ლევან მაჭავარიანი: ისეთი პოლიტიკა უნდა აწარმოო, რომ არასდროს აღმოჩნდე საომარ მოქმედებებში - რადიკალური ოპოზიცია იმაზე ფიქრობს, საომარ მოქმედებებში რომ აღმოჩნდებიან, ვის დაურეკავენ საშველად, 2008 წელს ვიხილეთ, ვინ გვიშველა
ისეთი პოლიტიკა უნდა აწარმოო, ეროვნული, პრაგმატული, ფრთხილი და მოქნილი, რომ არასდროს შენ არ აღმოჩნდე საომარ მოქმედებებში. ყველაფრით უნდა გადააზღვიო ის, რომ საომარ მოქმედებებში არ აღმოჩნდე და მთელი რადიკალური ოპოზიცია იმაზე ფიქრობს, რომ საომარ მოქმედებებში რომ აღმოჩნდები, მერე ვის დაურეკავენ საშველად, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“.
მისი თქმით, 2008 წელს საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ არავინ დახმარებია. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ირანთან ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ რეგიონის ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშესთან ისეთი ნაბიჯები გადაიდგა, როგორიც დიპლომატიურ ურთიერთობებს შეესაბამება.
„ჯერ ერთი, არავინ შენი მშველელი არ არის, 2008 წელს მშვენივრად ვიხილეთ, ვინ დაგვეხმარა და ვინ გვიშველა. რაღაც ნაბიჯებს რომ გვიწუნებდნენ იმავე ირანთან მიმართებით, დეტალებში არ შევალ - მანდაც ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც, პირველ რიგში, მეზობელს ეკადრება, ვინაიდან ირანი არის ჩვენი რეგიონის ძალიან ძლიერი მოთამაშე, ჩვენი მეზობელია, ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს და რა თქმა უნდა, ისე უნდა იმოქმედო, როგორც დიპლომატიურ ურთიერთობებს შეესაბამება. თითოეულ ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯს შეხედეთ - აბსოლუტურად ყველაფერი გადავაზღვიეთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ ვალდებულები, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის მიერ ახლო აღმოსავლთში საომარი მოქმედებების პარალელურად, საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებსაც მტრული და ქვეყანაში საფრთხის ალბათობის გაზრდისკენ მიმართული უწოდა.
მაჭავარიანის განცხადებით, როგორიც არ უნდა იყოს წნეხი და ზეწოლა, მმართველი გუნდი ნაბიჯს უკან არ გადადგამს.
„თუმცა, არამარტო ხელისუფლება, ეს რადიკალებიც ვალდებულები არიან, რომ მინიმუმ ხელი არ შეგვიშალონ და ის მტრული განცხადებები არ აკეთონ ამ მავნებლებმა, რომ რაღაცით საფრთხის ალბათობა გაზარდონ საქართველოში. ის დეზინფორმაცია არ ავრცელონ, რომ აქ ტერორისტებს ვამზადებთ და ა.შ. რუსეთ-უკრაინის ომში მავნებლობებით, რამდენ რაღაცას აბრალებდნენ საქართველოს, რომ ვიღაცების მტრული დამოკიდებულება გაეღვივებინათ.
როგორ აქციებს გვიწყობდნენ სანქციების არდაწესებაზე, ყველამ კარგად გაიხსენოს, როგორ აქციებს გვიწყობდნენ ეს რადიკალები და ენჯეო ორგანიზაციები, როდესაც ჩვენ მთავრობის ოფიციალური თანხმობით, მოხალისეები არ გავაგზავნეთ უკრაინაში საბრძოლველად. ეს პირდაპირ ომში ჩართვას არ გულისხმობდა?! ის გავიხსენოთ, რომ გამოვიდნენ უკრაინის უპასუხისმგებლო ლიდერები, თქვენი შეიარაღება გადმოგვეცითო, ესენი არ იყვნენ, ვინც აქციებს გვიწყობდნენ, რომ უკრაინას შეიარაღება გადაეცითო?! - შე დალოცვილო, ნახევარი დასავლეთი უკრაინას აიარაღებს და მე რატომ გადავცე? ჩვენ იდეალურები ნამდვილად არ ვართ, ვიცით, რომ ძალიან ბევრი მინუსი გვაქვს და ბევრი რაღაც კიდევ უკეთესად არის გასაკეთებელი ამ ქვეყანაში - პირდაპირ ვაღიარებ და ყველა ჩემი თანაგუნდელი აღიარებს. მაგრამ, რაც უნდა დავაფასოთ, ის არის, რომ ჩვენ, აბსოლუტურად ყველა ნაბიჯს ასჯერ ვზომავთ, რომ ისეთი არაფერი გავაკეთოთ, რაც ოდნავ მაინც გამოიწვევს საფრთხის გაზრდის ალბათობას საქართველოში. ყველანაირ წნეხს, ბულინგს, ზეწოლას, შანტაჟს ვუძლებთ - ბოლო ოთხი წელი ამის თვალსაჩინო მაგალითია.
