ლევან მაჭავარიანი: ყველა ნაბიჯს ასჯერ ვზომავთ, რომ ისეთი არაფერი გავაკეთოთ, რაც ოდნავ მაინც გაზრდის საფრთხეს საქართველოში, ყველანაირ წნეხს ვუძლებთ

რუსეთ-უკრაინის ომში მავნებლობით, რამდენ რაღაცას აბრალებდნენ საქართველოს, რომ ვიღაცების მტრული დამოკიდებულება გაეღვივებინათ. როგორ აქციებს გვიწყობდნენ სანქციების არ დაწესებაზე, ყველამ კარგად გაიხსენოს, როგორ აქციებს გვიწყობდნენ ეს რადიკალები და ენჯეო-ორგანიზაციები, როდესაც ჩვენ მთავრობის ოფიციალური თანხმობით, მოხალისეები არ გავაგზავნეთ უკრაინაში საბრძოლველად. ეს პირდაპირ ომში ჩართვას არ გულისხმობდა?! - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“.

მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ ყველა ნაბიჯს ისე დგამს, რომ ქვეყანას საფრთხე ააცილოს.

მაჭავარიანმა გაიხსენა ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალავე, მმართველი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, დე ფაქტო სანქციები დაუწესეს, თუმცა, მისივე თქმით, ნებისმიერი სახის შანტაჟის და წნეხის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ საქართველოს სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტად დარჩება.

„ის გავიხსენოთ, რომ გამოვიდნენ უკრაინის უპასუხისმგებლო ლიდერები, თქვენი შეიარაღება გადმოგვეცითო, ესენი არ იყვნენ, ვინც აქციებს გვიწყობდნენ, რომ უკრაინას შეიარაღება გადაეცითო?! - შე დალოცვილო, ნახევარი დასავლეთი უკრაინას აიარაღებს და მე რატომ გადავცე? ჩვენ იდეალურები ნამდვილად არ ვართ, ვიცით, რომ ძალიან ბევრი მინუსი გვაქვს და ბევრი რაღაც კიდევ უკეთესად არის გასაკეთებელი ამ ქვეყანაში - პირდაპირ ვაღიარებ და ყველა ჩემი თანაგუნდელი აღიარებს. მაგრამ, რაც უნდა დავაფასოთ, ის არის, რომ ჩვენ, აბსოლუტურად ყველა ნაბიჯს ასჯერ ვზომავთ, რომ ისეთი არაფერი გავაკეთოთ, რაც ოდნავ მაინც გამოიწვევს საფრთხის გაზრდის ალბათობას საქართველოში.

ყველანაირ წნეხს, ბულინგს, ზეწოლას, შანტაჟს ვუძლებთ - ბოლო ოთხი წელი ამის თვალსაჩინო მაგალითია. ბიძინა ივანიშვილს, ომის დაწყებიდან ორ კვირაში, ორი მილიარდი დაუყადაღეს, ესეც არავის დაავიწყდეს, რომ დე ფაქტო სანქციები დაადეს და ამ შანტაჟსაც, ამ წნეხსაც გაუძლო. რა ზეწოლები, როგორი პირდაპირი მუქარები მოდიოდა ჩვენი გუნდის მიმართულებით ამ ოთხი წლის განმავლობაში - ყველაფერს გავუძელით, იმიტომ, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ, მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ საქართველოში.

როგორიც არ უნდა იყოს წნეხი, როგორიც არ უნდა იყოს ზეწოლა, გამორიცხულია - ჩვენ ერთ ნაბიჯს ვერ გადაგვადგმევინებს უკან ვერავინ. „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ყოველთვის იქნება საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის მთავარი და ერთადერთი გარანტი“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773305325

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ISFED-მა უცხო ქვეყნის მხრიდან საქართველოზე საინფორმაციო თავდასხმაში უცხო ქვეყნის მხარე დაიჭირა. ჩვენ გვყავს მეხუთე კოლონა. ისინი გამოვლენ და პირდაპირ ხელს დაადებენ იმას, ვისაც უნდა მოხვდეს რაკეტა თავში

ISFED-ი ახლა ცდილობს, როგორ დააბეზღოს ბრიტანეთის მთავრობასთან თავისუფალი მედია, რომელიც აგრესორისგან დაცვას ცდილობს. ეს ორგანიზაცია დღეს არის უცხო ქვეყნის მოკავშირე ქვეყნის შიგნით საქართველოს წინააღმდ...

შალვა პაპუაშვილი

1773304122

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ყველა ნაბიჯს ასჯერ ვზომავთ, რომ ისეთი არაფერი გავაკეთოთ, რაც ოდნავ მაინც გაზრდის საფრთხეს საქართველოში

„რუსეთ-უკრაინის ომში მავნებლობით, რამდენ რაღაცას აბრალებდნენ საქართველოს, რომ ვიღაცების მტრული დამოკიდებულება გაეღვივებინათ. როგორ აქციებს გვიწყობდნენ სანქციების არდაწესებაზე, ყველამ კარგად გაიხსენოს,...

ლევან მაჭავარიანი

1773304076

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი მოსკოვის მექანიზმზე: თავიდანვე ჩანდა, რომ ეს არის საქმის შეკერვა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როგორც შეკერეს „იმედის“ და „პოსTV-ის“ საქმე. ეს არის საქმის შეკერვა იმისთვის, რომ შემდეგ გამოიყენონ თავდასხმის საბაბად

ერთადერთი, ვის რეკომენდაციებსაც ვითვალისწინებთ, არის ქართველი ხალხი. ეს არის ხელისუფლების წყარო და ამას ვუყურებთ უპირველეს ყოვლისა, - ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა კითხვას იმის შესახებ, გაითვალისწინებ...

შალვა პაპუაშვილი

1773303241

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: მათ ყორღანაშვილობა აქციეს ევროპულ „ტრენდად“ და ეს ეთვლებათ კოსმოპოლიტიზმად. ევროპულობად ეთვლებათ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ უცხოსთან შეკვრა

მათ ყორღანაშვილობა აქციეს ევროპულ ტრენდად და ეს ეთვლებათ კოსმოპოლიტიზმად, გლობალურ რაღაც მიდგომად. ევროპულობად ეთვლებათ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ უცხოსთან შეკვრა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე...

შალვა პაპუაშვილი

1773302577

ახალი ამბები

გივი თარგამაძე: ჩემი ყველა განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას და შესაბამისად, არაფერი დასასაბუთებელი მე არ მაქვს

ჩემი ყველა განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, - განუცხადა ჟურნალისტებს გივი თარგამაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე. მისი თქმით, შესაბამისად, არა...

გივი თარგამაძე: