ლევან მაჭავარიანი: მიხეილ ყაველაშვილმა კიდევ ერთხელ შეახსენა ბატონ დონალდ ტრამპს ჩვენი მზაობა ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით
მიხეილ ყაველაშვილმა კიდევ ერთხელ შეახსენა ბატონ დონალდ ტრამპს ჩვენი მზაობა ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, საქართველოს შეერთებული შტატებისთვის შეთავაზებული აქვს, გაიწეროს კონკრეტული გზამკვლევი, თუ რა ნაბიჯები იქნება გადასადგმელი საქართველოს მხრიდან იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს.
„მიხეილ ყაველაშვილმა კიდევე ერთხელ შეახსენა ბატონ დონალდ ტრამპს ჩვენი მზაობა ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. ჩვენი პოლიტიკური მზაობა, რიტორიკა, პოლიტიკური ხედვები, მსოფლმხედველობა, ღირებულებათა ნაწილი სრულად თანხვედრაშია აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციასთან.
შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, რომ რეალური პარტნიორობა აღდგეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რამდენიმე წერილიც გავაგზავნეთ, დახურულიც, ღიაც, პრეზიდენტმაც მიმართა წერილით და შეახსენა ბატონ ტრამპს, რომ ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ და სასურველია ბატონი ტრამპის მხრიდან რაღაც ნაბიჯები გადაიდგეს უმოკლეს ვადებში. მით უმეტეს, ჩვენ შეთავაზებული გვაქვს, რომ კონკრეტული გზამკვლევი გავწეროთ დროსა და სივრცეში თუ რა ნაბიჯები იქნება გადასადგმელი ჩვენი მხრიდან იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს“,- აღნიშნა მაჭავარიანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ-იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა: „აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს“. მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი მას დაჰპირდა, რომ ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების საკითხს დაუბრუნდება და დაუკავშირდება.
1776421864
ახალი ამბებიეთერ ლიპარტელიანი ოქროსთვის იჭიდავებს
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის პირველობაზე ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ფინალშია. მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა ნახევარფინალში სერბ მარიცა პერიშიჩს დამატებით დროში სუფთა გდებით მოუგო. ეთერ ლიპარტელიანი...
1776421188
ახალი ამბებიროგორი ამინდია უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი?
გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამი...
1776420173
ახალი ამბები„ტკივილი და სიცარიელე“ - ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებაზე პირველი კომენტარი გააკეთა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებაზე პირველი კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ „ტკივილსა და სიცარიელეს“ გრძნობს. ამის შესახებ ორბანმა Patriót...
1776420095
ახალი ამბებილაშა შავდათუაშვილმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იპონით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალშია!
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი ფინალში იასპარეზებს. მან ნახევარფინალში ფრანგი გაბა დამატებით დროში დაამარცხა.
1776419868
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა თურქ კოლეგას მიუსამძიმრა ბოლო დღეებში თურქეთის სკოლებში მომ...





























