„ატმის შეღებვის ფაქტზე იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფიზიკური პირი“ - სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

„ატმის შეღებვის ფაქტზე იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფიზიკური პირი, მოკვლევის ფარგლებში აღებულია ატმის ნიმუშები,“ - აღნიშნულის შესახებ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლაბორატორიული კვლევის შედეგები საზოგადოებას დამატებით ეცნობება. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ყველა სახის საკვებ პროდუქტს რეგულარულად ამოწმებს.
„სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტზე მყისიერი რეაგირების შედეგად, იდენტიფიცირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ფიზიკური პირი (გ.უ.). სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის ინსპექტორებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ჩატარებული მოკვლევის ფარგლებში, ატმის ნიმუშები აიღეს.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები საზოგადოებას დამატებით ეცნობება. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ყველა სახის საკვებ პროდუქტს რეგულარულად ამოწმებს.
სპეციალისტების მიერ სისტემატურად მიმდინარეობს მონიტორინგი; ხილი, ბოსტნეული და ბაღჩეული მოწმდება სხვადასხვა მაჩვენებელზე - პესტიციდებზე, მძიმე მეტალებზე, რადიონუკლიდებზე, ნიტრატებზე. კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და მედიასაშუალებებით მიეწოდება საზოგადოებას; ასევე, ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე nfa.gov.ge
გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები ახორციელებენ საექსპორტო ტვირთების ფიტოსანიტარიულ შემოწმებას და სერტიფიცირებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1752086809
მსოფლიოუნგრეთის პრემიერის მრჩეველი: ევროპას ფული გამოელია - გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე ომს ეხება
უნგრეთი ევროკავშირის 2028-34 წლების ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს დახმარებას ითვალისწინებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ბალაშ ორბ...
1752084841
სპორტიმსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: ხვიჩა კვარაცხელია „მადრიდის რეალთან“ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში შეხვდება
დღეს, 9 ივლისს, 23 საათზე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „მადრიდის რეალს“ დაუპირისპირდება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. სასტარტო შემადგენლობები ცნობი...
1752082934
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: რასა იუკნევიჩიენე იმ ძალების მიერ გამოყენებული ინსტრუმენტია, რომელთა მიზანია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და პოლიტიკური სიმშვიდის არევა
„რასა იუკნევიჩიენე ვერ იშლის ბოლშევიკურ გამოცდილებას. როგორც ბოლშევიკურ ტრადიციებს შეეფერება, ცდილობს, ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს, დეზინფორმაცია ამ ტყუილზე ააწყოს და ყველაფერი საქართველოზე თავდასხმი...
1752080733
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრას, ასევე, დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. მარიამ ქვრივიშვილმა მად...
1752078848
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს უმასპინძლა. შეხვედრა უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ს...