ლევან რატიანი თორნიკე რიჟვაძეზე: მდგომარეობა შემოსვლისას იყო საკმაოდ მძიმე, ვინაიდან კლინიკურად სახეზე იყო ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი. ამ წუთში მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკით არის, ვინაიდან შოკის ხარისხი შემცირებულია

თორნიკე რიჟვაძე მკურნალობის კურსს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის. ის გამთენიისას „საგარეჯოს ჰოსპიტალიდან“ გადაიყვანეს.

როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, პაციენტი კლინიკაში შეყვანისას მძიმე მდგომარეობაში იყო.

„პაციენტი შემოყვანილ იქნა დღეს, დილით, დაახლოებით 7-ის ნახევარზე. გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან. მდგომარეობა შემოსვლისას იყო საკმაოდ მძიმე, ვინაიდან კლინიკურად სახეზე იყო ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი. ამ წუთში მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკით არის, ვინაიდან შოკის ხარისხი შემცირებულია. ჰემოდინამიკის პარამეტრები მეტ-ნაკლებად აღდგენილია. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. უტარდება ის სამკურნალო ღონისძიებები, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღეს საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს.

საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანას მუხლით მიმდინარეობს. ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დაკავებულია ალეკო ახვლედიანი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751895415

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: „შავი ფული“ და საერთოდ, ამ „შავი ფულის“ ტრიალი არც „ლელოსთვის“ არის უცხო და არც „ნაციონალური მოძრაობისთვის“

„შავი ფული“ და საერთოდ, ამ „შავი ფულის“ ტრიალი არც „ლელოსთვის“ არის უცხო და არც „ნაციონალური მოძრაობისთვის“, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგი...

გიორგი ვოლსკი

1751895363

საზოგადოება

ირმა ჭკადუა: გიორგი რამიშვილისგან ამოიღეს კანონიერად შეძენილი, შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი. ბატონმა გიორგიმ ცალსახად თქვა, რომ ეს ექსცესი არ უკავშირდება რაიმე სახის პოლიტიკურ პროცესებს

ბატონი გიორგისგან ამოღებული იქნა კანონიერად შეძენილი შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი. ეს არ იყო უკანონოდ შეძენილი იარაღი. ბატონმა გიორგიმ ცალსახად თქვა, რომ ეს ექსცესი არ უკავშირდება რაიმე სახი...

ირმა ჭკადუა

1751893769

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7180 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7191 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი, ვალუტა

1751893070

საზოგადოება

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მოადგილეები წარადგინა

დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - მიხეილ მაღლაკელიძემ უწყების თანამშრომლებს სამსახურის უფროსის მოადგილეები - გაგა კირკიტაძე და ია ახალაია წარუდგინა. ინფორმაციას ა...

საგამოძიებო სამსახური

1751891507

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი წალენჯიხის მერიის განცხადებაზე: ამბობენ, თითქოს პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან და ამ დროს თავად იღებენ ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მათივე სუბიექტური პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის მიმართ წალენჯიხის მერიის მოწოდებას მედიასთან ეხმიანება. მისი განმარტებით, წალენჯიხის მერიის განცხადება გასაკვირი არაა, რადგან ეს...

გურამ მაჭარაშვილი