ბიძინა ივანიშვილს, ომის დაწყებიდან ორ კვირაში, ორი მილიარდი დაუყადაღეს, ესეც არავის დაავიწყდეს, რომ დე ფაქტო სანქციები დაადეს და ამ შანტაჟსაც, ამ წნეხსაც გაუძლო. რა ზეწოლები, როგორი პირდაპირი მუქარები მოდიოდა ჩვენი გუნდის მიმართულებით ამ ოთხი წლის განმავლობაში - ყველაფერს გავუძელით, იმიტომ, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ, მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ საქართველოში. როგორიც არ უნდა იყოს წნეხი, როგორიც არ უნდა იყოს ზეწოლა, გამორიცხულია - ჩვენ ერთ ნაბიჯს ვერ გადაგვადგმევინებს უკან ვერავინ. „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ყოველთვის იქნება საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის მთავარი და ერთადერთი გარანტი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
1773304122
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ყველა ნაბიჯს ასჯერ ვზომავთ, რომ ისეთი არაფერი გავაკეთოთ, რაც ოდნავ მაინც გაზრდის საფრთხეს საქართველოში
„რუსეთ-უკრაინის ომში მავნებლობით, რამდენ რაღაცას აბრალებდნენ საქართველოს, რომ ვიღაცების მტრული დამოკიდებულება გაეღვივებინათ. როგორ აქციებს გვიწყობდნენ სანქციების არდაწესებაზე, ყველამ კარგად გაიხსენოს,...
1773304076
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი მოსკოვის მექანიზმზე: თავიდანვე ჩანდა, რომ ეს არის საქმის შეკერვა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როგორც შეკერეს „იმედის“ და „პოსTV-ის“ საქმე. ეს არის საქმის შეკერვა იმისთვის, რომ შემდეგ გამოიყენონ თავდასხმის საბაბად
ერთადერთი, ვის რეკომენდაციებსაც ვითვალისწინებთ, არის ქართველი ხალხი. ეს არის ხელისუფლების წყარო და ამას ვუყურებთ უპირველეს ყოვლისა, - ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა კითხვას იმის შესახებ, გაითვალისწინებ...
1773303241
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: მათ ყორღანაშვილობა აქციეს ევროპულ „ტრენდად“ და ეს ეთვლებათ კოსმოპოლიტიზმად. ევროპულობად ეთვლებათ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ უცხოსთან შეკვრა
მათ ყორღანაშვილობა აქციეს ევროპულ ტრენდად და ეს ეთვლებათ კოსმოპოლიტიზმად, გლობალურ რაღაც მიდგომად. ევროპულობად ეთვლებათ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ უცხოსთან შეკვრა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე...
1773302577
ახალი ამბებიგივი თარგამაძე: ჩემი ყველა განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას და შესაბამისად, არაფერი დასასაბუთებელი მე არ მაქვს
ჩემი ყველა განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, - განუცხადა ჟურნალისტებს გივი თარგამაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე. მისი თქმით, შესაბამისად, არა...
1773301333
ახალი ამბებიროგორ ცდილობს თინა ხიდაშელი ქართული საკანონმდებლო რეგულაციებისთვის გვერდის ავლას? - მან არასამთავრობო ორგანიზაცია 2024 წელს ჩეხეთში დაარეგისტრირა
როგორ ცდილობს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი, გამჭვირვალობის კანონისთვის გვერდის ავლას? - მან არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ ჩეხეთში დაარეგისტრირა. ასოციაციის წესდებაში, რომელიც...



























