ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის მოთხოვნებზე: ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ვინაიდან ეს არის შანტაჟის მექანიზმის მჭიდში ბოლო ტყვია

ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ვინაიდან ეს არის შანტაჟის მექანიზმის მჭიდში ბოლო ტყვია, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებზე და დათქმული ვადის - 31 აგვისტოს შემდეგ მოსალოდნელ პროცესებზე საუბრისას.

მისი თქმით, ეს მხოლოდ შანტაჟი და აჟიოტაჟის შემოტანის მცდელობაა.

„ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ვინაიდან ეს არის შანტაჟის მექანიზმის მჭიდში ბოლო ტყვია. როდესაც შანტაჟის არანაირი მექანიზმი აღარ გაგაჩნია, შემდეგ უკვე შანტაჟსაც აზრი ეკარგება. შესაბამისად, ჩვენ ნაკლებად სავარაუდოდ მივიჩნევთ ამ ყველაფერს. მე ვფიქრობ, ეს არის მხოლოდ შანტაჟი და მეტი აჟიოტაჟის შემოტანის მცდელობა ჩვენს საზოგადოებაში, რაღაც ჟანგბადის მიწოდება რადიკალური ოპოზიციისთვის, ვინაიდან რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველი ამ ყველაფერს უყურებს და აანალიზებს რადიკალური პარტიების მედიასაშუალებების მიხედვით, სადაც აქცენტი, რა თქმა უნდა, სხვა რამეზე კეთდება და და აბსოლუტურად სხვა რაღაცებს უყვებიან”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა

იგი მიიჩნევს, რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უვიზო მიმოსვლის გაუქმების გადაწყვეტილებას ევროკავშირი სავარაუდოდ, არ მიიღებს.

„ათობით ქვეყანა სარგებლობს უვიზო მიმოსვლით. ასე უსაფუძვლოდ, აბსოლუტურად ყველანაირი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ევროკავშირმა ეს ნაბიჯი რომ გადადგას, დანარჩენს ქვეყნებსაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაუჩნდებათ. არა მგონია, რომ ევრო ბიუროკრატებმა, რომლებმაც უკვე ძალიან ბევრი დამაზიანებელი ნაბიჯი გადადგეს იმისთვის, რომ დისკრედიტებული ყოფილიყო მათი ინსტიტუტი - ევრობარომეტრის კვლევაც ამაზე მეტყველებს და ეს მთლიანად მათი პასუხისმგებლობაა, რომ ევროკავშირის მიმართ ჩვენს საზოგადოებაში განწყობები არის შეცვლილი - ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთ თავხედობაზე წავიდნენ და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადადგან ეს ნაბიჯი. ამ შემთხვევაში საშანტაჟოც აღარაფერი დარჩებათ, ხიდებიც ბოლომდე დამწვარი იქნება”, - აღნიშნა დეპუტატმა.

მან ასევე განაცხადა, რომ როგორც საქართველოს სჭირდება ევროპასთან მეგობრული ურთიერთობა, ევროკავშირს არანაკლებად სჭირდება საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობა საქართველოს უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე.

„სწორედ ამიტომ ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვ, გადახედონ, როგორ ვითარდება პროცესები აზერბაიჯანთან მიმართებაში, რომელიც ჩვენი ძალიან ახლო მეგობარია. როგორ შეცვალეს რიტორიკა იქიდან გამომდინარე, რომ იციან, რომ სატრანზიტო გზაზე აზერბაიჯანი საკვანძო როლს თამაშობს და სჭირდებათ მასთან კარგი ურთიერთობა. მოდი, გადავხედოთ, სომხეთთან ურთიერთობას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, რუკას ისინი ვერ შეცვლიან, საბოლოო ჯამში მოუწევთ, რომ შეეგუონ, რომ საქართველო სტრატეგიულ როლს და ადგილს იკავებს აზერბაიჯანთან ერთად და რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ, გადახედონ თავიანთ მიდგომებს. ეს არის უსამართლობის ბოლო გაფართხალება”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოსადმი მიდგომების შეცვლის პერსპექტივაზე.

„როდესაც წინასაარჩევნოდ ვესაუბრებოდით ჩვენს საზოგადოებას და კითხვები მოდიოდა, რომ როდის აღდგება ეს ურთიერთობები, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს ურთიერთობები აღდგება მას შემდეგ, არც უკრაინაში ომი დასრულდება. უკრაინის ომი ყველაზე დიდი მდგენელია, ვინაიდან ზუსტად იმ დღიდან დაიწყო საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომა. მაგრამ სამწუხაროდ, ვატყობთ, რომ ეს ომი არამც თუ წყდება, არამედ გრძელდება - ევრო ბიუროკრატების რიტორიკას ალბათ ადევნებენ თვალ-ყურს ჩვენი მოქალაქეები. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში ეს ტრაგედია მალე დასრულდეს. სანამ ეს ტრაგედია არ დასრულდება, მანამდე ის ინტერესი, რომ საქართველო გამოყენებული იყოს პროქსი ომში სატელიტ სახელმწიფოდ, არ გამქრალა და არ გაქრება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგედია მალე დასრულდება უკრაინაში”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752851988

საზოგადოება

არაგვის ხიდზე სამუშაოების გამო, მოძრაობა ღამით ცალ ზოლზე გადაერთვება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა,...

არაგვის ხიდზე

1752850794

მსოფლიო

მერცი: ისრაელის ქმედებები ღაზის სექტორში აღარ არის მისაღები

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გააკრიტიკა ისრაელის ქმედებები ღაზის სექტორში და განაცხადა, რომ ეს აღარ არის მისაღები. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს. გერმანიის მთავრობა ცეცხლის...

ფრიდრიხ მერც

1752850053

საზოგადოება

მაჭარაშვილი: ჩვენ კონკრეტული კრიტერიუმები დავაკმაყოფილეთ და იმიტომ მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია. არსად ეწერა, რომ ვიზალიბერალიზაციას გააუქმებენ თუ საქართველოში კაცებს არ გაათხოვებენ და მეორე ფრონტს არ დაიწყებენ

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატების მიერ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების მუქარას მედიასთან ეხმიანება. „ასე მწვავედ აყენებენ საკითხს - თუ საქართველოში კაცებს არ...

გურამ მაჭარაშვილი

1752848906

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ნარატივია, როგორ შეიძლება პროპაგანდამ ქცევა შეგაცვლევინოს, ძალიან ბევრი კვლევაა ევროპაშიც და აშშ-შიც, თუ რა პერიოდში როგორ გაიზარდა ლგბტქ თემის წარმომადგენელთა რაოდენობა პროპაგანდის მეშვეობით

მადლობა ღმერთს, რომ აშშ-ში ახალი ხელისუფლებაა და საღმა აზრმა გაიმარჯვა. ჩვენ, მინიმუმ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის აღარ გვიწევს იმის მტკიცება, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს, - განაცხადა გადაცემა „...

ლევან მაჭავარიანი

1752848630

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: რადიკალური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა დემონსტრაციულად დაარღვიეს კანონი. ყველამ კარგად იცოდა თუ რა სასჯელი მოჰყვებოდა კონკრეტულ კანონდარღღვევას და თავისი ფეხით შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

რადიკალური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა დემონსტრაციულად დაარღვიეს კანონი. ყველამ კარგად იცოდა, თუ რა სასჯელი მოჰყვებოდა კონკრეტულ კანონდარღღვევას და თავისი ფეხით შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულე...

ლევან მაჭავარიანი