ლევან მახაშვილი: 4 წელია ამას ვამბობთ, რომ საქართველო პატიოსნად, კეთილსინდისიერად იცავს სანქციებს და ასეც ვაპირებთ მომავალში გაგრძელებას

მმართველი გუნდის შეფასებით, ყულევის პორტის სასანქციო სიიდან ამოღების შემდეგ, ევრობიუროკრატები თავის მართლების რეჟიმში არიან. „ქართულ ოცნებაში“ ევროკომისიის პრესსპიკერის იმ განცხადებას აფასებენ, სადაც ის საქმის კონკრეტულ დეტალებზე ვერ საუბრობს და ირკვევა, რომ მხოლოდ წარმოდგენებს ეყრდნობა.

როგორც „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განუცხადა, სულაც არ დადგებოდა ეს სიტუაცია, თავად რომ საქართველოს მისამართით მტკიცებით ფორმაში ბრალდებები არ განეცხადებინათ.

„ცდილობენ გაექცნენ იმ პასუხისმგებლობას მას შემდეგ, რაც ტყუილში ვამხილეთ. სულაც არ დადგებოდა ეს სიტუაცია თავად რომ მტკიცებით ფორმაში ბრალდებები არ განეცხადებინათ საქართველოს მისამართით. ყველაფერზე პასუხი იყო, საბოლოო ჯამში, თავად ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელმაც საკითხი განხილვიდან მოხსნა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ არაფერიც არ ხდება ამ პორტში. მესმის, რომ შეიძლება ბევრს ჰქონდეს სურვილი რაღაც ხდებოდეს, რათა გააძლიეროს თავისი ბრალდებები, მაგრამ არაფერიც არ ხდება, არაფერი ახალიც არ მომხდარა. 4 წელია ამას ვამბობთ, რომ საქართველო პატიოსნად, კეთილსინდისიერად იცავს ამ სანქციებს და ასეც ვაპირებთ მომავალში გაგრძელებას“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773906742

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: BBC-მ წარმოუდგენელი რამ გააკეთა - ეს აღარ არის უბრალოდ „ფეიკი“, ბევრად უარესია, ეს არის კორუმპირებული, თაღლითური მედია, დანაშაულებრივიც კი

„BBC-მ მართლაც წარმოუდგენელი რამ გააკეთა. მათ ისე წარმომაჩინეს, რომ თითქოს მე ისეთი რამ ვთქვი, რაც არასდროს მითქვამს. მსგავსი რამ არასდროს მინახავს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურ...

დონალდ ტრამპ

1773906509

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა ილია II-ის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადასვენების სამგლოვიარო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს და ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადასვენების სამგლოვიარო მსვლ...

შალვა პაპუაშვილ

1773905562

საზოგადოება

„საქართველოს რკინიგზა“ 21-22 მარტს რეისებს ამატებს და ილია მეორის პანაშვიდზე, ასევე, დაკრძალვაზე დასწრების მსურველებს რეგულარული და დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს ამატებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. როგორც „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციაშია ნათქვა...

რკინიგზარკინიგზა

1773904026

საზოგადოება

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს: ილია მეორე იყო რწმენის საყრდენი, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოსთვის დიდი სიბრძნის წყარო. მისმა სულმა მარადიულ სიმშვიდეში განისვენოს

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს სამძიმრის წერილს უგზ...

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე

1773902664

მსოფლიო

POLITICO: ევროპის ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ევროპარლამენტში სპეციალური მოსმენის ჩატარება მოითხოვა, რათა ევროკომისარი მარტა კოსი ყოფილი იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობის საკითხზე დაკითხონ

ევროკავშირის კონსერვატორებს სურთ ევროკომისარ მარტა კოსს დაუსვან მწვავე შეკითხვები იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე. ინფორმაციას Politico ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროპის ყ...

მარტა კოსი