ლევან მაჭავარიანი: გადავდგით ეს ნაბიჯი და რომ არ დავტოვოთ სასპეკულაციო ველი, მაინც მოვიწვიეთ ეუთო/ოდირი ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იმ განცხადებებს იხსენებს, რომლებიც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით ევროპელების მხრიდან ისმოდა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ მმართველ პარტიას სადამკვირვებლო ორგანიზაციის რეპუტაციის დაცვა უწევდა.
„ის ევრობიუროკრატები, რომლებიც დღეს არ ეყრდნობიან ეუთო/ოდირის დასკვნას, არჩევნებამდე აცხადებდნენ რომ სწორედ ეუთო/ოდირის დასკვნა იქნებოდა მათი საბოლოო დასაყრდენი არჩევნების შეფასებასთან დაკავშირებით. ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში ხაზგასმულია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება და ის, რომ ცესკომ ადმინისტრირება განახორციელა ძალიან მაღალ დონეზე და ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა საშუალება, რომ თავისუფლად ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია. ამის მიუხედავად, ევრობიუროკრატების ძალიან დიდი ნაწილი უარყოფდნენ ამ დასკვნას, ბევრმა სამარცხვინო კომენტარიც გააკეთა ევროპარლამენტიდან, თითქოს ეუთო/ოდირი კორუმპირებული ინსტიტუტია, როდესაც ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისიაა. საბოლოო ჯამში, „ქართულ ოცნებას“ მოგვიწია ბოლო 10-11 თვის განმავლობაში ეუთო/ოდირის რეპუტაციის დაცვა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც გადავდგით ეს ნაბიჯი და რომ არ დავტოვოთ სასპეკულაციო ველი, მაინც მოვიწვიეთ ეუთო/ოდირი ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რასთან დაკავშირებითაც ეუთო/ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა.
1757242324
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: რამდენიმე ათეული, სახე დაკარგული ადამიანის ქმედებასთან გვაქვს საქმე
„რამდენიმე ათეული, სახე დაკარგული ადამიანის ქმედებასთან გვაქვს საქმე“, - ამის შესახებ ოპოზიციაზე საუბრისას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ...
1757240291
საზოგადოებასახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, გიორგი კაპანაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, გიორგი კაპანაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა რამდენიმე საათში გაიმართება....
1757237703
საზოგადოებასვიმონ ჯანგულაშვილი: დღეს ევროპელობა და პროგრესულობა ასე იზომება - თუკი გჯერა ივანე ჯავახიშვილის, 300 000 თურქის დამარცხების დიდგორში და 100 000 მოწამის არსებობის, მაშინ რუსი ხარ, გამყიდველი და ქვეყნის მტერი
დღეს ევროპელობა და პროგრესულობა ასე იზომება - თუკი გჯერა ივანე ჯავახიშვილის, 300 000 თურქის დამარცხების დიდგორში და 100 ათასი მოწამის არსებობის, მაშინ რუსი ხარ, გამყიდველი და ქვეყნის მტერი, - წერს საზ...
1757234239
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ჩიკაგოდან დეპორტაციის მაჩვენებლის გაზრდა დააანონსა
დონალდ ტრამპმა ჩიკაგოდან დეპორტაციის მაჩვენებლის გაზრდა დააანონსა. „მომწონს დეპორტაციის სუნი დილაობით“, - წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს რომ ჩიკაგო მალე გაიგებს რას ნ...
1757232204
სპორტითბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან Eurobasket 2025-ზე ეროვნული ნაკრების ქომაგებით სავსე სუბსიდირებული ჩარტერული რეისი შესრულდა
ევროპის 42-ე საკალათბურთო ჩემპიონატის, ევრობასკეტ 2025-ის საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ სპეციალური ჩარტერული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით,...