ლევან მაჭავარიანი: შეგვიძლია, ამ აქტს ცალსახად ვუწოდოთ მტრული აქტი

„ამ აქტს ცალსახად შეგვიძლია მტრული ვუწოდოთ“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გადაწყვეტილებას ე.წ. მეგობარ აქტთან დაკავშირებით.

„ამ აქტს ცალსახად შეგვიძლია მტრული ვუწოდოთ, ამაში 2 აზრი არ არის. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება, რაც გუშინ იქნა მიღებული, ჩვენთვის კითხვის ნიშნებს აჩენს, ვინაიდამ „დიფ სთეით“-თან ბრძოლა დაწყებულია, თუმცა ჯერ კონკრეტულად ამ სტრუქტურებში ვერ ვხედავთ „დიფ სთეითის“ შესუსტებას. უამრავი პროცედურა არის გასავლელი, რასაც თვეები სჭირდება და შემდეგ იქნება იქ საჭირო ბატონი ტრამპის ხელმოწერა და.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რა თქმა უნდა, ეს კანონპროექტი კანონპროექტადვე დარჩება და ვერ იქცევა კანონად. საწინააღმდეგო შემთხვევაში, მაშინ მოგვიწევს იმისთვის თვალის გასწორება, რომ თურმე ე.წ. დიფ სთეითი კი არ დამარცხებულა ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ პირიქით, გაძლიერდა.

მიზეზი, ასე დაჩქარებულად რომ მოესწროთ, იყო ის, რომ დამატებითი ჟანგბადი მიეწოდებინათ ჩვენი ოპოზიციისთვის იმასთან დაკავშირებით. მოგეხსნებათ, 31 მარტს ოპოზიციას დაანონსებული აქვს ე.წ ბოლო გაფართხალების აქცია და სურთ, ასეთი ტიპის გზავნილებით და ა.შ. უფრო მეტი რაოდენობის ხალხი მოაგროვონ“, - აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743413501

საზოგადოება

ნინო წილოსანი: ლაჩრებმა და სამშობლოს გამყიდველებმა გადაწყვიტეს გმირ ანწუხელიძეს შეაფარონ თავი. არ არსებობს კავშირი ანწუხელიძის თავდადებასა და იმასთან, რაც თქვენ გბრალდებათ და რასაც საგამოძიებო კომისიაზე ვისმენთ

ლაჩრებმა და სამშობლოს გამყიდველებმა გადაწყვიტეს გმირ ანწუხელიძეს შეაფარონ თავი, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი. ნინო წილოსანი აღნიშნავს, რომ ეს დღეებია, ერთი მე...

პოლიტიკოსი

1743411617

ახალი ამბები

ბორჯომში კაცის ცხედარი იპოვეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერთან, „გოგირდის აუზებზე“ ჩასასვლელ გზაზე, ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გუშინ, 30 მარტს მოხდა. „როგორც ვიცი ძალადობის ფაქტი არ ყოფილა. ფეხი დაუცურდა...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1743411402

საზოგადოება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარდგენილ დოკუმენტებზე იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარდგენილ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე იმსჯელეს. საკითხები კომიტეტს რეგიონული განვითარე...

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

1743410454

საზოგადოება

ქედაში მანქანა მდინარეში ჩავარდა - დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა

ქედაში, სოფელ წონიარისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ცენტრალური გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში ჩავარდა. დაშავებულე...

ლენტა

1743409686

საზოგადოება

სოზარ სუბარი: რომ არ ყოფილიყო ემზარ კვიციანის პირადი ინიციატივა კოდორი - ჭუბერი გზის გაჭრის, სოხუმიდან წამოსული რამდენიმე ათეული ათასი კაციდან, ასეულობით და ათასობით მსხვერპლი იქნებოდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის...

სოზარ სუბარი