ლევან მაჭავარიანი მსჯავრდებულ პოლიტიკოსებზე: მათ დემონსტრაციულად დაარღვიეს კანონი, იცოდნენ, რა იყო სასჯელი, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც გააკეთეს, რომ მეტი სალაპარაკო მიეცათ გარე უფროსებისთვის, იგივე ამ რეზოლუციებისთვის

„მათ დემონსტრაციულად დაარღვიეს კანონი, იცოდნენ, რა იყო სასჯელი, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც გააკეთეს იქიდან გამომდინარე, რომ მეტი სალაპარაკო მიეცათ გარე უფროსებისთვის, იგივე [ევროპარლამენტის] ამ რეზოლუციებისთვის“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისი განცხადებით, ეს ნაბიჯი ოპოზიციურმა ლიდერებმა გარე უფროსების დავალებით გადადგეს.

„გარე უფროსებმა თავიანთი დავალების მიხედვით ჯერ პარლამენტს მიღმა დატოვეს რადიკალური ოპოზიციური პარტიების ლიდერები. შემდეგ ეს რადიკალური პარტიების ლიდერები თავისი ფეხით შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ესეც რა თქმა უნდა, გარე უფროსების დავალებით.

მათ დემონსტრაციულად დაარღვიეს კანონი, იცოდნენ, რა იყო სასჯელი, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც გააკეთეს იქიდან გამომდინარე, რომ მეტი სალაპარაკო მიეცათ გარე უფროსებისთვის, იგივე ამ რეზოლუციებისთვის, რომ თითქოს რაღაც პოლიტიკური დევნა არის დაწყებული.

ბატონმა ყაველაშვილმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება - არავის რომ არ დაუტოვოს არანაირი სასპეკულაციო არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, მან შესთავაზა ამ თავისი ფეხით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესულ ლიდერებს, რომ მიმართონ შეწყალებისთვის და თუ ისინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, პრეზიდენტი გამოიყენებს დისკრეციით მინიჭებულ უფლებას და მათ შეიწყალებს, რომ ისინი სრულფასოვნად ჩაერთონ საარჩევნო პროცესში, რომ არავის არანაირი სალაპარაკო არ ჰქონდეს არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752086809

მსოფლიო

უნგრეთის პრემიერის მრჩეველი: ევროპას ფული გამოელია - გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე ომს ეხება

უნგრეთი ევროკავშირის 2028-34 წლების ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს დახმარებას ითვალისწინებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ბალაშ ორბ...

უნგრეთის პრემიერის მრჩეველი

1752084841

სპორტი

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: ხვიჩა კვარაცხელია „მადრიდის რეალთან“ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში შეხვდება

დღეს, 9 ივლისს, 23 საათზე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „მადრიდის რეალს“ დაუპირისპირდება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. სასტარტო შემადგენლობები ცნობი...

ხვიჩა კვარაცხელია

1752082934

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: რასა იუკნევიჩიენე იმ ძალების მიერ გამოყენებული ინსტრუმენტია, რომელთა მიზანია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და პოლიტიკური სიმშვიდის არევა

„რასა იუკნევიჩიენე ვერ იშლის ბოლშევიკურ გამოცდილებას. როგორც ბოლშევიკურ ტრადიციებს შეეფერება, ცდილობს, ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს, დეზინფორმაცია ამ ტყუილზე ააწყოს და ყველაფერი საქართველოზე თავდასხმი...

არჩილ გორდულაძე

1752080733

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრას, ასევე, დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. მარიამ ქვრივიშვილმა მად...

მარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა

1752078848

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს უმასპინძლა. შეხვედრა უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ს...

გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა