ლევან მაჭავარიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: თქვენი პარტიის სამარკო ნიშანი არის ტყუილი
„თქვენ, როდესაც პარლამენტში შემობრძანდით, მე და ირაკლი კირცხალიამ კონკრეტული პრეტენზიები წაგიყენეთ, რასაც, რა თქმა უნდა, ფაქტები და დასაბუთება ახლდა. ბატონი გიორგი შარაშიძე მაშინ საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ერთი კვირის ვადაში ყველაფერს პასუხს გასცემდა. მაშინ პარლამენტში თქვენი დებიუტი იყო და ამაზე პასუხი არ გაგვიცია, მაგრამ ორ თვეზე მეტი გავიდა და არაფერზე პასუხი არ გაქვთ გაცემული“, - მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს.
ლევან მაჭავარიანის თქმით, ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს დასმულ კითხვებზე პასუხი დღემდე არ გაუციათ და მხოლოდ გიორგი გახარიასთან დაკავშირებულ საკითხებზე აკეთებენ რეპლიკებს.
„ნოემბრის აქციებს მშვიდობიანს რომ უწოდებთ როგორ არ გრცხვენიათ? ამას ხომ ისმენენ პოლიციელები და მათი ოჯახის წევრები. საათობით აგინებდნენ, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“ რომ ესროდნენ და სამართალდამცველები ხმას არ სცემდნენ, გაუნძრევლად, ვაჟკაცურად იდგნენ, საათების შემდეგ რომ აფრთხილებდნენ, რომ დაშლილიყვნენ და მხოლოდ ამის შემდეგ გადადიოდნენ მოქმედებებზე - ამას თქვენ მშვიდობიან აქციებს უწოდებთ? თქვენივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაზე წითელი ხაზები გქონდათ გავლებული. ჯერ საზოგადოებას განუმარტეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გონება რამ გაგიბრწყინათ, რომ „ნაცებთან“ კოალიცია არ შეიძლებოდა. მაგრამ აქაც ატყუებთ საზოგადოებას და რატომ ატყუებთ იცით? თქვენ ამბობდით, რომ არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციას არ გავაკეთებთო, შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“, რომ 49% აეღო კოალიციას ვისთან აკეთებდით? „ნაცებთან“ და „ახლებთან“ ხომ? თქვენ თუ გგონიათ, რომ აქ ოპოზიციაში ხართ და ტყუილების თქმის უფლებას მოგცემთ, ასე არ იქნება!“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1775225824
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის ექსპერტზე: თვითონვე აღიარებს, რომ არც შესაბამისი დრო და საშუალება ჰქონდა საკითხებს ფუნდამენტურად ჩასწვდომოდა და რაც დაწერა, იმასთან დაკავშირებითაც არ გააჩნდა მკაფიო მტკიცებულებები
თვითონვე აღიარებს, რომ არც შესაბამისი დრო და საშუალება ჰქონდა საკითხებს ფუნდამენტურად ჩასწვდომოდა და შეესწავლა, ამავდროულად რაც დაწერა, იმასთან დაკავშირებითაც არ გააჩნდა მკაფიო მტკიცებულებები, - განაც...
1775223709
ახალი ამბებისაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, სამების ტაძარში გაიმართება
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის, მეუფე ილარიონის განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე საპროცედურო-საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. როგორც სინოდის დასრულების შემდეგ მეუფე ილარიონმა ა...
1775222969
მსოფლიოდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა მარტივად შეუძლია
თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს ჰორმუზის სრუტის გახსნა მარტივად შეუძლია. „მეტი დრო რომ მოგვეცეს, მარტივად გავხსნით ჰორმუზის სრუტეს, ავიღებთ ნავთობს და გავმდიდრდებით....
1775221646
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6989 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1775220947
საზოგადოებაპროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე დაკავებულ 5 პირს ბრალ...





























