ლევან მაჭავარიანი: ყველაფერი გაკეთებული გვაქვს, ბურთი მათ მოედანზეა, ძალიან პოზიტიურია ის სიგნალები, რაც ჩვენ მივიღეთ, ოპტიმიზმი არსებობს იმისა, რომ აშშ მოიცლის საქართველოსთვის და ეს ურთიერთობები შეიძლება, გადაიხედოს და აღდგეს

საქართველო საპრეზიდენტო რბოლაში ღიად გულშემატკივრობდა დონალდ ტრამპს, რადგან სრული თანხვედრაა ღირებულებით ნაწილში რელიგიასა და ოჯახურ ღირებულებებში, სრული თანხვედრაა პოლიტიკურ ნაწილში, უკრაინის ომთან მიმართებაში, ევროკავშირთან მიმართებაში, „ენჯეოებთან“ და გარე დაფინანსებასთან მიმართებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, რასაც „ქართული ოცნება“ 4 წლის განმავლობაში საუბრობდა, ერთი ერთში იმას საუბრობს აშშ-ის ადმინისტრაცია.

„მათ იციან, რომ სრული მზადყოფნა და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები აღდგეს. ამას მოწმობს ღია და დახურული წერილები, პრემიერ-მინისტრის დონეზე გაკეთებული განცხადებით დაწყებული, რიგითი პარლამენტარებით დასრულებული. ყველა ჯერზე, როგორც კი შესაძლებლობა გვეძლევა, ვამბობთ, რომ ნებისმიერ დროს, კონკრეტული გზამკვლევი, დროსა და სივრცეში გავწეროთ, სადაც გამოჩნდება, რა ნაბიჯები არის გადასადგმელი, რომ ეს ურთიერთობები აღდგეს.

ყველაფერი გაკეთებული გვაქვს, ბურთი მათ მოედანზეა, ძალიან პოზიტიურია ის სიგნალები, რაც ჩვენ მივიღეთ, ოპტიმიზმი არსებობს იმისა, რომ აშშ მოიცლის საქართველოსთვის და ეს ურთიერთობები შეიძლება გადაიხედოს და აღდგეს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772956641

ახალი ამბები

„ბორჯღალოსნები“ დღეს რუმინეთს დაუპირისპირდებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. რაგბი ევროპის ნახევარფინალური მატჩი ავჭალის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია. პირდაპირი რეპ...

„ბორჯღალოსნები“

1772955954

ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძე: დღეს მინდა ნაწილობრივ მაინც დაგიბრუნოთ ის სითბო, რომელსაც თქვენ ასე უხვად უზიარებთ საზოგადოებას

თბილისის საკრებულოში „თბილისის საპატიო მოქალაქის“ ჯილდოს მფლობელ ქალბატონებს უმასპინძლეს, რომლებმაც ეს წოდება 2025 წელს მიიღეს. ქართული ესტრადის, კინოსა და თეატრის, ტელევიზიის, ლიტერატურის და მეცნიერე...

ზურაბ აბაშიძე

1772953430

ახალი ამბები

საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებითაზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1999 წელს დაბადებული შ.ჰ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნ...

დაკავებადაკავება

1772953316

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 36 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...

სამეგრელოს პოლიცია

1772953151

ახალი ამბები

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა დ...

არასრულწლოვანი დააკავა