შალვა პაპუაშვილი მოსკოვის მექანიზმზე: თავიდანვე ჩანდა, რომ ეს არის საქმის შეკერვა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როგორც შეკერეს „იმედის“ და „პოსTV-ის“ საქმე. ეს არის საქმის შეკერვა იმისთვის, რომ შემდეგ გამოიყენონ თავდასხმის საბაბად
ერთადერთი, ვის რეკომენდაციებსაც ვითვალისწინებთ, არის ქართველი ხალხი. ეს არის ხელისუფლების წყარო და ამას ვუყურებთ უპირველეს ყოვლისა, - ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა კითხვას იმის შესახებ, გაითვალისწინებს თუ არა მთავრობა მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციებს. პარლამენტის თავმჯდომარე ეჭვქვეშ აყენებს იმ ექსპერტების კომპეტენციას, რომელმაც ანგარიშის შესადგენად საქართველოში სულ 2 დღე გაატარა და ასევე აღნიშნავს, რომ თბილისის წინააღმდეგ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას უკრაინამაც დაუჭირა მხარი.
„რაც შეეხება ამ რუსულ მექანიზმს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენეს, ეს მეტყველებს იმ 24 ქვეყანაზე, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. აქაც ხაზს გავუსვამ, რომ თუ სწორად მახსოვს, უკრაინამაც დაუჭირა მხარი. ეს ისე, მადლიერებასა და უმადურობაზე ვიღაცას გული რომ ეტკინა, აი ეს არის უკრაინის ხელისუფლების მადლიერება ქართველი ხალხის მიმართ, რომ თავს ესხმის ქართველ ხალხს მოსკოვის ინსტრუმენტებით. ეს ერთი. მეორე - საერთოდ უცნაური პროცესი იყო. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან სულ რამდენიმე დღეში ადამიანი შეარჩიეს, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოსთან და ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის სიღრმისეული ცოდნა არ ჰქონდა. რამდენიმე დღეში ჩამოვიდა და ორ დღეში შეადგინა რაღაც დოკუმენტი. არასერიოზულია ეს.
ასეთი მექანიზმები რომ არსებობს, ამიტომ ტოვებს ამერიკის შეერთებული შტატები სხვადასხვა ორგანიზაციას. აი ასე, ფულის მფლანგველობაა ერთი მხრივ და მეორე მხრივ მავნებლობა რომ არის, ამის გაფეტიშება რომ ხდება, ამიტომაც ტოვებს ამერიკის შეერთებული შტატები ასეთ ორგანიზაციებს. ევროსაბჭოს წევრები ვართ, მაგრამ ვხედავთ საპარლამენტო რეზოლუციებს, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილი ჩაწერეს პოლიტპატიმრად. იმ ხალხს რაზე უნდა ველაპარაკოთ? ხომ ფაქტია, რომ ღირებულებითად აცდენილები ვართ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ რა უნდა ავუხსნათ? ქალბატონ გოშევსკას, რომელიც გუშინ გამოდიოდა [ევროპარლამენტში დებატებზე] რა უნდა ვუთხრათ? უბრალოდ შეყვარებულია სააკაშვილზე. რა ვქნათ? ხედავს ამ ადამიანს, როგორც თეთრ ცხენზე ამხედრებულ დემოკრატიის რაინდს. ეს დამოკიდებულება აქვს. რა ვქნათ, როგორ გადავარწმუნოთ, როგორ გადავიყვანოთ იმ ქარიზმით შეპყრობილობისგან, რომელიც მას მიხეილ სააკაშვილის მიმართ აქვს? მერე ეს ხალხი გამოდის და ქართველ ხალხზე სერიოზული სახით გვესაუბრება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მოსკოვის მექანიზმის დასკვნა უსამართლო იქნება და საქართველოზე შემდგომი თავდასხმებისთვის იქნება გამოყენებული.
