ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: უკვე გაცვეთილია ყველა რეზოლუცია, სადაც იწერება, რომ თურმე ბატონი სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და უნდა გავათავისუფლოთ

უკვე გაცვეთილია ყველა რეზოლუცია, სადაც იწერება, რომ თურმე ბატონი სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და უნდა გავათავისუფლოთ, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატებთან დაკავშირებით.

„უკვე გაცვეთილია ყველა რეზოლუცია, სადაც იწერება, რომ თურმე ბატონი სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და უნდა გავათავისუფლოთ. ისევ გაუთავებელი საუბრები ხელახალ არჩევნებზე იმისდა მიუხედავად, რომ ერთ მტკიცებულებასაც ვერავინ დებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. არავინ უყურებს ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს. შესაბამისად, ასეთი ტიპის რეზოლუციები ჩვენი მოქალაქეებისთვის საინტერესო აღარ არის“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვა ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა. ანგარიშში კვლავ მოთხოვნილია მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ასევე გვხვდება მოწოდება სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურად აღიარებასთან დაკავშირებით.

რეზოლუციის ავტორმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშს აბსოლუტური უმრავლესობით მიიღებენ, თუმცა დოკუმენტის შინაარსს ევროპარლამენტარების დიდი ნაწილი არ იზიარებს და საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებასა და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაზე ამახვილებენ ყურადღებას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752069420

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: პოლიტიკური ვაჭრობა არის რადიკალური ოპოზიციის სახე და სავიზიტო ბარათი

„პოლიტიკური ვაჭრობა არის რადიკალური ოპოზიციის სახე და სავიზიტო ბარათი“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა ანა წითლიძის მიერ „ლელოს“ ამომრჩევლის მოსყიდვაში დადანაშაულებაზე საუბ...

 რატი იონათამიშვილი

1752068913

ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული ბანკი: არ არსებობს SWIFT-დან ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი

არ არსებობს SWIFT-დან ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს ფინანსური სისტემა გამორჩეულად გამჭვირვალეა დ...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

1752067323

საზოგადოება

ვიქტორ ორბანი ურსულა ფონ დერ ლაიენის გადადგომას უჭერს მხარს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ურსულა ფონ დერ ლაიენის გადაყენებას მხარს უჭერს და სოციალურ ქსელში X მის ევროკომისიის პრეზიდენტის ფოტოს აქვეყნებს წარწერით: „წასვლის დროა”.

ვიქტორ ორბან

1752067306

ახალი ამბები

„ატმის შეღებვის ფაქტზე იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფიზიკური პირი“ - სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

„ატმის შეღებვის ფაქტზე იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფიზიკური პირი, მოკვლევის ფარგლებში აღებულია ატმის ნიმუშები,“ - აღნიშნულის შესახებ განცხადებას სურსათის ეროვნ...

სურსათის ეროვნული სააგენტო

1752066498

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7172 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7181 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

საზოგადოება