ლევან მაჭავარიანი: ეუთო/ოდირის ანგარიში გვიდევს, სადაც წერია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, რომ ყველა სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი გარემო, რომ ეწარმოებინა კამპანია და ცესკომ მოახდინა არჩევნების ადმინისტრირება მაღალ დონეზე

რაც შეეხება ეუთო/ოდირის საკითხს, ჩვენი პოზიცია უცვლელია. ეუთო/ოდირის ჯამურ პორტფელში დაახლოებით 10%-ია თვითმმართველობის არჩევნები, რასაც ისინი აკვირდებიან, 90% არის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მაჭავარიანის თქმით, 8 თვეა გასული ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებიდან და ამის მიუხედავად, გარე აქტორები მას მაინც არ აღიარებენ.
„რაც შეეხება ჩვენს შემთხვევას - 8 თვე არის გასული და ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში ჩვენ გვიდევს, სადაც წერია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული რომ ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი გარემო, რომ ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია, რომ ცესკომ მოახდინა არჩევნების ადმინისტრირება მაღალ დონეზე და ხაზგასმით წერია, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება.
ასევე, შეგახსენებთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასაც, სადაც რამდენიმე დღის წინ ეუთოს გენერალურმა მდივანმა ამ ანგარიშს ხაზი გაუსვა. მან თქვა, რომ ამ ანგარიშით და ამ არჩევნებით ქართველი ამომრჩევლის ნება ასახულია შედეგებში და პირიქით, გააკრიტიკა ოპოზიცია, რომ ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ოპოზიციას, რომ არ იღებენ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას.
8 თვეა გასული და ამის მიუხედავად, ეს გარე აქტორები მაინც არ აღიარებენ ამ საბოლოო ანგარიშს.
ყველა გარე აქტორი ამბობდა, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა იქნებოდა მათი დასაყრდენი, რადიკალური ოპოზიციის ყველა ლიდერი საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ელექტრონული ხმის მიცემის სისტემით არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იყო.
გვაქვს ეუთო/ოდირის ანგარიში, სადაც წერია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. გვაქვს ბრალდებები გაყალბებულ 300 000 ხმაზე, რომელზეც 300 ხმის გაყალბებაც ვერ მტკიცდება, 100 000 ჩამორთმეულ პირადობაზე, რუსული სპეცოპერაციის ჩარევა და ა.შ. მაშინ, როდესაც ჩვენ მოწვეული გვყავდა ყველაზე ავტორიტეტული დამოუკიდებელი ამერიკული აუდიტორული კომპანია, რომელმაც სამი ფაზა აუდიტი ჩაატარა და სიების დუბლირება გამორიცხა, 17-ჯერ რომ აძლევდა ერთი ადამიანი ხმას, ქალბატონი ზურაბიშვილის მტკიცებით.
ამასთან ერთად გვაქვს ოპოზიციის აღიარება, ბატონი ხაზარაძე, ბატონი გახარია და ქალბატონი ანა წითლიძე, რომლებსაც პირდაპირ ეთერში წამოსცდათ იმ ხმების და პროცენტის ოდენობა, რაც ცესკომ დაადგინა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
1752086809
მსოფლიოუნგრეთის პრემიერის მრჩეველი: ევროპას ფული გამოელია - გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე ომს ეხება
უნგრეთი ევროკავშირის 2028-34 წლების ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს დახმარებას ითვალისწინებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ბალაშ ორბ...
1752084841
სპორტიმსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: ხვიჩა კვარაცხელია „მადრიდის რეალთან“ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში შეხვდება
დღეს, 9 ივლისს, 23 საათზე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „მადრიდის რეალს“ დაუპირისპირდება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. სასტარტო შემადგენლობები ცნობი...
1752082934
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: რასა იუკნევიჩიენე იმ ძალების მიერ გამოყენებული ინსტრუმენტია, რომელთა მიზანია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და პოლიტიკური სიმშვიდის არევა
„რასა იუკნევიჩიენე ვერ იშლის ბოლშევიკურ გამოცდილებას. როგორც ბოლშევიკურ ტრადიციებს შეეფერება, ცდილობს, ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს, დეზინფორმაცია ამ ტყუილზე ააწყოს და ყველაფერი საქართველოზე თავდასხმი...
1752080733
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრას, ასევე, დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. მარიამ ქვრივიშვილმა მად...
1752078848
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს უმასპინძლა. შეხვედრა უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ს...