ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: გარკვეული ევრობიუროკრატები მეტი აჟიოტაჟის შემოტანას ცდილობენ ჩვენს საზოგადოებაში და ფიქრობენ, რომ ეს რაღაც ახალი წინადადებების გაჩენით იქნება შესაძლებელი

არანაირ ადეკვატურობასთან ამას კავშირი არ აქვს, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეტანილ ჩანაწერს საქართველოს სვიფტის სისტემიდან გათიშვის შესახებ.
„დღის ქრონიკაში“ საუბრისას დეპუტატმა მაყურებელს შეახსენა, რომ რეზოლუციის პროექტს სათავეში ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ედგა - „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ახლო მეგობარი“, რომელიც რეალობას აცდენილია.
„გარკვეული ევრობიუროკრატები მეტი აჟიოტაჟის შემოტანას ცდილობენ ჩვენს საზოგადოებაში და ფიქრობენ, რომ ეს რაღაც ახალი წინადადებების გაჩენით იქნება შესაძლებელი. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო - მათ პულსზე ხელი არ უდევთ, ვერ ხვდებიან, რომ ეს მათთვის კონტრპროდუქტიულია. არასერიოზულად არის უკვე ეს რეზოლუციები და დებატები აღქმული ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თავში. თუ ოპოზიციას ჰგონია, რომ მათთვის ეს დამატებითი ჟანგბადია, გადახედონ თავიანთ რეიტინგებს. დარწმუნებული ვარ, შიდა კვლევებს ატარებენ და დარწმუნებული ვარ, იციან, რაც არის რეალობა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ამომრჩევლის რაოდენობა რამდენიმე მიზეზით მცირდება და ერთ-ერთად პარლამენტში არშესვლას ასახელებს.
1752086809
მსოფლიოუნგრეთის პრემიერის მრჩეველი: ევროპას ფული გამოელია - გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე ომს ეხება
უნგრეთი ევროკავშირის 2028-34 წლების ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს დახმარებას ითვალისწინებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ბალაშ ორბ...
1752084841
სპორტიმსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: ხვიჩა კვარაცხელია „მადრიდის რეალთან“ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში შეხვდება
დღეს, 9 ივლისს, 23 საათზე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „მადრიდის რეალს“ დაუპირისპირდება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. სასტარტო შემადგენლობები ცნობი...
1752082934
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: რასა იუკნევიჩიენე იმ ძალების მიერ გამოყენებული ინსტრუმენტია, რომელთა მიზანია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და პოლიტიკური სიმშვიდის არევა
„რასა იუკნევიჩიენე ვერ იშლის ბოლშევიკურ გამოცდილებას. როგორც ბოლშევიკურ ტრადიციებს შეეფერება, ცდილობს, ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს, დეზინფორმაცია ამ ტყუილზე ააწყოს და ყველაფერი საქართველოზე თავდასხმი...
1752080733
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრას, ასევე, დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. მარიამ ქვრივიშვილმა მად...
1752078848
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს უმასპინძლა. შეხვედრა უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ს...