„დღეს რომ თავს დაგვესხმებიან და გამოვა ანგარიში და გაგვლანძღავენ ამ ანგარიშში, გავა რამდენიმე თვე და აღიარებენ, რომ ეს იყო ტყუილი. ასე ხდებოდა სულ ყოველთვის. გინდათ, რომ ტყუილს ავყვეთ? არა! ჩვენთვის ტყუილს და ცილისწამებას არანაირი ეფექტი არ აქვს. ჩვენი პოზიცია თავიდანვე ცნობილი იყო - ეს არის მცდელობა, რომ საერთაშორისო ინსტიტუცია გამოყენებული იყოს როგორც იარაღი სხვა ხალხის წინააღმდეგ.
ეჭვი გეპარებათ, რომ ეს იქნება წინასწარ დაწერილი ტექსტი და დანარჩენი იყო შეფუთვა - რომ ამას შეხვდნენ, იმას შეხვდნენ. ორი დღე იყო ეს ადამიანი საქართველოში და ორ დღეში რა უნდა გაიგო საქართველოს შესახებ, რომ მერე ამას მიუძღვნა მრავალი გვერდი დასკვნის შესახებ. თავიდანვე ჩანდა, რომ ეს არის საქმის შეკერვა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როგორც შეკერეს „იმედის“ და „პოსTV-ის“ საქმე. ეს არის საქმის შეკერვა იმისთვის, რომ შემდეგ გამოიყენონ თავდასხმის საბაბად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
1773303241
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი რადიკალებზე: მათ ყორღანაშვილობა აქციეს ევროპულ „ტრენდად“ და ეს ეთვლებათ კოსმოპოლიტიზმად. ევროპულობად ეთვლებათ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ უცხოსთან შეკვრა
მათ ყორღანაშვილობა აქციეს ევროპულ ტრენდად და ეს ეთვლებათ კოსმოპოლიტიზმად, გლობალურ რაღაც მიდგომად. ევროპულობად ეთვლებათ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ უცხოსთან შეკვრა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე...
1773302577
ახალი ამბებიგივი თარგამაძე: ჩემი ყველა განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას და შესაბამისად, არაფერი დასასაბუთებელი მე არ მაქვს
ჩემი ყველა განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, - განუცხადა ჟურნალისტებს გივი თარგამაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე. მისი თქმით, შესაბამისად, არა...
1773301333
ახალი ამბებიროგორ ცდილობს თინა ხიდაშელი ქართული საკანონმდებლო რეგულაციებისთვის გვერდის ავლას? - მან არასამთავრობო ორგანიზაცია 2024 წელს ჩეხეთში დაარეგისტრირა
როგორ ცდილობს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი, გამჭვირვალობის კანონისთვის გვერდის ავლას? - მან არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ ჩეხეთში დაარეგისტრირა. ასოციაციის წესდებაში, რომელიც...
1773301205
ახალი ამბებიპაპუაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე გამართულ დებატებზე: შინაარსითაც და ესთეტიკითაც იყო განმეორება საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობისა, ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი
შინაარსითაც და ესთეტიკითაც იყო განმეორება საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობისა. სხვას ამას ვერაფერს დავარქმევთ. ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი, - განაცხადა მედიასთ...
1773299297
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ოპონენტებზე: საზოგადოების გახლეჩა იყო მათი პირდაპირი და მთავარი დავალება, არ დაგვავიწყდეს, ეს იყო ხალხი, რომელმაც სტუდიაში მიიწვია და გმირად გამოაცხადა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც დედაზე თქვა უარი
„ყველას კარგად გვახსოვს ის განცხადებები, რა განცხადებები მოჰყვა ერთი წლის წინ ამ ცვლილებას, ამ კანონის მიღებას. ეს არახალია, მათ 2009 წლიდან უნდა სცოდნოდათ ეს ყველაფერი ძალიან კარგად“- ამის შესახებ ფრ...



























