ლევან მახაშვილი: საქართველო ტერორისტული საფრთხეებით მოწყვლად რეგიონებს შორის მდებარეობს, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანა ახერხებს ტერორისტული ინციდენტების თავიდან არიდებას

„საქართველო ტერორისტული საფრთხეებით მოწყვლად რეგიონებს შორის მდებარეობს. თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანა ახერხებს ტერორისტული ინციდენტების თავიდან არიდებას“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის და იტალიის პარლამენტის ერთობლივ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან.
„საქართველო ტერორისტული საფრთხეებით მოწყვლად რეგიონებს შორის მდებარეობს. თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანა ახერხებს ტერორისტული ინციდენტების თავიდან არიდებას. 2025 წლის გლობალური ტერორიზმის ინდექსის მიხედვით, საქართველო შეფასდა, როგორც ქვეყანა, რომელსაც ტერორიზმის გავლენის ნულოვანი მაჩვენებელი აქვს. ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის ანგარიშში საქართველო კვლავ დასახელებულია, როგორც სანდო და სტაბილური პარტნიორი გლობალურ ანტიტერორისტულ ძალისხმევაში.
საქართველოში ტერორიზმის წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლას აქვს სამი ძირითადი მიზეზი: პირველი, ყოვლისმომცველი და რელევანტური სამართლებრივი და პოლიტიკის ჩარჩო. მეორე, ეფექტიანად მოქმედი და მაღალკვალიფიციური უსაფრთხოების ინსტიტუტები, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. და მესამე, სოციალური ინტეგრაცია და არასადამსჯელო ინსტრუმენტები, მათ შორის, ეკონომიკის გაძლიერება, საგანმანათლებლო და სათემო პროგრამები.
თუმცა, ტერორიზმი არ არის სტატიკური მოვლენა. ის მუდმივად იცვლება და ერგება ახალ განვითარებებს. ტერორიზმს არ გააჩნია საზღვრები, ეროვნება, ენა, რელიგია, მაგრამ ის ყოველთვის ფესვებს იკიდებს მაშინ, როდესაც ვადუნებთ ყურადღებას და ვკარგავთ ერთიანობას.
შესაბამისად, საერთაშორისო თანამშრომლობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. საქართველო მზადაა გააგრძელოს და კიდევ უფრო გააღრმაოს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან, გაგიზიაროთ ჩვენი წარმატებული და ნაკლებად წარმატებული მაგალითები, მოვისმინოთ თქვენი გამოცდილებებიც, რათა ერთობლივად შევქმნათ უსაფრთხო გარემო, სადაც არ იქნება ადგილი ტერორიზმისთვის, ექსტრემიზმისა და რადიკალური იდეოლოგიებისთვის“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
1749230522
ახალი ამბებიადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში მოისმ...
1749228247
ახალი ამბებიკახა კალაძე - ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც აღნიშნავს ყურბან-ბაირამს, ვულოცავ ამ დღესასწაულს
თბილისის მერი კახა კალაძე ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც მას აღნიშნავს. როგორც კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, ურთიერთპატივისცემას, ადამიანის სიყვარულსა და თანადგომას არ აქვს რელიგ...
1749227217
სპორტიმერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალისთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა. 8 ივნისს ნიუ იორკში 34 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორია...
1749226106
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: იმედი გვაქვს, რომ ალან პერსელსაც გაუშვებენ საქართველოდან და საელჩოში მოვა ახალი შემადგენლობა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილისადმი დონალდ ტრამპის მილოცვაში ასახულ ამოცანებს შეასრულებს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რობინ დანიგანის მოადგილის ალან პერსელის შესახებ მედიასთან საუბრობს. „ის არის იმ ჯორჯ კენტის კადრი, რომელიც 2014 წლის კიევის მაიდანის ერთ-ერთი ორგანიზატო...
1749222260
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, დღესასწაულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ერ...