოდით და არ დაგეჭირათ, რომელსაც არ ეთანხმებოდით, მაგრამ მხარს ვერაფერს დაუჭერდით იმიტომ, რომ თქვენ დამოუკიდებლები არ ხართ. იგივე ვერტიკალით იმართებით და სერიოზულ საყვედურს მიიღებდით თქვენი გარე უფროსებისგან. მეორეს მხრივ, რომ შემოსულიყავით დარბაზში და მხარი არ დაგეჭირათ, მაშინ ამომრჩევლებს დაკარგავდით, ვინაიდან ვიცით ქართველი ერის ხასიათი და ვიცით, რომ მთელი ერი შეთანხმებულია იმაზე, რომ ეს პრევენციული კანონი აუცილებლად მისაღები იყო.

ამის შემდეგ, მოვიდა 2024 წლის არჩევნების პერიოდი, როდესაც ზუსტად ერთი მესიჯ ბოქსით მოქმედებდით თქვენ და დანარჩენი სამი რადიკალური პარტია. იკრიბებოდით ქალბატონი ზურაბიშვილის გარშემო, ხელს აწერდით გაუგებარ ქარტიებს, ერთი მესიჯ ბოქსით გვესაუბრებოდით და პირდაპირ, ღიად აცხადებდით, რომ „ქართულ ოცნებას“ 49% რომ აგვეღო, კოალიციას ისევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად აკეთებდით. საქართველო გადარჩა იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი ბრძენია და 54% აიღო „ქართულმა ოცნებამ“, თორემ ვინ წაიღებდა ძალოვან მინისტრებს, ვინ გახდებოდა პრემიერ-მინისტრი და ა.შ, თქვენ ამაზე საზოგადოებას არ ესაუბრებოდით“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761669129

საზოგადოება

მარიამ ლაშხი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

 პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, სპორტისა და ახალგა...

მარიამ ლაშხი

1761667374

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: თუ რაიმე შეკითხვა არსებობს მამა დოროთეს მიმართ, არსებობს კომისიის მხრიდან და ფუჭი მცდელობაა მამა დოროთემ მე მომაკუთვნოს რაიმე პირადი დაინტერესება

 დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 25 ოქტომბერს პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის ხელმოწერით გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს. „თუ რაიმე შეკითხვა არსებობს მამა დოროთეს მიმართ, არსებობს კომისიის მხრიდან და ფუჭი მ...

ანდრია ჯაღმაიძე

1761666064

ახალი ამბები

პროკურატურამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართვე...

პროკურატურა

1761659578

მსოფლიო

ლავროვი: მოსკოვი მზად არის ნატოს თავდაუსხმელობის გარანტია მისცეს

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის ნატოს თავდაუსხმელობის გარანტია მისცეს. მისი თქმით, რუსეთს შეუძლია საერთო უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში ნატოზე თ...

უკრაინა

1761659501

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუმ კორუფციის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კორუფციის საქმეზე ჩვენების მისაცემად სასამართლოში მივიდა. პრემიერ-მინისტრს ბიზნესმენისგან 210 ათასი დოლარის ღირებულების საჩუქრების მიღება ედება ბრალად. სას...

ბენიამინ ნეთანიაჰუ